Monday 28 October 2013

ვიზიტი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  ფარგლებში სიქა-ს ორგანიზებით 28 ოქტომბერს,  სამოქალაქო კლუბების   37 წევრი და 2 პედაგოგი ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტის  ეროვნულ ბიბლიოთეკას. მონაწილეებმა გაიგეს ბიბლიოთეკის  შექმნის, განვითარებისა და  ძველი თბილისის ისტორიები. შთამბეჭდავი იყო მოკლე  დოკუმენტური ფილმი ძველი თბილისის ისტორიაზე, სადაც ნაჩვენები იყო კადრები ძველი თბილისის ქუჩებისა და მნიშვნელოვანი დაწესებულებების შესახებ.
გიდმა მონაწილეებს დაათვალიერებინა საგამოფენო დარბაზი, რომელიც დახვეწილი გემოვნებითა და არქიტექტურის რამოდენიმე  მიმდინარეობის ნაზავითაა შექმნილი, ასევე დაათვალიერეს გერმანული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზი, სადაც თავმოყრილია ძალიან საინტერესო წიგნები. მიიღეს კონკრეტული რჩევები წიგნის გამოტანის შესახებ.
მონაწილეებმა კითხვაზე : „დაასახელეთ ერთი კონკრეტული რამ, რაც მოგცათ/ გასწავლათ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვიზიტმა?„  შემდეგნაირად უპასუხეს: 
„გავიგე როგორი იყო 60-იანების თბილისი“ - სალომე მათიაშვილი, რუსთავის #4 საჯარო სკოლა;
-  „შევიტყვე, ბიბლიოთეკის დაარსების ისტორია“ =მარიამ გელაშვილი, რუსთავის #21 საჯარო სკოლა;
- „არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება გაიგო ის, რაც მანამდე  არ იცოდი და თან ეს ყველაფერი ხდება უანგაროდ“ - ანა მჭედლიშვილი, რუსთავის # 24 საჯარო სკოლა;
- „წიგნები შემიყვარდა უფრო მეტად“ - მარიამ ცქვიტავა, რუსთავის #2 საჯარო სკოლა.
 ვიზიტორი სკოლები იყვნენ: ბოლნისის #1 და #5, კაზრეთის #1 და #2, რატევანის და რუსთავის #2, #4, #10, #15, #18, #21,#24, საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბები.

თანასწორგანმანათლებლები სოც. მედიის ტრენინგის საშუალებით მიღებულ ცოდნას თანატოლებს უზიარებენ

 23 ოქტომბერს მარტყოფის #2 სკოლაში ჩატარდა პირველი დონის სოც. მედიის ტრენინგი. ტრენინგი ჩაატარეს ამავე სკოლის მოსწავლეებმა ქეთი შოშიაშვილმა და ქეთი ეპიტაშვილმა. ტრენინგს დაესწრო მარტყოფის #1 და #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სულ 15 მოსწავლე. ტრენინგზე ახალგაზრდებმა  თანასწორგანმანათლებლების დახმარებით შეისწავლე ელექტრონული ფოსტსის გამოყენება, შექმნეს ბლოგები და აირჩიეს თემა რაზეც მომავალში იმუშავებენ. მოსწავლეები ასევე დეტალურად გაეცვნენ ვიდეო ფაილებთან სამუშაო პროგრამებს, შეისწავლეს სამოყვარულო ფილმების ვიდეო მონტაჟი.
უნდა აღინიშნოს, რომ თანასწოგანმანათლებლები სოციალურ მედიაში წარმატებული ახალგაზრდები არიან: ქეთი ეპიტაშვილმა პირველი ადგილი აიღო ბლოგების კონკურსის ნომინაციაში - "ახალგაზრდა ომბუდსმენი" , ქეთი შოშიაშვილმა კი მეორე ადგილი  იმავე ბლოგერების კონსურსში, ნომინაციაში - " ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი". ქეთი შოშიაშვილი ასევე სოც. მედიის მეორე დონის ბანაკის მონაწილეა. გოგონებმა სხვადასხვა წელს  ასევე მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში.

სამოქალაქო კლუბის აქტიური წევრები ცდილობენ თანატოლებს გაუზიარონ ბანაკებსა და ტრენინგებზე მიღებული ცოდნა, რათა სხვებსაც  მიეცეთ შანსი გახდნენ წარმატებული ბლოგერები, აქტიურად გამოიყენონ სოც. მედიის ინსტრუმენტები საკლუბო მუშაობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის.

Monday 21 October 2013

ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის

19 ოქტომბერს სიქა-ს თანასწორგანმანათლებმა მარი გამსახურდიამ და გიორგი გოგაძემ ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარეს ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ - "ჯანმრთელი კვების კავშირი". ტრენინგი ჩატარდა ორგანიზაცია RTI International -თან პარტნიორობით, რომელთა მიერ მოხდა თანასწორგანმანათლებელთა გადამზადება კონკრეტული სატრენინგო მოდულის მიხედვით. ტრენინგს დაესწრნენ წალკის, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და რუსთავის მუნიციპალიტეტების "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" სამიზნე სკოლების უფროსკლასელები.

სემინარი "ევროკავშირი და საქართველო" მარტყოფის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის

18 ოქტომბერს მარტყოფის #1 საჯარო სკოლაში სიქას ფრანგმა და რუმინელმა მოხალისეებმა ჩაატარეს სემინარი თემაზე "ევროკავშირი და საქართველო". სემინარს ესწრებოდნენ მარტოფის #1 და #2 სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები. ევროპელმა მოხალისეებმა მოსწავლეებს გააცნეს ევროკავშირის დაფუძნებისა ისტორია, მისი განვითარების პერსპექტივები.

Friday 11 October 2013

სამოქალაქო კლუბის წევრები ნიკოლოზ წულუკიძეს შეხვდნენ

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სიქას ინიციატივით 11 ოქტომბერს რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებს შეხვდა ცნობილი და წარმატებული თეატრმცოდნე, ტელე-რადიო წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე.
მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრის განმავლობაში რამდენიმე ძირითად თემაზე ისაუბრა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი წარატების მიღწევა გახლდათ. ნიკოლოზ წულუკიძემ მოსწავლეებს კონკრეტული რჩევები მისცა, რაც დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში: აირჩიონ ერთი მიზანი და მიჰყვნენ არჩეულ გზას, არ ეცადნონ  ბევრი სხვადასხვა საქმის გაკეთებას, რადგან ამ შემთხვევაში არცერთი საქმე გამოვა სრულყოფილად. და მთავარი, აირჩიონ ის საქმე თუ პროფესია, რომელიც მათ კარგად გამოსდით, მხოლოდ ასე თუ შეძლებენ წარმატების მიღწევას.
სტუმარმა ასევე ისაუბრა  საკუთარი თავის პრეზენტაციის მნიშვნელობაზე. წამყვანმა განიხილა კონკრეტული მაგალითები თუ რა როლს თამაშობს საკუთარი თავის განსხვავებულად წარდგენა სხვადასხვა სიტუაციებში.
ნიკამ მოსწავლეებს საკუთარი ცხოვრების მთავარი დევიზიც გაუზიარა და ურჩია მათ, რომ არ ეცადნონ სხვის მიბაძვას, პირიქით ჰქონდეთ საკუთარი ინდივიდუალური სტილი.
სტუმარმა მოსწავლეების კითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრის განხილვისას მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო ის პრაქტიკული რჩევები, რომელიც ცნობილი და წარმატებული ადამიანისგან მიიღეს და რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებენ. 
შეხვედრა გაიმართა რუსთავის დემოკრატიული ჩარტლობის ცენტრში და დაესწრო პროგრამის სამიზნე რუსთავის 10 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების 27 წევრი.

Wednesday 2 October 2013

ვიდეო კონკურსი გამოცხადდა!


PH International-მა პროგრამის სოც. მედიის კომპონენტში გამოაცხადა კიდევ ერთი კონკურსი - ვიდეო კონკურსი - „ახალი მედია აქტიური მოქალაქეობისთვის“

მონაწილეობის პირობები იხილეთ ლინკზე: - http://civics.ge/index.php?m=845&announcements_id=34.

კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის ვადა იწურება 30 ოქტომბერს, ამიტომ გთხოვთ, რომ დღეიდანვე იაქტიუროთ. განსაკუთრებით იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც შარშან და წელს გაიარეს სოც. მედიის მეორე დონის ტრენინგი.

გისურვებთ წარმატებებს!

ბლოგერების კონკურსი დაიწყო!

"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში PH International-მა გამოაცხადა ბლოგების მორიგი კონკურსი პარტნიორი სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ მოსწავლეს, ვისაც ჯერ არ მოუპოვებია გამარჯვება აღნიშნულ კონკურსში.

კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის ვადა იწურება 27 ოქტომბერს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დღეიდანვე შეუძლიათ დარეგისტრირება.

კონკურსიში მონაწილეობის პირობები და სარეგისტრაციო ფორმა განთავსებულია ლინკზე: http://civics.ge/index.php?m=839

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ პირობებს და ისე შეავსოთ აპლიკაცია.

გისურვებთ წარმატებებს!

Tuesday 1 October 2013

სემინარი „საჭესთან ფხიზლად“ ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის

ა/წ 30 სექტემბერს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბოლნისის, გარდაბნისა და მარნეულის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის მოეწყო სემინარი „საჭესთან ფხიზლად“. სემინარს უძღვებოდა ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენელი მაია ქობალია.  სემინარის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ნასვამობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევევების შემცირება.
შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს მძღოლის ნასვამობის მიზეზით ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების შესახებ.  წარმოდგენილი იქნა საგზაო უსაფრთხების თემატიკის პრეზენტაცია და საინფორმაციო მასალები (ალკოსათვალეები, მაისურები, სამანქანო სტიკერები). მოსწავლეები დაინტერესდნენ ალკოსათვალეებით და თითქმის ყველა მონაწილემ მოისინჯა. ნაჩვენები იქნა საგზაო უსაფრთხოების თემატიკის რამოდენიმე საინფორმაციო ხასიათის ვიდეო. სემინარი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, მოსწავლეებს შორის მცირე დისკუსიაც გაიმართა თემაზე: რა პრევენციული ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ ავტო საგზაო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით. ქ-ნ მაიას მიერ სემინარის თემატიკასთან დაკავშირებულ დასმულ კითხვებზე სწორი პასუხებისათვის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო მაისურებით, ჩანთებითა და სტიკერებით.
სემინარის მონაწილეებს დაურიგდათ სამახსოვრო სამკერდე ნიშნები.

სემინარს ესწრებოდნენ მარნეულის #3, #5, კაზრეთის #1, #2, ბოლნისის #1, #5, რატევანის, კუმისისა და კოდის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მეურვეები და წევრები, სულ 55მონაწილე.

ტრენინგი მცირე საგრანტო პროექტების აპლიკაციების შევსებასთან დაკავშირებით ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბებისთვის

ა/წ 30 სექტემბერს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის კოორდინატორმა ცირა თავშავაძემ ტრენინგი ჩაუტარა ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს. ტრენინგის მონაწილენი დაწვრილებით გაეცნენ ონლაინში აპლიკაციის შევსების პროცესს, ასევე როგორ შეადგინონ პროექტის ბიუჯეტი და პროექტის განხორციელების გეგმა, როგორ იწერება თანამონაწილეობის წერილები და როგორ ატვირთონ ონლაინში.  სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლების უმეტესობა პროექტის წერის პროცესშია და მათ მიიღეს რეკომენდაციები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ტრენინგეს ესწრებოდნენ მარნეულის #3, #5, კოდის, კუმისის, კაზრეთის #1 და #2, რატევანის, ბოლნისის #1 და #5 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების მეურვეები და აქტიური წევრები, სულ 55 მონაწილე.

ტრენინგის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციები  ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება 6 ოქტომბრის ჩათვლით - მცირე გრანტების კონკურსის დედლაინამდე.