Thursday, 26 June 2014

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" დასკვნითი ღონისძიება

26 ივნისს, თბილისში, კრწანისის რეზიდენციის კომპლექსში, PH International-ის ორგანიზებით გაიმართა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ პროგრამაში ჩართული სკოლებისა და პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს 11 რეგიონიდან, მათ შორის სიქა - პროგრამის პარტნიორი ქვემო ქართლის რეგიონში.
პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ მიმოიხილა პროგრამის 4-წლიანი შედეგები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნულ სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაზემ ისაუბრა სამინისტროს დამოკიდებულებაზე სამოქალაქო განათლების მიმართ და პროგრამის მხარდაჭერაზე. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილემ, დევიდ სტოუნჰილმა ისაუბრა სააგენტოს შეხედულებაზე სამოქალაქო განათლების პროგრამის მიმართ. სამოქალაქო კლუბებმა წარმოადგინეს პრეზენტაციების სახით:
·         საუკეთესო ინიციატივა „გამარჯვების პარკის დასუფთავების აქცის“ - ქ.თბილისის #166 საჯარო სკოლა და სკოლა „მარჯი“;
·         სოციალური მედია სამოქალაქო მონაწილეობისათვის - თელავის #1 საჯარო სკოლის მოსწავეები;
·         მცირე საგრანტო პროექტი „მეც მინდა თამაში“ - ქ.თბილისის #180 საჯარო სკოლა;
·         ინტეგრაციის ბანაკის საუკეთესო პროექტი „უსაფრთხო წრიული“- რუსთავის #1, #4 და ვახტანგისის #1 საჯარო სკოლა.
საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობა მიმოიხილა  ფორუმის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ბესელიამ.
შეხვედრის ბოლოს PH International-მა მხარდამჭერ ორგანიზაციებს: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, გადასცა მადლობის ბარათები, ხოლო მოსწავლეებმა აჭარიდან წარმოადგინეს პანტომიმა სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის შესახებ.

ამ ღონისძიებით „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა“, რომელიც გრძელდებოდა 2010-2014 წწ, დასრულებულად გამოცხადდა.

Wednesday, 11 June 2014

ონლაინ კონფერენცია ნინო ზაუტაშვილთან

11 ივნისს PH Intarnational-ის ორგანიზებით მოეწყო ონლაინ კონფერენცია ცნობილ ტელეჟურნალისტთან ნინო ზაუტაშვილთან. სიქა-ს ოფისიდან ონლაინ კონფერენციაში ჩაერთვნენ რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები. კონფერენციის თემა იყო  სოციალური საკითხების გაშუქება მედიაში, მედიის როლი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში და სხვა მედია/ჟურნალისტიკასთან დაკავშირებული საკითხები. ქ-ნ ნინო ძალიან საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა, ამომწურავად პასუხობდა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებზე, რომლებიც ეხებოდა მოქალაქეობრივ პოზიციას, ფასეულობებს, დემოკრატიას, ჟურნალისტის პროფესიულ უნარ-ჩვევებს და ა.შ.   

Thursday, 29 May 2014

ბლოგების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება

29 მაისს თბილისში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში მოეწყო ბლოგების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. კონკურსის ჟიურის წევრებმა პირადად გადასცეს პრიზი - პლანშეტი Samsung Galaxy  და სერტიფიკატი პირველ ადგილზე გასულ ბლოგერებს. დანარჩენ საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს, ქვემო ქართლში ასეთი 10 ახალგზარდაა, სიქა პრიზებს ადგილზე გადასცემს. 
მარიამ თეზელაშვილი და ქეთი ბერიძე
ასევე დაჯილდოვდნენ სამოქალაქო კლუბების რეგიონული ქსელის ბლოგერებში პირველ და მეორე ადგილებზე გასული ახალგაზრდებიც. ამ ნომინაციაში კონკურსი წელს პირველად ჩატარდა. პრიზიორებს შორის მოხვდნენ ქვემო ქართლის მოსწავლეებიც: ქეთი ბერიძე და მარიამ თეზელაშვილი. მათ, როგორც მეორე ადგილზე გასულ ბლოგერებს გადაეცათ ფოტოაპარატები და სერტიფიკატები.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო რიგით მეხუთე კონკურსი, გამოცხადებული PH International-ის მიერ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში. ქვემო ქართლის რეგიონიდან სულ 31 გამარჯვებულია, მათ შორის I ადგილი მოიპოვა 6 მოსწავლემ,  II - 14 მოსწავლემ, III - 11 მოსწავლემ.
ყველას ვულოცავთ ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!

დასრულდა სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი 2014-ის მესამე ნაკადი

27 მაისს დასრულდა სიქას მიერ ორგანიზებული "სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი"- მესამე ნაკადი. ბანაკი მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც USAD-ის დაფინანსებით PH International ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სიქამ 4 წლის მანძილზე უკვე მე-11 ბანაკი განახორციელა, მთლიანად ბანაკებში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა მოსწავლემ და პედაგოგმა საქართველოს 11 რეგიონიდან.

Sunday, 25 May 2014

სტუმარი სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკში

23 მაისს სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკს ცნობილი ბიზნესმენი, კომპანია "დიოს" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი ესტუმრა. ბიზნესმენი გაეცნო სამოქალაქო კლუბების საქმიანობას, განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს, ახალგაზრდებს ესაუბრა სამეწარმეო უნარების განვითარების მნიშვნელობაზე. საკუთარი პრაქტიკის მაგალითზე ნმა თამაზმა ხაზი გაუსვა საქმისადმი თავდადებისა და შრომისმოყვარეობის მნიშვნელობას წარმატებული ბიზნესის მართვის საქმეში.


Thursday, 22 May 2014

სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის მესამე ნაკადი დაიწყო

22 მაისს სიქამ სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის მესამე ნაკადი დაიყო. ბანაკში საქართველოს თერთმეტი რეგიონის 100 წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ბანაკის განმავლობაში მონაწილეები სიქა- გამოცდილი ახალგაზრდული ლიდერების დახმარებით აქტიურად ჩაერთვებიან საბანაკე აქტივობებში, შეხვდებიან საინტერესო მოწვეულ სტუმრებს და სხვა.
სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი ეწყობა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH International. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში და ასევე საგაზაფხულო ბანაკის ორგანიზატორს.


Wednesday, 21 May 2014

პროგრამის საბოლოო შემაჯამებელი რეგიონული ღონისძიება

19 მაისს რუსთავში სიქა-ს ორგანიზებით ჩატარდა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც დაესწრო ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტის პროგრამის პარტნიორის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები და მეურვეები, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მშობლები, ადგილობრივი მედია. შეხვედრაზე პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაციამ ქვემო ქართლის რეგიონში - სიქამ მიმოიხილა პროგრამის ოთხწლიანი მიღწევები; რეგიონში პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორმა ლიანა ღუღუნიშვილმა წარმოადგინა ფორუმის მუშაობის ანგარიში, წარმატებული კლუბების წევრებმა ისაუბრეს განხორციელებულ
პროექტებსა  და ინიციატივებზე, ბლოგერებმა დამსწრეებს გაუზიარეს ბლოგების კონკურსზე მიღწეული წარმატებები. ღონისძიების დასასრულს პროგრამის ხემძღვანელი ორგანიზაციის PH International-ის წარმომადგენელმა გამოაცხადა ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული ქვემო ქართლის სკოლები და მათ წარმომოადგენლებს გადასცა სერტიფიკატები.

ტექნიკის კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს შემდეგმა სკოლებმა:

რუსთავის #7 საჯარო სკოლა
საუკეთესო პაკეტი (პროექტორი, პროექტორის ეკრანი, ლეპტოპი, პრინტერი-ქსეროქსი-სკანერი, ვიდეო კამერა, ფოტოაპარატი და ფლეშ მეხსიერება:
  1. მარნეულის #5 საჯარო სკოლა 
  2. ბოლნისის #5 საჯარო სკოლა
  3. მარტყოფის #2 საჯარო სკოლა
  4. რუსთავის #1 საჯარო სკოლა
  5. რუსთავის #7 საჯარო სკოლა
კარგი პაკეტი (ლეპტოპი, პრინტერი-ქსეროქსი-სკანერი, ვიდეო კამერა, ფოტოაპარატი და ფლეშ მეხსიერება):
    მარნეულის #3 საჯარო სკოლა

    1. მარნეულის #3 საჯარო სკოლა
    2. წალკის #1 საჯარო სკოლა
    3. რუსთავის #4 საჯარო სკოლა