Tuesday 31 January 2012

სასკოლო სამოქალაქო კლუბების მუშაობის შეფასების რუბრიკა

სიქა-მ შეიმუშავა სასკოლო სამოქალაქო კლუბების მუშაობის შეფასების რუბრიკა. კრიტერიუმები და შესაბამისი ქულები შემდეგია:

  1. საკლუბო (სამოქალაქო) აქტივობის რაოდენობა: თითო აქტივობა - 2 ქულა;
  2. საკლუბო აქტივობების მედიით გაშუქება (ბეჭდვითი პუბლიკაცია ან სიუჟეტი) : თითო გამოქვეყნება - 4 ქულა;
  3. საგრანტო განაცხადების რაოდენობა: 1 განაცხადი - 4 ქულა;
  4. თვითმმართველობასთან ან გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურასთან ინიციატივით მიმართვის რაოდენობა: 1 ინიციატივა - 4 ქულა;
  5. გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურის/პირის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება: 1 გადაწყვეტილება - 5 ქულა;
  6. თემის ჩართულობა საკლუბო ღონისძიებებში: თითო ჩართულობა - 2 ქულა;
  7. ბლოგზე სამოქალაქო/საკლუბო აქტივობის ამსახველი ინფორმაცია: 1 პოსტი-1 ქულა, დასურათებული +1 ქულა;
  8. სამოქალაქო აქტივობის ამსახველი ვიდეორგოლი - 1 ვიდეო - 3 ქულა.
ყოველი თვის ბოლოს სიქა გამოაქვეყნებს კლუბების სტატისტიკას, ხოლო კვარტლის დასასრულს მოწინავე კლუბი დაჯილდოვდება.

სასკოლო სამოქალაქო კლუბებს მოვუწოდებთ აქტიურობისაკენ!

Sunday 29 January 2012

შეხვედრა სამოქალაქო კლუბების მეურვეებთან


სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში მომუშავე სიქა-ს გუნდმა ორგანიზება გაუკეთა სამუშაო შეხვედრას, რომელსაც დაესწრო პროგრამაში ჩართული ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების 11 მეურვე -მარტყოფის, რუსთავის, ნორიოს, ვახტანგისის, კუმისის, გარდაბანის, ლემშვენიერას საჯარო სკოლებიდან.  შეხვედრას საინფორმაციო ხასიათი ქონდა -   სასკოლო სამოქალაქო კლუბის მეურვეებმა მიიღეს კონსულტაცია და რჩევები საკლუბო მუშაობის გააქტიურების კუთხით.  

Monday 23 January 2012

ტრენინგი რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის

21-22 იანვარს სიქა-ს გუნდი ესწრებოდა  ტრენინგს  - "სამოქალაქო განათლება და სასკოლო სამოქალაქო კლუბის სახელმძღვანელოს გამოყენება", რაც ხელს შეუწყობს ქვემო ქართლის რეგიონში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" განხორციელების გაუმჯობესებას. ტრენინგს უძღვებოდა საკლუბო მუშაობის სახელმძღვანელოს ავტორი ნათია გიორგიძე. ტრენინგი იყო კარგი რესურსი რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის - ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ პროგრამის განხორციელების გამოცდილება, ერთობლივად განეხილათ პროგრამის განხორციელების პროცესში წარმოშობილი სიძნელმეები და მათი  მოგვარების გზები.

Wednesday 18 January 2012

18 იანვრის სამუშაო შეხვედრა

18 იანვარს სართიჭალის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლალი როსტიაშვილი ეწვია სიქა-ს ოფისს საგრანტო აპლიკაციის შევსების კონსულტაციისთვის. მცირე გრანტების სიქა-ს რეგიონულ კოორდინატორ ცირა თავშავაძისგან მან მიიღო რეკომენდაციები გრანტის განაცხადის, ბიუჯეტის შედგენას, სამოქმედო გეგმის გაწერასა და თანამონაწილეობის წერილების შედგენასთან დაკავშირებით.

საგრანტო აპლიკაციებზე მუშაობა

17 იანვარს სიქა-ს ოფისში მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელსაც დაესწრნენ გარდაბნის რაიონის სოფ.ნორიოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები კლუბის მეურვესთან ერთად და ასევე სსიპ რუსთავის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "In Re-action" ლიდერები. შეხვედრის მიზანი საგრანტო აპლიკაციებზე მუშაობა იყო. მათ მიიღეს რეკომენდაციები ბიუჯეტის შედგენასა და თანამონაწილეობის წერილების შედგენასთან დაკავშირებით, უფრო დახვეწეს თავიანთი საგრანტო პროექტების განაცხადები. 

მორიგი კონსულტაცია საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით

16 იანვარს სიქა-ს ოფისში ბოლნისის რ-ნის სოფ. ქვემო ბოლნისის #1 და #2 საჯარო სკოლის პედაგოგებს ჩაუტარდათ სემინარი საგრანტო განაცხადის შევსების თემაზე.  ქვემო ბოლნისის #2 საჯარო სკოლა მიუხედავად იმისა, რომ არ არის პროექტის სამიზნე სკოლა, დიდ ინტერესს გამოხატავს ”სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამისადმი”.  სემინარზე განიხილეს სამიზნე სკოლებთან პარტნიორობის საფუძველზე არასამიზნე სკოლების პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ აქტივობებში ჩართვლის შესაძლებლობები. დაიგეგმა ერთობლივი აქტივობები სოფ. ქვემო ბოლნისის საჯარო სკოლებს შორის.

Tuesday 17 January 2012

მორიგი შეხვედრა პროგრამას ახალდამატებული სკოლების წარმომადგენლებთან

13 იანვარს სიქა-ს ოფისში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია ჩაუტარდათ ბოლნისის რაიონის სოფ. ქვემო ქვეშისა და სოფ.ბოლნისის სკოლების პედაგოგებს. ისინი გაეცვნენ პროგრამის მიზნებსა და პრიორიტეტებს, რეგიონის სხვა სკოლების გამოცდილებას.

Tuesday 10 January 2012

სიქა-ში ინტენსიურად მიმდინარეობს ტრენინგები საგრანტო აპლიკაციების მიმდინარეობის თემაზე. 10 იანვარს სსიპ ქ. რუსთავის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები დაესწრნენ მორიგ ტრენინგ-კონსულტაციას საგრანტო განაცხადზე მუშაობის თემაზე. კლუბის წევრებმა მუშაობა დაიწყეს საგრანტო პროექტის აპლიკაციაზე.

შეხვედრა პროგრამას ახალ დამატებული სკოლების პედაგოგებთან

9 იანვარს სიქა-ს ოფისში მოეწყო შეხვედრა ახალ დამატებული სკოლების - წალკის #1 და გარდაბნის რ-ნის სოფ. ვახტანგისის #2 საჯარო სკოლის პედაგოგებთან. პედაგოგები გაეცვნენ ”სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას”, მის მიზნებსა და პრიორიტეტებს. ჩაუტარდათ ტრენინგი საგრანტო განაცხადის შექმნის თემაზე. პედაგოგები დარეგისტრირდნენ საიტზე http://initiatives.ge/, გაეცვნენ საგრანტო აპლიკაციისა და  ბიუჯეტების ფორმების შევსების წესებს. პედაგოგები სასწავლო პერიოდის დაწყებასთან ერთად გეგმავენ სკოლებში საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბებას.

ახალ საგრანტო პროექტებზე მუშაობა დაიწყო

5 იანვარს სიქა-ს ოფისში შედგა სემინარი, რომელზეც ბოლნისის რაიონის სოფ. ქვემო ბოლნისის 1-ლი და მე-2 და სოფ. ცურტავის საჯარო სკოლების პედაგოგები გაეცვნენ ”სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას” (ცურტავის სკოლა ახალი შერჩეული სკოლაა), პროგრამის მიზნებს, სხვა სკოლების გამოცდილებას, შესაძლო აქტივობებს. ჩაუტარდათ ტრენინგი საგრანტო განაცხადის შემუშავების თემაზე, პრაქტიკულად დაიწყეს საგრანტო განაცხადის ონლაინ აპლიკაციის შევსება.