სიქა-მ სასკოლო სამოქალაქო კლუბების მუშაობის შეფასების რუბრიკაში ცვლილებები შეიტანა. კრიტერიუმები და შესაბამისი ქულები შემდეგია:
- საკლუბო (სამოქალაქო) აქტივობის რაოდენობა: თითო აქტივობა - 2 ქულა;
- საკლუბო აქტივობების მედიით გაშუქება (ბეჭდვითი პუბლიკაცია ან სიუჟეტი) : თითო გამოქვეყნება - 5 ქულა;
- საგრანტო განაცხადების რაოდენობა: 1 განაცხადი - 8 ქულა;
- თვითმმართველობასთან ან გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურასთან ინიციატივით მიმართვის რაოდენობა: 1 ინიციატივა - 8 ქულა;
- სკოლის ადმინისტრაციის მიერ 1 გადაწყვეტილება - 10 ქულა;
- ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე 1 გადაწყვეტილება - 20 ქულა;
- სხვა სტრუქტურის (კერძო) მიერ გადაწყვეტილების მიღება: 1 გადაწყვეტილება - 15 ქულა;
- თემის ჩართულობა საკლუბო ღონისძიებებში: თითო ჩართულობა - 2 ქულა;
- ბლოგზე სამოქალაქო/საკლუბო აქტივობის ამსახველი ინფორმაცია: 1 პოსტი-1 ქულა, დასურათებული +1 ქულა;
- სამოქალაქო აქტივობის ამსახველი ვიდეორგოლი - 1 ვიდეო - 5 ქულა.
ყოველი თვის ბოლოს სიქა გამოაქვეყნებს კლუბების სტატისტიკას, ხოლო კვარტლის დასასრულს მოწინავე კლუბი დაჯილდოვდება.
სასკოლო სამოქალაქო კლუბებს მოვუწოდებთ აქტიურობისაკენ!
No comments:
Post a Comment