Saturday 29 June 2013

სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკის პირველი ნაკადი დასრულდა

დასრულდა სიქა-ს მიერ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში" ორგანიზებული "სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკის " პირველი ნაკადი. ბანაკში მონაწილეობდნენ სამოქალაქო კლუბების 91 აქტიური წევრი საქართველოს ყველა რეგიონიდან. 

Sunday 23 June 2013

მოწვეული სტუმარი სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში


„სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 2013 „ - რომელსაც სიქა ახორციელებს PH – International-ის პროგრამა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში , 21-23 ივნისს საინტერესო მოწვეულ სტუმრებს მასპინძლობდა.
ბანაკის 92 მონაწილე შეხვდა სამოქალაქო განათლების ექსპერტს ნინი ბესელიას და ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელს მაია ქობალიას.
მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს აქტიურ მოქალაქეობრივ პოზიციაზე, სამოქალაქო ჩართულობაზე, ასევე გზებზე უსაფრთხო მოძრაობასა და ალკოჰოლის მოხმარების გავლენაზე.

Friday 21 June 2013

ბაზალეთის ბანაკი დაიწყო


2013 წლის 20 ივნისს ბაზალეთში , „სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი - 2013“ -ის პირველი ნაკადი დაიწყო. ბანაკი „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც აფინანსებს USAID - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ხოლო პროგრამას საქართველოში ახორციელებს PH-International. ბანაკის ორგანიზატორია სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, რომელიც ამავდროულად პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა ქვემო ქართლის რეგიონში.
„სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 2013-ში“ მონაწილეობას იღებენ მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს 11 რეგიონიდან. ბანაკის სამ ნაკადად წარიმართება და სულ მონაწილეობას მიიღებს 276 მონაწილე - სასკოლო სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები, რომლებიც წლის განმავლობაში ინიცირებას უკეთებენ და ახორციელებენ სხვადასხვა სახის სამოქალაქო აქტივობებს. ბანაკის განმავლობაში მონაწილეებს უტარდებათ ტრენინგები სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით, წერენ პროექტებს, რომლებსაც განახორციელებენ თავიანთ სამოქალაქო კლუბებში სასწავლო წლის განმავლობაში. ბანაკის ყოველი დღე დატვირთულია სახალისო - შემეცნებითი საბანაკე აქტივობებით, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეების დაახლოებას.

Wednesday 12 June 2013

გამოვლინდნენ პროგრამის სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბებისთვის ტექნიკის გადაცემის კონკურსში გამარჯვებულნი

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია PH International ყოველწლიურად ატარებს ტექნიკის კონკურსს სასკოლო სამოქალაქო კლუბებისათვის. წელს კონკურსი ჩატარდა ორი სხვადასხვა კატეგორიის კლუბებისათვის:
1.      იმ კლუბებისათვის, რომლებმაც 2012 წელს ვერ გაიმარჯვეს ტექნიკის კონკურსში და არ მიუღიათ ჯილდოდ დაწესებული ტექნიკა;
2.      დამატებითი ტექნიკის კონკურსი იმ კლუბებისათვის, ვინც 2012 წელს ტექნიკის კონკურსში გამარჯვების შედეგად მოიპოვეს ტექნიკის საბაზისო ან საშუალო კომპლექტი (მაგრამ არა სრული) კომპლექტი. ასეთი კლუბების მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით და მათ მიერ 2012 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის ივნისამდე მიღწეული წარმატებული შედეგების საფუძველზე შესაძლებელი იყო კონკურსში გამარჯვებულ კლუბსა მიეღო 1 ან 2 დასახელების ისეთი ტექნიკა, რომელიც მათ 2012 წელს ვერ მიიღეს.
კომპეტენტურმა ჟიურიმ სულ გამოავლინა 108 გამარჯვებული სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელმაც მიიღო სრული, საშუალო და ბონუს კომპლექტი. მათ შორის არის ქვემო ქართლის 10 სასკოლო სამოქალაქო კლუბი:
ტექნიკის სრული კომპლექტის მფლობელები გახდნენ:
  1. კუმისის საჯარო სკოლის კლუბი "ქველი";
  2. გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "Creative Teenagers"
  3. რუსთავის #12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "Bridge"
  4. რუსთავის #26 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "Liberty Team"
  5. მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "ჩემები"
ტექნიკის საშუალო კომპლექტით დაჯილდოვდნენ:
  1. კოდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "თანასწორობა"
  2. რუსთავის #17 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "თემიდა"
  3. აღმამედლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "აქტიურები"

    ტექნიკის ბონუს (დამატებითი) კომპლექტი გადაეცათ:
    1. დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს "საფიხვნო"
    2. რუსთავის #20 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს "Friendship club"

    ვულოცავთ სამოქალაქო კლუბებს ამ გამარჯვებას და კიდევ მრავალ წარმატებას  ვუსურვებთ!

    Tuesday 4 June 2013

    ვიქტორინის გამარჯვებული მარნეულის #5 სკოლის გუნდი გახდა

       3 ივნისს თბილისში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჩატარდა ვიქტორინა რელიგიები და ეთნოსები საქართველოში“, რომელშიც მონაწილეობდა 10 გუნდი  ქვემო და შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და თბილისიდან. ვიქტორინა ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, რომელმაც წელს ითანამშრომლა ორგანიზაცია PH International-თან და ვიქტორინა მოაწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პარტნიორი სკოლებისთვის.
    ქვემო ქართლიდან მონაწილეობდა 3 გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იყო  რუსთავის #15, მარნეულის #5 და გარდაბნის #1 სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებისგან.
    ვიქტორინის 3 ტურის შემდეგ დაწინაურდნენ და ერთნაირი ქულები დააგროვეს მუხრანისა და მარნეულის #5 სკოლების გუნდებმა. მათ შორის კონკურსში გამარჯვება მარნეულის გუნდს ხვდა წილად. გამარჯვებული გუნდის თითოეული წევრი დასაჩუქრდა Ipad-ით, ხოლო ვიქტორინაში მონაწილე გუნდების წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები და ტოლერანტობის ცენტრის მიერ გამოცემული ენციკლოპედიები. ვიქტორინის შემდეგ მონაწილეებისთვის მოეწყო ექსკურსია ძველი თბილისის ტერიტორიაზე არსებულ სომხური ეკლესია, მეჩეთსა და სინაგოგაში.
    სიქა ულოცავს მარნეულის #5 სკოლის გუნდს გამარჯვებას და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს!