Monday 28 October 2013

თანასწორგანმანათლებლები სოც. მედიის ტრენინგის საშუალებით მიღებულ ცოდნას თანატოლებს უზიარებენ

 23 ოქტომბერს მარტყოფის #2 სკოლაში ჩატარდა პირველი დონის სოც. მედიის ტრენინგი. ტრენინგი ჩაატარეს ამავე სკოლის მოსწავლეებმა ქეთი შოშიაშვილმა და ქეთი ეპიტაშვილმა. ტრენინგს დაესწრო მარტყოფის #1 და #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სულ 15 მოსწავლე. ტრენინგზე ახალგაზრდებმა  თანასწორგანმანათლებლების დახმარებით შეისწავლე ელექტრონული ფოსტსის გამოყენება, შექმნეს ბლოგები და აირჩიეს თემა რაზეც მომავალში იმუშავებენ. მოსწავლეები ასევე დეტალურად გაეცვნენ ვიდეო ფაილებთან სამუშაო პროგრამებს, შეისწავლეს სამოყვარულო ფილმების ვიდეო მონტაჟი.
უნდა აღინიშნოს, რომ თანასწოგანმანათლებლები სოციალურ მედიაში წარმატებული ახალგაზრდები არიან: ქეთი ეპიტაშვილმა პირველი ადგილი აიღო ბლოგების კონკურსის ნომინაციაში - "ახალგაზრდა ომბუდსმენი" , ქეთი შოშიაშვილმა კი მეორე ადგილი  იმავე ბლოგერების კონსურსში, ნომინაციაში - " ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი". ქეთი შოშიაშვილი ასევე სოც. მედიის მეორე დონის ბანაკის მონაწილეა. გოგონებმა სხვადასხვა წელს  ასევე მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში.

სამოქალაქო კლუბის აქტიური წევრები ცდილობენ თანატოლებს გაუზიარონ ბანაკებსა და ტრენინგებზე მიღებული ცოდნა, რათა სხვებსაც  მიეცეთ შანსი გახდნენ წარმატებული ბლოგერები, აქტიურად გამოიყენონ სოც. მედიის ინსტრუმენტები საკლუბო მუშაობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის.

No comments:

Post a Comment