Thursday 26 June 2014

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" დასკვნითი ღონისძიება

26 ივნისს, თბილისში, კრწანისის რეზიდენციის კომპლექსში, PH International-ის ორგანიზებით გაიმართა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ პროგრამაში ჩართული სკოლებისა და პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს 11 რეგიონიდან, მათ შორის სიქა - პროგრამის პარტნიორი ქვემო ქართლის რეგიონში.
პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ მიმოიხილა პროგრამის 4-წლიანი შედეგები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნულ სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაზემ ისაუბრა სამინისტროს დამოკიდებულებაზე სამოქალაქო განათლების მიმართ და პროგრამის მხარდაჭერაზე. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილემ, დევიდ სტოუნჰილმა ისაუბრა სააგენტოს შეხედულებაზე სამოქალაქო განათლების პროგრამის მიმართ. სამოქალაქო კლუბებმა წარმოადგინეს პრეზენტაციების სახით:
·         საუკეთესო ინიციატივა „გამარჯვების პარკის დასუფთავების აქცის“ - ქ.თბილისის #166 საჯარო სკოლა და სკოლა „მარჯი“;
·         სოციალური მედია სამოქალაქო მონაწილეობისათვის - თელავის #1 საჯარო სკოლის მოსწავეები;
·         მცირე საგრანტო პროექტი „მეც მინდა თამაში“ - ქ.თბილისის #180 საჯარო სკოლა;
·         ინტეგრაციის ბანაკის საუკეთესო პროექტი „უსაფრთხო წრიული“- რუსთავის #1, #4 და ვახტანგისის #1 საჯარო სკოლა.
საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობა მიმოიხილა  ფორუმის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ბესელიამ.
შეხვედრის ბოლოს PH International-მა მხარდამჭერ ორგანიზაციებს: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, გადასცა მადლობის ბარათები, ხოლო მოსწავლეებმა აჭარიდან წარმოადგინეს პანტომიმა სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის შესახებ.

ამ ღონისძიებით „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა“, რომელიც გრძელდებოდა 2010-2014 წწ, დასრულებულად გამოცხადდა.

Wednesday 11 June 2014

ონლაინ კონფერენცია ნინო ზაუტაშვილთან

11 ივნისს PH Intarnational-ის ორგანიზებით მოეწყო ონლაინ კონფერენცია ცნობილ ტელეჟურნალისტთან ნინო ზაუტაშვილთან. სიქა-ს ოფისიდან ონლაინ კონფერენციაში ჩაერთვნენ რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები. კონფერენციის თემა იყო  სოციალური საკითხების გაშუქება მედიაში, მედიის როლი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში და სხვა მედია/ჟურნალისტიკასთან დაკავშირებული საკითხები. ქ-ნ ნინო ძალიან საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა, ამომწურავად პასუხობდა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებზე, რომლებიც ეხებოდა მოქალაქეობრივ პოზიციას, ფასეულობებს, დემოკრატიას, ჟურნალისტის პროფესიულ უნარ-ჩვევებს და ა.შ.   

Thursday 29 May 2014

ბლოგების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება

29 მაისს თბილისში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში მოეწყო ბლოგების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. კონკურსის ჟიურის წევრებმა პირადად გადასცეს პრიზი - პლანშეტი Samsung Galaxy  და სერტიფიკატი პირველ ადგილზე გასულ ბლოგერებს. დანარჩენ საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს, ქვემო ქართლში ასეთი 10 ახალგზარდაა, სიქა პრიზებს ადგილზე გადასცემს. 
მარიამ თეზელაშვილი და ქეთი ბერიძე
ასევე დაჯილდოვდნენ სამოქალაქო კლუბების რეგიონული ქსელის ბლოგერებში პირველ და მეორე ადგილებზე გასული ახალგაზრდებიც. ამ ნომინაციაში კონკურსი წელს პირველად ჩატარდა. პრიზიორებს შორის მოხვდნენ ქვემო ქართლის მოსწავლეებიც: ქეთი ბერიძე და მარიამ თეზელაშვილი. მათ, როგორც მეორე ადგილზე გასულ ბლოგერებს გადაეცათ ფოტოაპარატები და სერტიფიკატები.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო რიგით მეხუთე კონკურსი, გამოცხადებული PH International-ის მიერ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში. ქვემო ქართლის რეგიონიდან სულ 31 გამარჯვებულია, მათ შორის I ადგილი მოიპოვა 6 მოსწავლემ,  II - 14 მოსწავლემ, III - 11 მოსწავლემ.
ყველას ვულოცავთ ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!

დასრულდა სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი 2014-ის მესამე ნაკადი

27 მაისს დასრულდა სიქას მიერ ორგანიზებული "სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი"- მესამე ნაკადი. ბანაკი მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც USAD-ის დაფინანსებით PH International ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სიქამ 4 წლის მანძილზე უკვე მე-11 ბანაკი განახორციელა, მთლიანად ბანაკებში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა მოსწავლემ და პედაგოგმა საქართველოს 11 რეგიონიდან.

Sunday 25 May 2014

სტუმარი სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკში

23 მაისს სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკს ცნობილი ბიზნესმენი, კომპანია "დიოს" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი ესტუმრა. ბიზნესმენი გაეცნო სამოქალაქო კლუბების საქმიანობას, განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს, ახალგაზრდებს ესაუბრა სამეწარმეო უნარების განვითარების მნიშვნელობაზე. საკუთარი პრაქტიკის მაგალითზე ნმა თამაზმა ხაზი გაუსვა საქმისადმი თავდადებისა და შრომისმოყვარეობის მნიშვნელობას წარმატებული ბიზნესის მართვის საქმეში.


Thursday 22 May 2014

სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის მესამე ნაკადი დაიწყო

22 მაისს სიქამ სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის მესამე ნაკადი დაიყო. ბანაკში საქართველოს თერთმეტი რეგიონის 100 წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ბანაკის განმავლობაში მონაწილეები სიქა- გამოცდილი ახალგაზრდული ლიდერების დახმარებით აქტიურად ჩაერთვებიან საბანაკე აქტივობებში, შეხვდებიან საინტერესო მოწვეულ სტუმრებს და სხვა.
სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი ეწყობა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH International. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში და ასევე საგაზაფხულო ბანაკის ორგანიზატორს.


Wednesday 21 May 2014

პროგრამის საბოლოო შემაჯამებელი რეგიონული ღონისძიება

19 მაისს რუსთავში სიქა-ს ორგანიზებით ჩატარდა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც დაესწრო ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტის პროგრამის პარტნიორის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები და მეურვეები, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მშობლები, ადგილობრივი მედია. შეხვედრაზე პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაციამ ქვემო ქართლის რეგიონში - სიქამ მიმოიხილა პროგრამის ოთხწლიანი მიღწევები; რეგიონში პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორმა ლიანა ღუღუნიშვილმა წარმოადგინა ფორუმის მუშაობის ანგარიში, წარმატებული კლუბების წევრებმა ისაუბრეს განხორციელებულ
პროექტებსა  და ინიციატივებზე, ბლოგერებმა დამსწრეებს გაუზიარეს ბლოგების კონკურსზე მიღწეული წარმატებები. ღონისძიების დასასრულს პროგრამის ხემძღვანელი ორგანიზაციის PH International-ის წარმომადგენელმა გამოაცხადა ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული ქვემო ქართლის სკოლები და მათ წარმომოადგენლებს გადასცა სერტიფიკატები.

ტექნიკის კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს შემდეგმა სკოლებმა:

რუსთავის #7 საჯარო სკოლა
საუკეთესო პაკეტი (პროექტორი, პროექტორის ეკრანი, ლეპტოპი, პრინტერი-ქსეროქსი-სკანერი, ვიდეო კამერა, ფოტოაპარატი და ფლეშ მეხსიერება:
  1. მარნეულის #5 საჯარო სკოლა 
  2. ბოლნისის #5 საჯარო სკოლა
  3. მარტყოფის #2 საჯარო სკოლა
  4. რუსთავის #1 საჯარო სკოლა
  5. რუსთავის #7 საჯარო სკოლა
კარგი პაკეტი (ლეპტოპი, პრინტერი-ქსეროქსი-სკანერი, ვიდეო კამერა, ფოტოაპარატი და ფლეშ მეხსიერება):
    მარნეულის #3 საჯარო სკოლა

    1. მარნეულის #3 საჯარო სკოლა
    2. წალკის #1 საჯარო სკოლა
    3. რუსთავის #4 საჯარო სკოლა

    Saturday 17 May 2014

    სესია ჯანსაღი ცხოვრების წესზე

    "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში 17 მაისს სიქა-ს ოფისში მოეწყო სესია ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების თემაზე. სესიას დაესწრნენ რუსთავის #4, #11, #12 და #13 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები. მოსწავლეები მიიღეს ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობის, აივ ინფექციის, ნარკომანიის და ნაადრევი ქორწინების შესახებ. გაიმართა დისკუსია აღნიშნული თემების ირგვლივ. შემდეგ მოეწყო ფილმის "სტიგმა" ჩვენება-განხილვა და შეხევდრის დასასრულს მოსწავლეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.
    სესიები ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესზე დაგეგმილია პროგრამის პარტნიორი გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის და რუსთავის სკოლების მოსწავლეებისთვის, რომელიც ჩატარდება მაის-ივნისში.

    Wednesday 14 May 2014

    სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის თავჯდომარე ნინო ბესელია ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

    13 მაისს სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის თავჯდომარე ნინო ბესელია სტუმრობდა. -ნმა ნინომ საინტერესო ვორკშოპი ჩაატარა აქტიური მოქალაქობისა და სამოქალაქო ჩართულობის თემაზე. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, მოსწავლეებისა და პედაგოგების აქტიური ჩართულობით. მოწვეული სტუმარი მოხიბლული დარჩა მოსწავლეთა გამოცდილებითა და მოქალაქეობრივი უნარ-ჩვევებით.

    საგაზაფხული ბანაკს ადამიანის უფლებათა დამცველი თამარ გურჩიანი სტუმრობდა

    12 მაისს სიქას მიერ ორგანიზებულ სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკს ადამიანის უფლებათა დამცველი თამარ გურჩიანი სტუმრობდა. სტუმარმა მიმოიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის - თუ რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში; ადამიანის უფლებების ცნების წარმოშობისა და განვითარების ისტორია, ადამიანები, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ ამ სფეროს განვითარებაში. მონაწილეებმა მოწვეულ სტუმარს დაუსვეს კითხვები საქართველოს რეალობაში ადამიანის უფლებების დაცვით კუთხით აქტუალურ თემებზე.

    Saturday 10 May 2014

    სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკს ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი ესტუმრა

    10 მაისს სიქა- მიერ ორგანიზებულ სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკს ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი ესტუმრა. სტუმართან საინტერესო დიალოგი წარიმართა, ბანაკის მონაწილეებმა და მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრეს მრავალ აქტუალურ საკითხზე, მოქალაქეობრივ პოზიციაზე, ფასეულობებზე, დემოკრატიაზე... 
    -მიხარია, რომ ასეთი კარგად მოაზროვნე და აქტიური ახალგაზრდა თაობა იზრდება. ბანაკი კარგი შანსია სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებისათვის გაეცნონ საქართველოს სხვა მხარეების ახალგაზრდების საქმიანობას, მიიღონ ცოდნა და განივითარონ საჭირო უნარ-ჩვევები. - გვითხრა შეხვედრის დასასრულს -მა ნინომ.

    სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის მეორე ნაკადი დაიწყო

    9 მაისს სიქა- სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის მეორე ნაკადი დაიწყო. ბანაკი წყალტუბოში იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს 11 რეგიონის წარმომადგნელები. 5 დღის განმავლობაში საქართველოს რეგიონის წარმომადგენელ 90 მოსწავლესა და 11 პედაგოგს ბანაკის გუნდი საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. ბანაკი ხორციელდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს PH International.

    Friday 2 May 2014

    სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის პირველი ნაკადი დასრულდა

    1 მაისს წარმატებით დასრულდა სიქა- მიერ ორგანიზებული სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის პირველი ნაკადი. ბანაკში მონაწილე საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელმა მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა სახალისო საბანაკე ცხოვრებასთან შერწყმული ტრენინგებისა და საინტერესო მოწვეულ სტუმრებთან დისკუსიების ფონზე შექმნეს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების მოგვარებაზე გათვლილი პროექტები. მაისის თვეში ბანაკის კიდევ ორი ნაკადი იგეგმება. სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც USAID -ის დაფინანსებით PH International -ის მიერ ხორციელდება.

    ქვემო ქართლის რეგიონის მოსწავლეების წარმატება ბლოგების კონკურსზე

    "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში 2014 წლის მარტი-აპრილში მიმდინარეობდა კონკურსი "სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისათვის". ბლოგების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 7 სხვადასხვა თემატურ ნომინაციაში დარეგისტრირდა 200-ამდე მოსწავლე საქართველოს 11 რეგიონიდან, აქედან 20 ქვემო ქართილდან. 
    კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა სულ 32 გამარჯვებული მოსწავლე, მათ შორის 10 ქვემო ქართლიდანაა. ესენი არიან:

    ნომინაცია: ახალგაზრდა განმანათლებელი
    მეორე ადგილი: 
    თინათინ კობერიძე - მარნეულის #5 საჯარო სკოლა http://koberidzetiko.wordpress.com/
    ანა მახნიაშვილი - კაზრეთის #1 საჯარო სკოლა http://anamakhniashvili.wordpress.com/
    მესამე ადგილი:  
    ნიკა მჭედლიშვილი - რუსთავის #21 საჯარო სკოლა http://geografian.wordpress.com/ 

    ნომინაცია: ახალგაზრდა ომბუდსმენი
    მესამე ადგილი:
    ელენე აბესაძე - მარნეულის #5 საჯარო სკოლა http://eleneabesadze.wordpress.com/ 

    ნომინაცია: ბუნების დამცველი 
    მეორე ადგილი:
    ნინო ქველაძე -მარნეულის #5 საჯარო სკოლა http://ninikoqveladze.wordpress.com
    მესამე ადგილი:
    სოსო კაიშაური - რუსთავის #15 საჯარო სკოლა http://bunebisdamcveli1.blogspot.com/ 

    ნომინაცია: ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი 
    მეორე ადგილი:
    თამაზ სირაბიძე - კაზრეთის #1 საჯარო სკოლა http://cxovrebiswesi.wordpress.com/

    ნომინაცია: მოქალაქე ჟურნალისტი
    მეორე ადგილი:
    თამარ გელოვანი - რუსთავის #26 საჯარო სკოლა http://youngjournalisttata.wordpress.com/

    ნომინაცია: სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი
    მეორე ადგილი:
    ანი კორინთელი - რუსთავის #20 საჯარო სკოლა http://20sclub.wordpress.com/ 
    მესამე ადგილი:
     თაკო იოსელიანი - რუსთავის #17 საჯარო სკოლა http://club-temida.blogspot.com/ 

    ყველა გამარჯვებულს ვულოცავთ!!!
    კონკურსის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ 

    Wednesday 30 April 2014

    სამოქალაქო განათლების ახალგაზრდული ბანაკს ალუდა გოგლიჩიძე ესტუმრა

    29 აპრილს სამოქალაქო განათლების ბანაკს პროგრამის ფარგლებში მომზადებული სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი ალუდა გოგლიჩიძე სტუმრობდა. -მა ალუდამ ისაუბრა მოსწავლეთა თვითმმართველობის როლზე სასკოლო ცხოვრებაში, არაფორმალური განათლების გავლენის შესახებ ახალგაზრდებში სხვადასხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარების კუთხით, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, შავი ზღვის აუზის ახალგაზრდული ცენტრის შექმნის თემაზემოწვეული სტუმრის საუბარი ძალიან საინტერესო და ინფორმაციული გამოდგა ახალგაზრდებისათვის.

    ბატონი ალუდაც კმაყოფილი დარჩა შეხვედრით

    "დიდი მადლობა ყველაფრისათვის, კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს ძალიან სასარგებლო საქმეშიძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრით. ასეთი გონივრული კითხვები ამდენი ერთად მე მგონი არც მახსენდება" - განაცხადა მან შეხვედრის უკუკავშირისას. ფოტოები

    სიქა-ს პოლონელი მოხალისეების ვორკშოპი ბანაკის მონაწილეებისთვის

    29 აპრილს სიქა პოლონელმა მოხალისეებმა ეველინა კუბიცამ და მათეუშ რუტამ სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის მონაწილეებისათვის  ვორკშოპი მოაწყვეს, რომელზეც ბანაკის მონაწილეებმა შეისწავლეს პოლონური ნაციონალური ცეკვები. ბანაკის მონაწილეთა შორის ძალიან მაღალი იყო პოლონელი ახალგაზრდების მიერ შეთავაზებული აქტივობით დაინტერესება . იხილეთ ფოტოები 

    Sunday 27 April 2014

    სტუმრები სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკში

    27 აპრილს სიქა- მიერ ორგანიზებულ "სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკს" სტუმრობდნენ PH International-ის პიარ მენეჯერი მანანა ყუბანეიშვილი და ორგანიზაციაანიკასდირექტორი ირინა ინასარიძე. -მა მანანამ ისაუბრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზე, სამოქალაქო კლუბების აქტივობებზე, სამომავლო გეგმებზე. -ნი ირინას ორგანიზაცია შშ პირების პრობლემების მოგვარების ხელშეწყობაზე მუშაობს, საუბრის თემაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თვითრეალიზებისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა გახლდათ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სასკოლო სამოქალაქო კლუბების ლიდერებმა გაუზიარესანიკასწარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება და მათგან მიიღეს კონკრეტული რჩევები, თუ როგორ შეიძლება დაეხმარონ სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს
    მოწვეული სტუმრები სამოქალაქო განათლების საგზაფხულო ბანაკის პროგრამის ნაწილია, 28 და 29 მაისს ბანაკის მონაწილეებს კიდევ ელით შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან.