Thursday 27 February 2014

ონლაინ კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან

27 თებერვალს თბილისში აირექსის განათლების მულტიმედიურ ცენტრში მოეწყო ონლაინ კონფერენცია, რომლის სტუმარი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. კონფერენციას რეგიონების სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები პროგრამის პარტნიორი ადგილობრივი ორგანიზაციების ოფისიდან ადევნებდნენ  თვალს. სკაიპის მეშვეობით ხდებოდა კითხვების მიწოდება.
სიქას ოფისიდან ონლაინ კონფერენციაში ჩაერთვნენ რუსთავის #2, #4, #17 და #23 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები. კონფერენციის დასაწყისში ქ-ნმა ლიამ ისაუბრა მოსწავლეთა მონაწილეობის შესახებ დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში, მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი ხედვა, თუ როგორ შეუძლიათ მათ მონაწილეობის მიღება სკოლაში თუ სკოლის გარეთ არსებული პრობლემების მოგვარებაში. შემდეგ კონფერენცია გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟმში. ახალგაზრდებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, როგორიცაა მე-12 კლასის საკითხი, გამოცდები სკოლებში, სამოქალაქო კლუბების მომავალი და სხვა. მოსწავლეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ონლაინ კონფერენციის შესახებ და მსგავს შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
კონფერენცია მოეწყო PH International-ის ორგანიზებით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ფარგლებში. 

Monday 24 February 2014

ტრენინგი გენდერულ თანასწორობაზე ქესალოს საჯარო სკოლაში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სიქა-ს ევროპელ მოხალისეებმა 24 თებერვალს, ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „გენდერული თანასწორობა“.  ტრენინგი ჩატარდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლაში და დაესწრო ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბის 37 წევრი.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეები გაცნობოდნენ უფრო დეტალურ ინფორმაციას გენდერულ თანასწორობის შესახებ.  ტრენინგი მიმდინარეობდა ინტერაქტიულად კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეებმა ნახეს უცხოელი მოხალისეების მიერ მომზადებული პრეზენტაცია, სადაც მოყვანილი იყო საქართველოში გენდერული თანასწორობა-უთანასწორობის მაგალითები.
ტრენინგი მიმდინარეობდა თარგმანით ინგლისურიდან ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე.

შეხვედრამ დიდი მოწონება დაიმსახურა აზერბაიჯანელი მოსწავლეებისგან, რომლებმაც აიმაღლეს ცოდნა გენდერული თანასწორობის მიმართულებით.

გამოცხადდა ბლოგების კონკურსი "სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისათვის" - გაზაფხული 2014

გამოცხადდა ბლოგების კონკურსი "სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისათვის" - გაზაფხული 2014

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ჯერ არ მოუპოვებიათ გამარჯვება პროგრამის ბლოგების კონკურსში. 
ერთ კონკურსანტს შეუძლია კონკურსის მაქსიმუმ 2 სხვადასხვა ნომინაციაში მონაწილეობა;
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2014 წლის 25 მარტამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2014 წლის აპრილის ბოლოს. თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გამარჯვებულები და დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებით. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულ ბლოგს ჰყავს ერთზე მეტი ავტორი, მაშინ 1 პრიზი გადაეცემა ავტორთა ჯგუფს. 

კონკურსის ნომინაციები:
1. ახალგაზრდა ომბუდსმენი 
2. ახალგაზრდა მოხალისე
3. ახალგაზრდა განმანათლებელი
4. ბუნების დამცველი
5. მოქალაქე ჟურნალისტი
6. ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი
7. სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ http://civics.ge/index.php?m=839

შეხვედრა იურისტ თამარ გურჩიანთან

21 თებერვალს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიქა-ს ორგანიზებით შედგა სამოქალაქო კლუბების წევრების შეხვედრა იურისტ თამარ გურჩიანთან, რომელიც წარდგენილი იყო საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე და გამოირჩევა აქტიური მოქალაქეობით. მან ახალგაზრდებს გაუზიარა თავისი გამოცდილება და საინტერესო დისკუსიაც გაიმართა. სამოქალაქო კლუბის წევრებში დიდი დაინტერესება გამოიწვია მისმა საქმიანობამ, იყო კითხვები ქართულ-რუსული კონფლიქტის შესახებ.
თამარ გურჩიანმა არგუმენტებითა და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე არაერთხელ გააჟღერა  მთავარი გზავნილი, რომ ყველა სფეროში წარმატება მოდის მხოლოდ და მხოლოდ ბევრი შრომის და სწავლის შედეგად. ახალგაზრდები დიდი ინტერესით უსმენდნენ მოწვეულ სტუმარს.

შეხვედრას  დაესწრო რუსთავის #1, #2, #9, #11, #12, #17 და #23 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების 20 წევრი. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სიქა კვლავ განაგრძობს საინტერესო სტუმრების მოწვევას ახალგაზრდებისთვის.

Saturday 22 February 2014

ტრენინგი "როგორ გადავიღოთ ვიდეო"


21 თებერვალს სიქას ოფისში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სოც. მედიის ტრენინგი თემაზე "როგორ გადავიღოთ ვიდეო". ტრენინგს უძღვებოდნენ წარმატებული ბლოგერები, ბლოგერების კონკურსში გამარჯვებული ქეთი შოშიაშვილი და ქეთი ეპიტაშვილი. ტრენინგს ესწრებოდნენ რუსთავის #1, #4, #15 და #17 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები. ქეთი შოშიაშვილმა თანატოლებს გაუზიარა სოც.მედიის ბანაკში მიღებული გამოცდილება. მოსწავლეებმა ისწავლეს ვიდეოკამერით მუშაობა, კადრების სწორად შერჩევა ვიდეოს გადაღების პროცესში, თუ როგორ მოახდინონ ვიდეოს დისტრიბუცია და ასევე გაეცვნენ ვიდეო ადვოკატირებით პრობლემის მოგვარების გზებს.

ტრენინგის მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებაც და მათ 4 კადრში გადმოსცეს სხვადასხვა თემა თუ პრობლემა.
ტრენინგი საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 
სიქა მომავალშიც გეგმავს სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის ტრენინგების ორგანიზებას.

სასკოლო სამოქალაქო კლუბების გამოფენა და შეხვედრა მედიასთან


სიქა-ს გუნდმა რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებთან ერთად მონაწილეობა მიღო 2014 წლის 20 თებერვალს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ სასკოლო სამოქალაქო კლუბების გამოფენაში, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ მედიის წარმომადგენლები. 
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტების ამსახველი ფოტო გამოფენა. მოსწავლეეებმა ჟურნალისტებს თავად გააცნეს საზოგადოების სასარგებლოდ მათ მიერ განხორციელებული პროექტები და ინიციატივები. რუსთავის გუნდმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა სიქა-ს მიერ ორგანიზებული სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში შემუშავებული და განხორციელებული წარმატებული პროექტი "უსაფრთხო წრიული", რომლის ფარგლებში ქ. რუსთავში, მე12 მკრ-თან მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩების გადაკვეთაზე მოწესრიგდა საგზაო მოძრაობა - დაიხაზა ორი ზებრა გადასასვლელი, წრიული და დაიდგა 9 საგზაო ნიშანი.

Thursday 20 February 2014

სტაჟირების პროგრამა გრძელდება

„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში“  სიქას ორგანიზებით მარნეულისა და რუსთავის იუსტიციის სახლებში გრძელდება მოსწავლეთა სტაჟირება. ამ ეტაპზე 4 მოსწავლე იმაღლებს კომპეტენციებს იუსტიციის სახლში სტაჟირებისას. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია კიდევ 5 მოსწავლის სტაჟირება.
ამ ეტაპზე სტაჟირებას გადიან: რუსთავში #20 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები: ხატია შატბერაშვილი და ნათია ხვედელიძე,  ხოლო მარნეულში - მარნეულის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები: ანა ჭკადუა და დეა ხერგიანი.

სტაჟირების პროგრამაში შეუძლია ჩაერთოს სასკოლო სამოქალაქო კლუბის ნებისმიერ წევრს. 

ვიზიტი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში

19 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში შედგა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მორიგი საინტერესო და ინფორმაციული ვიზიტი ინტელექტუალური საკუთრების  ეროვნულ ცენტრში, „საქპატენტში“, სადაც ხდება ყველანაირი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა-რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგ: გამოგონებების, საავტორო უფლებების, ბრენდების სახელების და ა.შ.
ცენტში გიდობა გაწია სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსმა  გიორგი  ქურდიანმა, რომელიც  ვიზიტორებს ესაუბრა ქართული გამოგონებების ბრენდების სახელების (ღვინოების, მინერალური წყლების და  სხვა) რეგისტრაციის და საავტორო უფლებების შესახებ. ბატონმა გიორგიმ ვიზიტორებს დაათვალიერებინა ცენტრში არსებული ბიბლიოთეკა, მარანი და სტუმრების მისაღები სივრცე.
ცენტრის თავმჯდომარემ ბატონმა  ირაკლი ღვალაძემ დეტალურად გააცნო მონაწილეებს საქპატენტის მუშაობის სპეციფიკა და მიმართულებები.
ვიზიტის ბოლოს ცენტრის თანამშრომლები მონაწილეებს გაუმასპინძლდნენ ლანჩით.

ვიზიტორი სკოლები იყვნენ: ბოლნისის #1 და #5, კაზრეთის #1 და #2  და რატევანის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბები, რომლებიც კარგი შთაბეჭდილებებით  დაბრუნდნენ რაიონში.

სოც.მედიის ტრენინგები რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის

14 და 19 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო სოც.მედიის ტრენინგები რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის, რომელზეც მოსწავლეები გაეცვნენ ვიდეოს დამუშავებას პროგრამა Movie Maker-ში და ვიდეოს ატვირთვას პორტალზე Youtube. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ კლუბის აქტივობების გაშუქებისას.
ტრენინგის დასასრულს სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებს გადაეცათ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია PH International-ის მიერ გამოცემული აქტიური მოქალაქის სახელმძღვანელო  "ვიდეო ადვოკატირება".
ტრენინგს დაესწრო რუსთავის #1, #2, #9, #17,#20, #21 და #26 საჯარო სკოლების 12 მონაწილე.

Monday 17 February 2014

სიქას წარმომადგენლების ვიზიტი ქესალოს საჯარო სკოლაში

17 თებერვალს სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის წარმომადგენლები შეხვდნენ ქესალოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებსა და პროექტში აქტიურად ჩართულ სხვა მონაწილეებს.  შეხვედრაზე  განიხილეს პროგრამის მცირე გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის შესახებ,  იმსჯელეს მოსალოდნელ შედეგებსა და პროექტის მიმდინარეობაზე.  მცირე გრტანტების კოორდინატორმა პასუხი გასცა პროექტში  ჩართულ ყველა მონაწილის კითხვებს. შეხვედრის ბოლოს სკოლას გადაეცა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამოცემული სამოქალაქო განათლების თემატიკის მასწავლებლისა და მოსწავლის წიგნები აზერბაიჯანულ ენაზე.

Thursday 13 February 2014

მარნეულის #3 საჯარო სკოლა ფრენბურთში გამარჯვებული გახდა

13 თებერვალს, სპორტულ კომპლექს „ათა-ჰოლდინგში“  მარნეულის მე-3 და მე-7 სკოლებს შორის   ფრენბურთის შეჯიბრი გაიმართა. თამაში პირველივე წუთებიდან მე-3 საჯარო სკოლის გუნდის „მერცხლების“ უპირატესობით წარიმართა და მათივე მოგებით დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს სამოქალაქო კლუბის „ნათელი მომავლის“ მიერ დაწესებული სიგელი გადაეცა.
შეგახსნებთ, რომ 12 თებერვალს მარნეულის მე-3 საჯარო სკოლაში ჩატარდა „მერცხლების“ კენჭისყრა ფრენბურთის ტურნირში მონაწილეთა შესარჩევად. მოსწავლეებთან შეხვედრას ორგანიზება  გაუწია ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ნათელმა მომავალმა.“ კლუბის წევრებმა  შეჯიბრის ორგანიზებისთვის ერთობლივად იმუშავეს. სპორტული აქტივობის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და მისი პოპულარიზაცია. შეხვედრა მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში. 
ნონა გედენიძე, მარიამ ცერცვაძე

ვიზიტი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში

12 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო თეთრიწყაროსა და რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ვიზიტი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. შეხვედრას გიდობა გაუწია სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის  ხელმძღვანელმა ქალბატონმა, ნატა სულთანიშვილმა. მოსწავლეები გაეცნენ სამინისტროს დეპატრამენტებს: დაცული ტერიტორიების სააგენტოს,   გარემოს ეროვნულ სააგენტოს,  სატყეო-საბაზისო სანერგე მეურნეობას, ეროვნულ სატყეო სააგენტოს.
ვიზიტის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს თითოეული დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიის შესახებ, გაეცნენ დეპარტამენტების ხელმძვანელ პირებს და უშუალოდ მათგან მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე: ხე-ტყის უკანონო მოჭრის, ნაგავსაყრელის, ნადირობა-თევზაობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ახალგაზრდებთან თანამშრომლობის სურვილი და მზაობა გამოთქვეს.
ვიზიტორი სკოლები იყვნენ: თეთრიწყაროს #1 და #2, კოდის, ასურეთის, რუსთავის #15 და #26 სამოქალაქო კლუბების წევრები, სულ 25 მონაწილე.
შეკითხვაზე, თუ რა ისწავლეს/მიიღეს ამ ვიზიტის შემდეგ, მონაწილეებმა შემდეგნაირად უპასუხეს:
- გავეცანი საინტერესო სიახლეებს/ კანონებს, რომლებიც ახლო მომავალში ამუშავდება - თამარ არჩვაძე, კოდის საჯარო სკოლა;
- გავიგე რა განსხვავებაა ნაკრძალს, ეროვნულ პარკებსა და აღკვეთილს შორის - ანა ვაზაგაშვილი, კოდის საჯარო სკოლა;
შემეცვალა აზრი სამინისტროს მუშაობის შესახებ, დავინახე რომ ბევრ ღონისძიებებს ატარებენ - ლევან აფციაური, თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლა.
აღნიშნული ვიზიტი მოეწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH International. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში'.

სიქა-ს წარმომადგენლების შეხვედრა მარნეულის #3 საჯარო სკოლის პედაგოგებთან

11 თებერვალს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის  წარმომადგენლები შეხვდნენ მარნეულის #3 სკოლის პედაგოგებს, რომლებიც თანამშრომლობენ სამოქალაქო კლუბთან "ნათელი მომავალი". შეხვედრაზე იმსჯელეს პროგრამის მცირე გრანტების ფარგლებში დაფინანსებული პროექტის შესახებ, ერთად განსაზღვრეს პროექტში დაგეგმილი აქტივობების ნიუანსები და განრიგი, იმსჯელეს პროექტის სპეციფიკასა და მოსალოდნელ შედეგებზე.  მცირე გრანტების კოორდინატორმა პროექტში ჩართულ პედაგოგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროგრამის მოთხოვნების შესახებ და უპასუხა მათ კითხვებს.  

Wednesday 12 February 2014

სამოქალაქო კლუბმა "აქტიურები" შეაჯამა კლუბის მუშაობა

11 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. აღმამედლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "აქტიურები" მოწვეული სტუმრების წინაშე კლუბის მუშაობის ამსახველი შემაჯამებელი ღონისძიებით წარსდგა. სამოქალაქო კლუბი სიქა-ს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების" ფარგლებში შეიქმნა და არსებობის 2 წლის განმავლობაში მრავალი საინტერესო აქტივობა განახორციელა. შეხვედრას სიქა-ს წარმომადგენლები და აღმამედლოს ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ. კლუბის წევრებმა კლუბის მეურვის ელისო პაპასქუას ლიდერობით საინტერესო პროექტი განახორციელეს სოფელში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების კუთხით. აღმამედლოს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელმა ქ-მა ფლორა აივაზოვამ მოიწონა ახალგაზრდების ინიციატივა და თანამშრომლობა აღუთქვა მათ სოფ. აღმამედლოს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების კუთხით.

Sunday 9 February 2014

კლუბ "ნათელი მომავლის" მიერ ორგანიზებული შეხვედრა სტუმართან

7 თებერვალს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მარნეულის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ნათელი მომავლის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, სადაც აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ქართული ენის ცოდნის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე  თსუ-ს  სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე ესაუბრა.
თავდაპირველად ლევან ლორთქიფანიძემ მოსწავლეებს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შესახებ დეტალურად მოუყვა და განაცხადა, რომ იგი იმ სასწავლებელს წარმოადგენს, რომელსაც ძალიან ბევრი საერთო აქვს აზერბაიჯანთან და აზერბაიჯანულ კულტურასთან.  მისი თქმით, აზერბაიჯანელებმა არამხოლოდ უნივერსიტეტის დაარსებაში მიიღეს მონაწილეობა, არამედ მათი ჩართულობით დაფუძნდა აზერბაიჯანის ენისა და კულტურის კათედრა, რომელიც დესაც არსებობს.
ლორთქიფანიძემ მოსწავლეებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სახელმწიფოთა შექმნის საფუძველი და მათი ჩამოყალიბების ისტორია გააცნო. მან კითხვით მიმართა მოსწავლეებს, თუ რა შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის ეთნოსების გამაერთიანებელი მთავარი ფასეულობა და რითი შეიძლება გახდეს თითოეული ჩვენგანისთვის მიმზიდველი ეს ენა. აუდიტორიამ სხვა ბევრ პასუხს შორის დაასახელა და გამოყო, მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა  ხალხებს შორის. ლორთქიფანიძის აზრით კი:
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გამაერთიანებელი მთავარი ფასეულობა შეიძლება გახდეს ქართული ენა და ქართულ ენაზე დაფუძნებული განათლება. ჩვენი სახელმწიფოს გამაერთიანებელი რკალია ქართული ენა, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევს ყველა ეროვნების, კულტურის წარმომადგენლებს. ენა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ შედარებით მაღალი ხარისხის ცოდნა,  გახდეთ ამ ქვეყნის მმართველები. ქართული ენით იწყებთ კავშირების დამყარებას მსოფლიოს მნიშვნელოვან ცოდნის ცენტრებთან.“
ლევან ლორთქიფანიძემ მოსწავლეებს წარმატებული ქართველი აზერბაიჯანელების ხუდია ბორჩალოელის, მირზა შაფის, მირზა ფათალი ახუნდოვის შესახებ მოუყვა და ურჩია მათ, კარგად გაეცნონ ამ ადამიანების მოღვაწეობას. შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში ორ ენაზე (ქართულ-აზერბაიჯანული) წარიმართა, რომელსაც 30 მოსწავლე დაესწრო. შეხვედრა მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში.
       

                                                                   ნონა გედენიძე

Friday 7 February 2014

რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრები ქალაქის მერს შეხვდნენ

7 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით ქ. რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები ქალაქის მერს დავით ჯიქიას შეხვდნენ. მოსწავლეებმა ქალაქის მერს გააცვნეს სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში შექმნილი პროექტი, რომელიც რუსთავის ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთზე დაიდგმება საგზაო ნიშნები, მოეწყობა "წრიული" და დაიხაზება ორი "ზებრა" გადასასვლელი. პროექტისათვის გრანტი გაიცა USAID-ის მიერ დაფინანსებული "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის " ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს PH International, სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში. მოსწავლეთა მიერ ინიცირებული და ქალაქის თვითმმართველობის მიერ მხარდაჭერილი პროექტი დაარეგულირებს ქ. რუსთავის ამ რთულ მონაკვეთში ფეხითმოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას.

სამოქალაქო კლუბის „აისის“ წევრები ქ.წალკის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს შეხვდნენ

6 თებერვალს წალკის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები .წალკის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს  ფრიდონ გვარლიანს შეხვდნენ.
კლუბის წევრებმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილეს  ფორუმის ფარგლებში შემუშავებული პროექტი, რომელიც წალკის რაიონის ნაგავსაყრელის დასუფთავებასა და შემოღობვ ითვალისწინებს.
სამსახურის უფროსსმა კიდევ ერთხელ დაფიქსირა პოზიცია, რომ მზად არიან დაეხმარონ კლუბს და პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ამავე შეხვედრაზე  მუნიციპალიტეტმა მოსწავლეები კომპანიასთან დააკავშრა, რომელიც მათ პარტნიორობას გაუწევთ და რომელიც უშუალოდ შეასრულებს ნაგასაყრელის მოწესრიგების სამუშაოებს.
კლუბი დაუკავშირდა "მყარი ნარჩენების მართვის კომპანი"  ხელმძღვანელს გოჩა გელაშვილს, რომელმაც  კლუბის წევრებს მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტის განხორციელებაში.
ნაგავსაყრელზე სამუშაოების დაწყება  ხელსაყრელი ამინდების დადგომისთანავე, მაისის თვეში დაიგეგმა.

კლუბის წევრები კომპანიასთან ერთად  აქტიურად არიან  ჩართულნი სამუშაოების დაგეგმვის პროცესში.