Saturday 22 December 2012

ტრენინგი საგრანტო პროექტების აპლიკაციის შევსებასთან დაკავშირებით

21 დეკემბერს სიქა-ს ორგანიზებით გარდაბნის #1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი მცირე გრანტების კონკურსის პროექტების აპლიკაციის შევსების შესახებ. ტრენინგს დაესწრო 12 მოსწავლე და კლუბის მეურვე. გარდაბნის #1 საჯარო სკოლის კლუბ "ერთსულოვნების" წევრები დარეგისტრირდნენ მცირე გრანტების კონკურსის საიტზე http://initiatives.ge/index.php?m=7 და დაიწყეს საგრანტო პროექტებზე მუშობა. ტრენინგზე ისწავლე, თუ როგორ უნდა შეივსოს აპლიკაცია,  გაიწეროს პროექტის განხორციელების გეგმა, შედგეს ბიუჯეტი, თანამონაწილეობის წერილები, მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. უახლოეს დღეებში მოსწავლეები დაასრულებენ საკუთარი პროექტების წერას და თანდართულ ფაილებთან ერთად გადააგზავნიან კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
მცირე გრანტების კონკურსის დედლაინი 2013 წლის 8 იანვარია. 

საკონსულტაციო შეხვედრა სართიჭალის #2 საჯარო სკოლაში

ხუთშაბათს, 20 ნოემბერს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის კოორდინატორმა ორგანიზაციამ- სიქა ორგანიზება გაუწია კიდევ ერთ საკონსულტაციო შეხვედრას საგრანტო პროექტების წერასთან დაკავშირებით, ამჯერად სართიჭალას #2 საჯარო სკოლაში.  შეხვედრას ესწრებოდა 22 მოსწავლე და 1 პედაგოგი. მონაწილეებს მიეცათ საშუალება დეტალურად გაცნობოდნენ საკლუბო მუშაობის სტრუქტურას, შესაძლებლობებს და გავაცანით სხვა კლუბების გამოცდილებაც, ასევე მონაწილეებმა გაიგეს რა სახით უნდა წარადგინონ საკონკურსო პროექტი, როგორ უნდა შეადგინონ ბიუჯეტი, დაწერონ სამოქმედო გეგმა და თანამონაწილეობის წერილები. საგრანტო პროექტების დედლაინი უკვე ახლოვდება.

Friday 14 December 2012

კონკურსი: წლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის ჯილდო

საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აცხადებს კონკურსს სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდოს მოსაპოვებლად. ჯილდო ფორუმის წლიურ ეროვნულ კონფერენციაზე, 2013 წლის 11 მაისს გაიცემა.

ჯილდოს სახით გამარჯვებულ პედაგოგს ფორუმი გადასცემს მადლობის სიგელსა და ფორუმის ლოგოს გამოსახულებით სპეციალურად დამზადებულ სახელობით პრიზს  წარწერით “სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი - 2012”.

2012 წელს საუკეთესო პედაგოგები გამოვლინდებიან საქართველოს 11 რეგიონში: კახეთი, თბილისი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო ზემო სვანეთი, გურია, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი და მცხეთა-მთიანეთი.
გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს.

Wednesday 12 December 2012

სოც.მედიის ტრენინგები აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის

8-9 დეკემბერს სიქა-ს ოფისში ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგები აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის. ტრენინგს დაესწრნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ.ვახტანგისის #1 საჯარო სკოლისა და მარნეულის #7,#8 საჯარო სკოლების მოსწავლეები. ტრენინგი მიმდინარეობდა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე.  მოსწავლეები გაეცვნენ სოც.მედიის დანიშნულებასა და შესაძლებლობებს, შექმნეს საკუთარი ბლოგები და მიიღეს დავალებები ბლოგების გააქტიურებასთან დაკავშირებით.

Tuesday 11 December 2012

გენდერული თანასწორობა


 10 დეკემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის  სოფ, ვახტანგისის #1 აზერბაიჯანული საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ვიქტორიას“ წევრებმა ორგანიზება გაუკეთეს სასკოლო  ღონისძიებას, რომლის მთავარი თემა გენდერული თანასწორობაა.
შეხვედრას ესწრებოდა სოფელ ვახტანგისის რწმუნებული ქ-ნი მარინა ირემაშვილი, სკოლის პედაგოგები, ადმინისტრაცია, სოფლის აზერბაიჯანული თემი.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა ქართულ და აზერბაიჯანულ   ენებზე ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, აზერბაიჯანელ გოგონებში სრული საშუალო განათლების მიღებისადმი ინტერესის ნაკლებობაზე, ქალების უფლებაზე მიიღონ მაღალი დონის განათლება, რაც საბოლოო ჯამში ისევ მათ ოჯახებს, თემს და ზოგადად საზოგადოებას წაადგება.  უკეთ განათლებული დედა ხომ უკეთესად გაზრდის შვილებსაც.
შეხვედრას წინ უსწრებდა სამოქალაქო კლუბ „ვიქტორიას“ წევრების სათემო აქცია, რომლის ფარგლებშიც მათ სოფლის მაცხოვრებელებს დაურიგეს ფლაერები მოწოდებით- ხელი შეეწყოთ უფროსკლასელი გოგონებისათვის იარონ სკოლაში და მიიღონ სრული საშუალო განათლება. „გოგოებსაც აქვთ სწავლის  უფლება“ - ეწერა მათ პოსტერზე.
სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ორგანიზება გაუკეთეს გამოფენას, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლე გოგონები, რომლებმაც საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სკოლის პედაგოგები, გამოავლინეს გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში: “ყველაზე ხელმარჯვე“, „გამოფენის ყველაზე პატარა მონაწილე“,“ საუკეთესო მქსოველი“, ქარგვის ოსტატი და ა.შ.
კლუბის ხელმძღვანელად არჩეული იქნა მე-10 კლასის მოსწავლე კლუბის წევრი აითაჯ  ხალილოვი. დაიგეგმა სამომავლო აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანელი გოგონების გააქტიურებას. 
გოგონების ინიციატივით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დაეხმარება გოგონებს, რომელთაც უჭირთ გარკვეული საგნების სწავლა, დაეხმარონ კონკრეტული საგნების უკეთ ათვისებაში.
ასევე იგეგმება სხვადასხვა სათემო აქტივობები, რომლის მიზანია  აზერბაიჯანულ თემში გოგონების განათლებისადმი დამოკიდებულების გაუმჯობესებაზე .  

Monday 10 December 2012

ვიზიტი კუმისის სკოლაში

7 დეკემბერს სიქა-ს გუნდი ეწვია კუმისის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს "ქველი". შეხვედრაზე განიხილეს კლუბის მუშაობის სტრატეგია, სამომავლო გეგმები. კლუბის წევრებმა დაიწყეს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგტა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში საგრანტო კონკურსისთვის პროექტის წერა. 

Wednesday 5 December 2012

4 დეკემბერს სიქა-ს გუნდი ეწვია ლემშვენიერას საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ქიმერიონს". შეხვედრას კლუბის აქტიური წევრები, სკოლის ადმინისტრაცია  და კლუბის მეურვე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს კლუბი საგრანტო პროექტის მიმდინარეობა, დასახეს საგრანტო პროექტისა და საკლუბო მუშაობის სამომავლო გეგმები და ღონისძიებები.

Tuesday 4 December 2012

სოც.მედიის ტრენინგები

1-2 დეკემბერს სიქა-ს ოფისში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი სოც.მედიაში. ლემშვენიერას, კოდას, მარტყოფის, ბოლნისისა და რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში შეისწავლეს ბლოგის შექმნა, სოც.მედიის სხვადასხვა ინსტრუმენტების აქტიური გამოყენება.

Monday 3 December 2012

ტრენინგი თეთრიწყაროს სკოლებისთვის

30 ნოემბერს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში პროგრამის კოორდინატორმა ორგანიზაციამ - სიქა ორგანიზება გაუწია კიდევ ერთ საკონსულტაციო შეხვედრას საკლუბო მუშაობასა და საგრანტო პროექტების წერასთან დაკავშირებით, ამჯერად თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლაში. შეხვედრას ესწრებოდა 29 მოსწავლე და 3 პედაგოგი თეთრიწყაროს #1, #2 და ასურეთის საჯარო სკოლებიდან. მონაწილეებს მიეცათ საშუალება დეტალურად გაცნობოდნენ საკლუბო მუშაობის სტრუქტურას, შესაძლებლობებს და ასევე სხვა კლუბების გამოცდილებასაც. მონაწილეებმა ასევე გაგიგეს რა სახით უნდა წარადგინონ საკონკურსო პროექტი, როგორ უნდა შეადგინონ ბიუჯეტი, დაწერონ სამოქმედო გეგმა და თანამონაწილეობის წერილები. საგრანტო პროექტების კონკურსი 1 კვირაა რაც დაიწყო და პროექტების მიღების დედლაინი 8 იანვარია.

Saturday 1 December 2012

შეხვედრა სართიჭალის სკოლების სამოქალაქო კლუბებთან

სიქა-ს ორგანიზებით 28 ნოემბერს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში სართიჭალის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებთან სამუშაო შეხვედრა მოეწყო. 
შეხვედრაზე მოსწავლეებმა ერთამნეთს საკუთარი კლუბების საქმიანობები გააცნეს, რის შემდეგაც კლუბების მიხედვით გადანაწილდნენ და კლუბის მუშაობის სამომავლო გეგმები დასახეს. 
მოსწავლეებმა დაგეგმილი აქტივობები ერთად განიხილეს და ერთმანეთისგან რჩევები მიიღეს. შეხვედრის მეორე ნაწილში მცირე გრანტების საკონსულტაციო შეხვედრა შედგა. მოსწავლეები გაეცნენ კონკურსის თემებსა და განაცხადის შევსების პროცედურას.
ორივე კლუბმა დაიწყო იდეებზე მუშაობა.
შეხვედრას სართიჭალის ორი სკოლის 15 მოსწავლე დაესწრო.

შეხვედრა სოციალურ მუშაკთან

28 ნოემბერს სიქა-ს ორგანიზებით სართიჭალის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბები შეხვდნენ ფსიქოლოგსა და სოციალურ მუშაკს მადონა დუდაშვილს. მოწვეული სტუმარი მოსწავლეებს ესაუბრა ძალადობის სხვადასხვა ფორმებსა და მის პრევენციების ღონისძიებებზე, იმ სამსახურების შესახებ, რომელსაც ძალადობის მსხვერპლმა შეიძლება მიმართოს დახმარებისა და კონსულტაციისათვის.