Wednesday 14 August 2013

გამოცხადდა მცირე გრანტების ახალი კონკურსი

მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 6 ოქტომბერი.

კონკურსში უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ მონაწილეებს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ დაფინანსება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში.  

საკონკურსო თემები

1. ბიზნეს  სექტორის ჩართვა  საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი  პრობლემების  მოგვარებაში;
2.   ახალგაზრდების მედიასთან თანამშრომლობა საზოგადოებისათვის აქტუალური   პრობლემების გაშუქების მიზნით;
3. სკოლის თუ თემის პრობლემების მოგვარება სკოლის ადმინისტრაციასთან,   ადგილობრივ  ხელისუფლებასთან თუ სხვა მხარეებთან  თანამშრომლობით;
4.     მოსწავლეთა  თვითმმართველობის  და/ ან სასკოლო სამოქალაქო  კლუბების  გაძლიერება; 
5.      ადამიანთა უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა;
6.      სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია საზოგადოებაში;
7.      მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების საზოგადოებაში  ინტეგრაციის  ხელშეწყობა  (მაგშეზღუდული შესაძლებლობების პირებიიძულებით გადაადგილებულნი და ..)
8.      ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება/ადვოკატირება ახალგაზრდების მიერ;
9.      გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა;
10. სოციალური მედიის განვითარების ხელშეწყობა სათემო პრობლემების ადვოკატირებისათვის;

11. ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია (უპირატესობა მიენიჭება იმ მოსწავლეთა განაცხადებს, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში 2012 წელს მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირის“ მიერ ჩატარებულ ტრენინგებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ).

აპლიკაციის შესავსებად გადადით ლინკზე http://initiatives.ge/index.php?m=7

სემინარი მოხალისოების თემაზე

12 აგვისტოს ქ. რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რუსთავის სამოქალაქო კლუბების წევრებმა და  სიქა-ს ახალგაზრდა მოხალისეებმა ჩაატარეს სემინარი ახალგაზრდებისათვის, რომელზეც ისაუბრეს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის შესახებ. სემინარის მთავარი თემა გახლდათ მოხალისეობა. წარმოდგენილი იყოს პრეზენტაცია „რატომ უნდა გავხდე მოხალისე“, სადაც ახალგაზრდებს გააცნეს მოხალისეობის მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოხალისის პიროვნული კომპეტენციების ზრდაში, ასევე სემინარის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქართველი ახალგაზრდებისათვის ხელმისაწვდომი მოხალისეობრივი პროგრამების შესახებ - სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

ამერიკელმა და ევროპელმა მოხალისეებმა ისაუბრეს მათი მოხალისეობრივი გამოცდილების თაობაზე, ასევე სამოქალაქო კლუბების წევრებთან და რუსთაველ ახალგაზრდებთან ერთად დასახეს ერთობლივი სამოქალაქო აქტივობები.

რუსთავის სამოქალაქო კლუბების წევრებმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა ქვემო ქართლში პარტნიორი ორგანიზაცია სიქას ამერიკელ და ევროპელ მოხალისეებთან ერთად 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მასშტაბური აქციით აღნიშნეს.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 1999 წლიდან აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

კლუბის წევრებმა წინასწარ მოამზადეს პოსტერები მოწოდებებით „იყავი ის ცვლილება, რომელიც გინდა დაინახო მსოფლიოში“, „შექმენი უკეთესი ხვალინდელი დღე“, „გაქვს სურვილი შეცვალო  - შემოგვიერთდი“ და სხვა .    ამ მოწოდებებით ახალგაზრდებმა ქ. რუსთავის მოსახლეობას მოუწოდეს სამოქალაქო აქტივობებისაკენ. აქცია გაიმართა რუსთავის ორ წერტილში ერთდროულად - ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა აქცია წამოიწყო შარტავას მოედანზე, მეორემ კი - მერიის წინ მოედანზე. ახალგაზრდებმა ასევე დაბეჭდეს ფლაერები, რომელზეც განათავსეს ინფორმაცია ახალგაზრდობის დღის შესახებ, ასევე სამოქალაქო აქტივობებში  მოხალისეობრივად ჩართულობის მოწოდებები.

Monday 5 August 2013

პატიების დღისადმი მიძღვნილი აქცია


4 აგვისტო პატიების საერთაშორისო დღეა. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სიქა-ს ორგანიზებით პროგრამის სამიზნე ქ. რუსთავის #1, #4, #12, #24, #15, #20 და მარტყოფის #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა რუსთავში აღნიშნეს პატიების საერთაშორისო დღე. სიქა-ს ოფისში გაიმართა პატიების თემაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება-განხილვა. დისკუსიის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა ქ. რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე მოაწყვეს მსვლელობა. მსვლელობის განმავლობაში ქ. რუსთავის მოსახლეობა გაეცნო ინფორმაციას პატიების დღესთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებმა მათ მიერ დამზადებული პოსტერების საშუალებით შეახსენეს მოსახლეობას პატიების მნიშვნელობა. მოსწავლეებმა პოსტერებზე გადაიტანეს მოწოდებები : „პატიების გარეშე არ არსებობს მომავალი“, „მე ვაპატიე, შენ?“ და სხვა. თემის წევრებმა პოსტერებზე სიმბოლური ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ისინიც უერთდებოდნენ ამ მოწოდებებს. 
პატიების საერთაშორისო დღის აქციის ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ქართველი, ამერიკელი და ევროპელი ახალგაზრდა მოხალისეები, აგრეთვე თბილისელი სამოქალაქო კლუბების წევრები. აქცია ქ. რუსთავის იუსტიციის სახლთან დასრულდა, სადაც მოეწყო შემაჯამებელი აქტივობა.