Friday 24 February 2012

ბლოგების კონკურსი იწყება

 PH-International იწყებს ბლოგების კონკურსს, რომელში მონაწილეობა შეუძლია ”სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში” ჩართული სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებს.
კონკურსის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ  http://www.sandroasatiani.com/_blogcontest/index.php/20-siaxleebi/497-konkursshimonatsileobispirobebi

გისურვებთ წარმატებებს!!!

Thursday 23 February 2012

ვიზიტი იუსტიციის სამინისტროსა და რუსთავის იუსტიციის სახლში

23 თებერვალს რუსთავის, გარდაბნის, კრწანისისა და გამარჯვების საკოლო სამოქალაქო კლუბების  21 აქტიური წევრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და რუსთავის იუსტიციის სახლს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამინისტროს კანცელარია, ანალიტიკური და ეკონომიკური დეპარტამენტები. მოსწავლეები ადგილზევე გაეცნენ მუშაობის პროცესს და ამომწურავი პასუხი მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. მოსწავლეებს იუსტიციის სახლში მასპინძლობა გაუწია ნოტარიატისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა დავით მაისურაძემ, რომელმაც მოგვიანებით პრეზენტაცია გააკეთა სამინისტროს ძირითადი საქმიანობებისა და თანამშრომლების შესახებ.
იუსტიციის სამინისტროს დათვალიერების შემდეგ მოსწავლეთა გუნდს რუსთავის იუსტიციის სახლმა უმასპინძლა. მენეჯერმა გივი ჭანუყვაძემ ბავშვებს  მომსახურების ყველა სერვისი გააცნო.
ვიზიტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დღე ნაყოფიერად შეაფასეს. მიღებული უამრავი ინფორმაციიდან მათ რანჟირება მოახდინეს სარგებლიანობის მიხედვით  და რამდენიმე მათგანისთვის მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი გახდა სამომავლოდ პროფესიის არჩევაში, კერძოდ,  ინფორმაცია
  • სტუდენტური  სტაჟირების შესახებ;
  • იუსტიციის თანამშრომლების პროფესიული გადამზადების შესახებ;
  • სამინისტროს მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ. 
ვიზიტის შედეგად მოსწავლეებს გაეზარდათ მოტივაცია, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო კლუბების საქმიანობაში, რათა მომავალში მსგავს ვიზიტებსა თუ აქტივობებში მონაწილეობის მეტი შანსი მიეცეთ. 

Thursday 16 February 2012

ბლოგების კონკურსი

PH-International ბლოგების კონკურსს წელს ორჯერ ჩაატარებს.
პირველი კონკურსი გამოცხადდება დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებში. კონკურსის მონაწილე ბავშვებს და პარტნიორ ორგანიზაციებში სოციალურ მედიაზე პასუხისმგებელ პირებს დაეგზავნებათ კითხვარები და ისინი თავად აირჩევენ გამარჯვებულ ბლოგებს. ანუ მოეწყობა გამოკითხვა და ის ბლოგები, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ იქნებიან გამარჯვებულები.
გამარჯვებულები ადგილებზე, პარტნიორ ორგანიზაციებში დაჯილდოვდებიან.
ბლოგების პირველი კონკურსი დაეხმარება კონკურსის მონაწილე ბავშვებს უკეთ გაიცნონ თავიანთი მებგობრების ნამუშევრები. ეს იქნება ერთგვარი მოსამზადებელი კონკურსი მეორე უფრო დიდი და მაშტაბური კონკურსისათვის რომელის ჩატარებისას მოვიწვევთ კომპეტენტურ ჟიურის და დაჯილდოვება თბილისში, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გაიმართება.
რაც შეეხება კონკურსის პირობებს, ორი უმთავრესი პირობაა:
1. კონკურსში მონაწილე ბლოგი არ უნდა იყოს დარეგისტრირებული 2011 წლის სექტემბერზე უფრო ადრე.
2. ბლოგების კონკურსში მხოლოდ პარტნიორი სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწიელობის მიღება
იმ ბავშვებს რომლებმაც 2011 წლის სექტემბრამდე გაიარეს ტრენინგი და შესაბამისად უფრო ადრე დაარეგისტრირეს ბლოგები ორი არჩევანი აქვთ:
1. ხელახლა დაარეგისტრირონ ბლოგი და მიიღონ მონაწილეობა კონკურსში
ან
2. გააქტიურონ თავინთ ბლოგებზე მუშაობა რათა მონაწილეობნა მიიღონ მეორე დონის ტრენინგში. როგორც იცით წელს ჩატარდება მეორე დონის ტრენინგი იმ ბავშვებისათვის, რომლებმაც 2011 წლის სექტემბრამდე დაარეგისტრირეს ბლოგები და უკვე გამოცდილ ბლოგერებად ჩამოყალიბდნენ. თითო რეგიონიდან შეირჩევა სამი ასეთი ბავშვი, ისინი ჩამოვლენ თბილსში და აქ გაივლიან ტრეინინგს.

Friday 10 February 2012

„სიკეთის ეპიდემიის“ სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სიქა-ს ოფისში 10 თებერვლის სამუშაო შეხვედრაზე რუსთავის #26, #10. #2, #5, #20, #13 სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებთან  ერთად კიდევ ერთხელ   ჩამოყალიბდა 17 თებერვალს დაგეგმილი ღონისძიებების თანმიმდევრობა და დაზუსტდა ტექნიკური მხარეები. შეხვედრის მონაწილეეებმა შექმნეს აქციისთვის  საჭირო სლოგანები.
შეხვედრის მეორე ნახევარში #26 და #12 სკოლის მოსწავლეებმა იმუშავეს ფორმატზე, დახატეს აქციის „სიკეთის ეპიდემიის“ ლოგო და მთავარი სლოგანი „შენ აკეთებ სიკეთეს ჩემთვის, მე გავუკეთებ სხვას“.

სამუშაო შეხვედრა საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით

10 თებერვალს მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა სიქა-ს ოფისში საგრანტო პროექტების აპლიკაციების შევსების თაობაზე, რომელსაც ესწრებოდნენ რუსთავის #12, #26 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების ლიდერები და სსიპ რუსთავის #18 სკოლის დირექტორი.   სემინარის მონაწილეებმა პროგრამის საგრანტო პროექტების მიმართულების კოორდინატორის ცირა თავშავაძისგან მიიღეს რეკომენდაციები პროექტის წერასთან დაკავშირებით, დაამუშავეს პროექტის თანდართული ფაილები და ატვირთეს http://initiatives.ge/-ზე. 
საგრანტო პროექტების დედლაინის მოახლოებასთან ერთად აქტიურდებიან სამოქალაქო კლუბები და საინტერესო იდეების გენერირებაც ხდება.

Thursday 9 February 2012

მზადება "სიკეთის ეპიდემიისთვის" დაიწყო


9 თებერვალს რუსთავის 7 სკოლის: #2,#5,#10,#12,#14,#15,#20,#26 სამოქალაქო კლუბის მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ  „სიქა-ს“ მიერ ინიცირებული საქალაქო ღონისძიების დაგეგმვის პროცესში. ღონისძიების სახელწოდებაა “სიკეთის ეპიდემია“, ხოლო მიზანი არის სიკეთის კეთებისკენ მიმართული პროპაგანდა. საწყის ეტაპზე მოხდა სამუშაო ჯგუფის გაცნობა და პროგრამის სარგებლიანობის დანახება, მოსწავლეებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაუზიარეს სამოქალაქო კლუბების ახალ წევრებს, თუ როგორ შეიძლება  გაიზარდონ სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. შეხვედრის მეორე ნახევარი მთლიანად დაეთმო „სიკეთის ეპიდემიის“ შინაარსობლივ და ტექნიკურ მხარეს. ბავშვებთან ერთად მოხდა იდეების შემუშავება და შემდგომ საბოლოო სახის მიცემა, თუ რა, სად და როგორ უნდა გაკეთდეს. შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რადგან მოხდა როგორც მთავარ ასევე წვრილმან დეტალებზე მუშაობა და შეჯერება.

საგრანტო აპლიკაციებზე მუშაობა და სიქა-ს ახალი ინიციატივები

7 იანვარს,  სიქა-ს ოფისში ჩატარდა მორიგი შეხვედრა სამოქალაქო კლუბის წევრებთან. ახალგაზრდების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა, რაც მეტყველებს მათი ინტერესის გაზრდასა  და გააქტიურებაზე. შეხვედრას დაესწრო 19  მოსწავლე რუსთავის #2, 5, 13, 20 და 23  სკოლებიდან. სამოქალაქო კლუბის წევრები მუშაობდნენ საგრანტო პროექტებზე, მათი მუშაობა უკვე დასასრულისკენ მიდის. 10 თებერვალი არის დედლაინი პროექტების მიღების, ამანაც გამოიწვია ახალგაზრდების გააქტიურება. ძირითადი სამუშაო ახლა ეთმობა თანამშრომლობის ცნობების შეგროვებას.  პროექტები გარკვეული რაოდენობა უკვე დასრულებულია. 
სამოქალაქო კლუბების აქტივობების მუშაობის ფარგლებში ბავშვებს სიქა-ს კოორდინატორებმა  გააცნეს ორი საინტერესო ინიციატივა:
1. "შუქნიშანი"
შარტავას გადასასვლელზე (ელიტ-ელექტრონიქსის წინ) გაფუჭებულია „ღილაკიანი შუქნიშანი“, რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის ფეხით მოსიარულეებს. ქ. რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბებს „სიქა“ აწვდის იდეას, აქტიურად ჩაერთონ ამ პრობლემის მოგვარებაში.
  •  ჩაატარონ  გამოკითხვა (ვიდეო გამოკითხვა), თუ რამდენად სახიფათოა ფეხით მოსიარულეებისათვის ქალაქის ცენტრალურ გზაზე ”უმოქმედო შუქნიშანი”.
  •  გამოკითხვის შედეგებით მიმართონ ინიციატივით შესაბამის სამსახურს, გაააცნონ არსებული პრობლემა და სთხოვონ მისი მოგვარება.
2. ''სიკეთის ეპიდემია" - საქართველო / "Epidemy of kindness" – Georgia ხუთშაბათს, 9 თებერვალს  3 სთ- ზე ამ აქტივობების დაგეგმვის ფარგლებში.

„შენ აკეთებ სიკეთეს ჩემთვის, მე გავუკეთებ სხვას!“
 ქ. ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში მოეწყობა აქცია სახელწოდებით „სიკეთის ეპიდემია“, სადაც წარმოდგენილი იქნება სიკეთის ხე, რომელზეც შეეძლებათ მიამაგრონ  სურვილები და ამ გზით გაგვიზიარონ  დამოკიდებულება ზოგადად სიკეთისა და მისი არსის მიმართ.
 facebook-ზე „ქსელური სიკეთის“ მონაწილეები ყველანი ერთვებიან „სიკეთის ეპიდემიაში“ და გეგმავენ 17 თებერვალს, 11 საათზე, ქალაქის ცენტრალურ ბაღში.
ამ პროექტის ფარგლებში სიქა-მ  გამოთქვა სურვილი, ჩართოს სამოქალაქო კლუბის წევრები ამ ღონისძიებაში და მიიღო  გადაწყვეტილება, მსგავსი აქცია მოაწყოს რუსთავშიც, 17 თებერვალს. ამ აქტივობით  სიქა უერთდება ქ. ქუთაისს აქციაში „სიკეთის ეპიდემია“.

Thursday 2 February 2012


1 თებერვალს სიქა-ს ოფისში ჩატარდა მორიგი შეხვედრა სამოქალაქო კლუბის წევრებთან. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდის მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო პროექტების წერაში. როგორც ვიცით პროექტების ჩაბარების დედლაინი 10 თებერვალია და კლუბის მოსწავლეები აქტიურად შრომობენ და აქვთ საკმაოდ კარგი მოტივაცია გრანტის მოპოვებისთვის და პროექტების განხოციელებისთვის მომავალში. დღევანდელმა შეხვედრამ კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. ისინი უკვე მზა იდეებით და წარმოდგენებით დატვირთულნი მოვიდნენ ჩვენთან და სახეზე უკვე გვაქვს 4 პროექტი, რომელზეც ეს ახალგაზრდები აგრძელებენ მუშაობას. წარმატებები ვუსურვოთ მათ !