Tuesday 30 April 2013

ახალგაზრდულ ფორუმზე შემუშავებულ ინიციატივებთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა თეთრიწყაროს #2 საჯარო სკოლაში

29 აპრილს თეთრიწყაროს #2 საჯარო სკოლაში შედგა სამოქალაქო კლუბების წევრთა სამუშაო შეხვედრა. თეთრიწყაროს #1, #2, ასურეთის, კოდის, მანგლისის #1 და დმანისის #3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა განიხილეს მარნეულის ახალგაზრდულ ფორუმზე მათ მიერ ჯგუფში შემუშავებული ინიციატივა, რომელიც თემში გარემოს დაცვას ეხებოდა. მთავარი პრობლემა, რომელიც თეთრიწყაროს, ასურეთისა და კოდას აწუხებს, ესაა ნაგვის ურნების არასაკმარისი რაოდენობა თემში, რაც იწვევს მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო ნაგვის დაყრას თემის ტერიტორიაზე. შესაბამისად ნაგვიანდება თემის ტერიტორია და მდინარის ხევი, ქარიან ამინდში დგას ნაგვის სუნი. სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს წერილით მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას ამ პრობლემის მოგვარების თაობაზე, კერძოდ, დამატებულ იქნას ნაგვის ურნები და ორგანიზებულ იქნას საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროულად გატანა. ჯგუფის წევრმა ლევან აფცაურმა ითავა მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეხვედრის დაგეგმვა, რომელზეც საინიციატივო ჯგუფი და სიქა-ს წარმომადგენლები უკვე კონკრეტულ წინადადებით მივლენ.
დმანისის #3 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს სურთ დმანისის პატარა სკვერში კეთილმოაწყონ საბავშვო მოედანი. დღეისათვის ეს სკვერი ნაგავსაყრელად არის ქცეული. დმანისელმა მოსწავლეებმა წერილობით უკვე მიმართეს დმანისის გამგებელს, რომ ნებართვა მისცეს მათ ამ სკვერის კეთილმოწყობისთვის. მოსწავლეებს დაგეგმილი აქვთ სპონსორის მოძიება სკვერში სკამების განახლებისათვის, და თემთან ერთად სკვერის დასუფთავების ორგანიზება. 
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა ახალგაზრდული ფორუმის 14 მონაწილე დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან და სიქას წარმომადგენლები. 
ახალგაზრდული ფორუმი მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ქვემო ქართლში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა  სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.


Monday 29 April 2013

ახალგაზრდული ფორუმის მეორე ეტაპი რუსთავში

2013 წლის 27 აპრილს რუსთავის დემოკრატიულ ცენტრში სიქა-ს ორგანიზებით ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმის მეორე ეტაპი. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა. ფორუმის მიზანი იყო, მოსწავლეებს გამოეკვლიათ თემის ადგილობრივი საჭიროებები, მოეძებნათ პრობლემის გადაჭრის გზები, შეემუშავებინათ რეკომენდაციები და ეთანამშრომლათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ფორუმს 40 სკოლის 70 წარმომადგენელი ესწრებოდა.
ფორუმზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფების მიერ შემუშავებულ იქნა 5 პროექტი თემებზე : გარემოს დაცვა, უსაფრთხო გზა,ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სპორტი - ჯანსაღი ცხოვრების წესი, ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზება.  ფორუმზე  მოწვეული იყვნენ სტუმრები : ნინო ბასილაშვილი - ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ლეილა აფციაური - რუსთავის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, წევრი, ეკატერინე ფავლენიშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის ხელ-ლი, გვანცა მაღლაკელიძე - კომპანია "ჯეობიტის" PR-მენეჯერი, კახა ფაშურიშვილი - ბარ "ბიზარის" მენეჯერი, რომლებსაც საინიციატივო ჯგუფებმა წარუდგინეს თავიანთი პროექტები.
სტუმრებმა ყურადღებით მოუსმინეს მოსწავლეებს, შეკითხვებიც დაუსვეს და ბოლოს თავიანთი დამოკიდებულება დააფიქსირეს თითოეულიპროექტის მიმართ. ფორუმის შედეგად გამოიკვეთა ის პროექტები, რაზეც ითანამშრომლებენ ახალგაზრდები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

Saturday 27 April 2013

PH International-მა პროგრამის ფარგლებში მორიგი ბლოგების კონკურსი გამოაცხადა

PH International-მა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მორიგი ბლოგების კონკურსი "სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისათვის -2013" გამოაცხადა პროგრამის პარტნიორი სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის პირობები და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე http://civics.ge/index.php?m=839
მიიღეთ მონაწილეობა და გაიმარჯვეთ!

ახალგაზრდული ფორუმის პირველი ეტაპი მარნეულში


2013 წლის 25 აპრილს , სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმის პირველი ეტაპი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მარნეულის, ბოლნისის, წალკის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების სამიზნე სკოლების 78 -მა მოსწავლემ და პედაგოგმა. მონაწილეთა შორის 40 ფორუმის დელეგატი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი გახლდათ (20 აზერბაიჯანელი, 1 ბერძენი და 19 სომეხი ეროვნებისა).
ფორუმის მიზანი იყო მუნიციპალიტეტების მიხედვით თემში არსებული  ყველაზე  აქტუალური პრობლემების გამოვლენა, პრობლემების  მოგვარების გზებზე მუშაობა და სხვადასხვა სტრუქტურებიდან და გადაწყვეტილების მიმღებ პირთაგან მხარდაჭერის მოპოვება. ხუთმა სამუშაო ჯგუფმა სხვადასხვა სფეროში გამოავლინა თემში არსებული საჭიროებები, ფორუმის განმავლობაშ დაიწერა 5 პროექტი გარემოს დაცვის, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის, ძალადობის, საგზაო ინფრასტრუქტურისა , ახალგაზრდების თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით. ფორუმს ეწვივნენ  ქვემო ქართლის სამხარეო   ადმინისტრაციის, ბიზნესისა და ადგილობრივი არასამთავრობო სტრუქტურების წარმოამდგენლები, რომლებმაც მოიწონეს და მხარი დაუჭირეს ახალგაზრდების ინიციატივებს.  ფორუმის დელეგატებმა შეიმუშავეს ინიციატივების განხორციელებისათვის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რათა მაისი თვეში შეძლონ წარმატებით განახორციელონ საპროექტო ინიციატივები.
სიქა ქვემო ქართლის რეგიონში ახალაგაზრდული ფორუმის მეორე ეტაპს 27 აპრილს გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სამიზნე სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.

Monday 15 April 2013

ვიქტორინა სკოლის მოსწავლეებისთვის "ეთნოსები და რელიგიები საქართველოში"

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ატარებს ვიქტორინას სახელწოდებით "ეთნოსები და რელიგიები საქართველოში". ვიქტორინის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა, უფროსკლასელთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება და ტოლერანტობის ცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული ენციკლოპედიების - "რელიგიები საქართველოში" და  "ეთნოსები საქართველოში" - პოპულარიზაცია. ტოლერანტობის ცენტრმა გამოთქვა სურვილი ითანამშრომლოს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამასთან" და მათ მიერ ორგანიზებულ ვიქტორინაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ პროგრამის პარტნიორი სკოლების სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს თბილისის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებიდან. მსგავსი სახის ვიქტორინა შარშან მხოლოდ თბილისის მასშტაბით ჩატარდა, რომლის გამარჯვებულმა გუნდმა მოიგო KINDLE -ელექტრონული წიგნების საკითხავი და გარდა ამისა ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი.
წელს ვიქტორინაში მონაწილეობას მიიღებს 10 კლუბი. ქვემო ქართლის რეგიონიდან შეირჩა 3 კლუბი: რუსთავის #15, გარდაბნის #1 და მარნეულის #5 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბები. 
15 აპრილს სიქა-ს ოფისში შედგა საინფორმაციო შეხვედრა ვიქტორინის ორგანიზატორებსა და მონაწილე კლუბებს შორის. ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელმა ქ-ნმა ნინო ცინცაძემ კლუბის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ვიქტორინის შესახებ, მის მიზანზე, გააცნო ჩატარების სქემა და შეფასების პროცედურა. ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა უპასუხა პედაგოგებისა და მოსწავლეების შეკითხვებს. ვიქტორინის ყოველ მონაწილეს დაურიგდა კომპაქტ დისკების კრებული - "ეთნოსები საქართველოში" და "რელიგიები საქართველოში", რომლის მიხედვით იქნება შერჩეული ვიქტორინის კითხვები. 
აპრილის ბოლოს შედგება მეორე საინფორმაციო შეხვედრა, ხოლო მაისში ქ.თბილისში ჩატარდება ვიქტორინა.
ქვემო ქართლის კლუბებს ვუსურვებთ ვიქტორინაში გამარჯვებას!

ტრენინგი "ინფექციური დაავადებების გადამდები გზები და პრევენცია"

12 აპრილს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ინფექციური დაავადებების გზები და მისი პრევენცია". ტრენინგი მოეწყო პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია ორგანიზებით, რომელსაც დაესწრო მარნეულის #5, #6 და კუმისის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები და მეურვეები, სულ 30 მონაწილე. ტრენინგს უძღვებოდნენ ორგანიზაცია "ინდიგოს" წარმომადგენლები - ნაია იობაშვილი და თამარ დემეტრაშვილი. თავდაპირველად ტრენერებმა ვრცლად ისაუბრეს ინფექციურ დაავადებებზე, მათ წარმოშობის გზებზე და თუ რა ზიანს აყენებენ ეს დაავადებები ადამიანის ორგანიზმს. მოსწავლეებისთვის წარმოდგენილ პრეზენტაციაში უფრო ნათლად იყო წარმოჩენილი ეს პროცესი. შემდეგ ტრენერემა ისაუბრეს ინფექციური დაავადებების პრევენციაზე.
ტრენინგის დასაწყისში და დასრულებისას ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ტრენინგის მონაწილეებმა ყურადღებით მოუსმინეს გამომსვლელებს და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს აღნიშნულ თემაზე.
ტრენინგის დასასრულს "ინდიგოს" წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს მოსწავლეთა და პედაგოგთა საინტერესო შეკითხვებს.
მსგავს შემეცნებითი სახის ტრენინგებს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში სიქა კვლავ შესთავაზებს პროგრამის სამიზნე სკოლებს.

Wednesday 10 April 2013

ტრენინგი "გენდერული თანასწორობა" აღმამედლოს საჯარო სკოლაში


02.04.2013წ. აღმამედლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბში მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში ჩატარდა  ტრენინგი თემაზე ,,გენდერული თანასწორობა".
ტრენინგი ჩაატარა მოწვეულმა ტრენერმა ქრისტინე სალუქვაძემ. ტრენინგს ესწრებოდნენ: სამოქალაქო კლუბის წევრები, მაღალი კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები, თემის წარმომადგენლები, ასევე 3 მოსწავლე სოფ. შულავერის სკოლიდან.  ტრენინგი შედგებოდა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან. პრაქტიკულ ნაწილში მოსწავლეებმა  შეასრულეს თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა   ჯგუფური აქტივობები.  ტრენინგმა დიდი მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი მსგავსი ტრენინგების გაგრძელების შესახებ.

Sunday 7 April 2013

ტექნიკის კონკურსი სასკოლო სამოქალაქო კლუბებისათვის

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია PH International აცხადებს ტექნიკის კონკურსს სასკოლო სამოქალაქო კლუბებისათვის. კლუბების მიერ განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 24 აპრილი. კონკურსი იქნება 2 სხვადასხვა კატეგორიის კლუბებისთვის:

  1. იმ კლუბებისთვის,რომლებმაც  2012 წელს ვერ გაიმარჯვეს ტექნიკის კონკურსში და არ მიუღიათ ჯილდოდ დაწესებული ტექნიკა (ინფორმაცია კონკურსის შესახებ, განაცხადის ფორმა) ; 
  2. დამატებითი ტექნიკის კონკურსი იმ კლუბებისათვის, ვინც 2012 წლის კონკურსში გამარჯვების შედეგად მოიპოვეს ტექნიკის საბაზო ან საშუალო კომპლექტი (მაგრამ არა სრული კომპლექტი. ქვემო ქართლის რეგიონში სრული კომპლექტი მოპოვებული აქვს  რუსთავის #15 საჯარო სკოლას). ასეთი კლუბების მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით და მათ მიერ 2012 წლის 1 ივნისიდან დღემდე მიღწეული წარმატებული შედეგების საფუძველზე შესაძლებელია კონკურსში გამარჯვებულმა კლუბებმა მიიღონ 1 ან 2 დასახელების ისეთი ტექნიკა, რომელიც მათ არ მიუღიათ 2012 წელს. ( ქვემო ქართლის რეგიონში ასეთი სკოლებია კაზრეთის #1, რუსთავის #20, ბარეთის საჯარო სკოლები). განაცხადის ფორმა
განაცხადის წარდგენა ხდება ერთ-ერთი გზით:
ა) ელ.ფოსტით პირდაპირ PH International-ის ოფისში მისამართზე tea.mshvenieradze@ph-int.org  განაცხადი წარდგენილი უნდა კონკურსის მოთხოვნების შესაბამისად.
ან
ბ) ელ.ფოსტით მისამართზე civic.siqa@gmail.com ან ამობეჭდილი სახით სიქა-ს ოფისში.  

ინფორმაცია კონკურსის შესახებ ასევე განთავსებულია პროგრამის პორტალზე http://civics.ge/

გისურვებთ წარმატებებს!

Monday 1 April 2013

სიქა აცხადებს აპრილის კონკურსებს

"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში სიქა აცხადებს 2 კონკურსს:

1. "აქტიური ბლოგი" -  ბლოგის თემატიკა: სამოქალაქო კლუბი, მოხალისეობა, აქტიური მოქალაქეობა, თანამშრომლობა თვითმმართველობასთან, აქტიური მოსწავლეთა თვითმმართველობა, ჯანსაღი ცხოვრება, ინტეგრაცია-ტოლერანტობა, გარემოს დაცვა, ადვოკატირება ან სამოქალაქო განათლების სხვა თემატიკა. ბლოგზე აუცილებლად უნდა განთავსდეს ინფორმაცია პროგრამისა (PH International, USAID, სიქა) და  ბლოგის ავტორის შესახებ. მონაწილეობა შეუძლია პროგრამის სამიზნე სკოლების მოსწავლეებს 9-12 კლასებიდან.
ბლოგის შეფასების კრიტერიუმები:

  • არჩეულ თემასთან შესაბამისობა;
  • პოსტები სხვადასხვა თემატიკაზე (ერთი თემის რამოდენიმე პოსტი ჩაითვლება 1 პოსტად). 1 თემატური პოსტი -2 ქულა, შესაბამისი სურათი -1 ქულა, ვიდეო - 3 ქულა(თუ ბლოგის ავტორის დამზადებულია, ტიტრებში მითითებით), 1 ქულა (სხვა ავტორის ვიდეო გაზიარებული ბლოგზე).
  • გამოხმაურება მკითხველის მხრიდან (შინაარსიანი კომენტარები). თითო კომენტარი -1 ქულა.
  • დაითვლება მხოლოდ 2013 წლის აპრილში გამოქვეყნებული პოსტები.
კონკურსი გაგრძელდება 30 აპრილის ჩათვლით. 2 მაისს გამოცხადდება გამარჯვებული ბლოგერი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ახლადშექმნილ კლუბებსაც..

2. "ვიდეო კონკურსი სამოქალაქო კლუბებისთვის" - კონკურსში მონაწილე სამოქალაქო კლუბებმა უნდა წარმოადგინონ სხვადასხვა ტიპის ვიდეოები: გამოკითხვა, ინტერვიუ, სიუჟეტი, ვიდეორგოლი. ვიდეოს თემატიკა: სამოქალაქო კლუბი, მოხალისეობა, აქტიური მოქალაქეობა, თანამშრომლობა თვითმმართველობასთან, აქტიური მოსწავლეთა თვითმმართველობა, ჯანსაღი ცხოვრება, ინტეგრაცია-ტოლერანტობა, გარემოს დაცვა, ადვოკატირება ან სამოქალაქო განათლების სხვა თემატიკა. ვიდეოში აუცილებლად უნდა ჩანდეს ინფორმაცია "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" შესახებ (PH International, USAID, სიქა). ასევე სამოქალაქო კლუბის შესახებაც. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროგრამის სამიზნე სკოლებს ქვემო ქართლის რეგიონში.  გაიმარჯვებს კლუბი, რომელიც ყველაზე მეტ და სხვადასხვა თემატიკის ვიდეოს დააგროვებს. ვიდეოები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2013 წლის აპრილში, უმჯობესია Youtube-ს პორტალზე. ვიდეოს ლინკი უნდა სიქა-ს უნდა მიაწოდონ ელ.ფოსტაზე  civic.siqa@gmail.com 
კონკურსი გაგრძელდება 30 აპრილის ჩათვლით. 2 მაისს გამოცხადდება გამარჯვებული სამოქალაქო კლუბი.

აღმამედლოს საჯარო სკოლის აქცია

აღმამედლოს საჯარო სკოლა საგრანტო პროექტის "აქტიური მოსწავლე - წარმატებული მოქალაქე" მიხედვით დაგეგმილ ღონისძიებებს თანმიმდევრულად ახორციელებს.
28 მარტს აღმამედლოს სამოქალაქო კლუბმა "აქტიურები" მოაწყვეს აქცია "ჩვენ აქტიური მოქალაქეეები ვართ" , რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც კლუბის წევრები, ისე სკოლის მოსწავლეები. სოფლის ქუჩებში მოეწყო მსვლელობა მოსწავლეთა მიერ შექმნილი ორენოვანი პოსტერებით. აქციას ესწრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი ქ-ნი ფლორა აივაზოვაც.  მომდევნო კვირას სკოლის ფოიეში მოეწყობა ამ პოსტერების გამოფენა.