Thursday 29 May 2014

ბლოგების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება

29 მაისს თბილისში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში მოეწყო ბლოგების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. კონკურსის ჟიურის წევრებმა პირადად გადასცეს პრიზი - პლანშეტი Samsung Galaxy  და სერტიფიკატი პირველ ადგილზე გასულ ბლოგერებს. დანარჩენ საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს, ქვემო ქართლში ასეთი 10 ახალგზარდაა, სიქა პრიზებს ადგილზე გადასცემს. 
მარიამ თეზელაშვილი და ქეთი ბერიძე
ასევე დაჯილდოვდნენ სამოქალაქო კლუბების რეგიონული ქსელის ბლოგერებში პირველ და მეორე ადგილებზე გასული ახალგაზრდებიც. ამ ნომინაციაში კონკურსი წელს პირველად ჩატარდა. პრიზიორებს შორის მოხვდნენ ქვემო ქართლის მოსწავლეებიც: ქეთი ბერიძე და მარიამ თეზელაშვილი. მათ, როგორც მეორე ადგილზე გასულ ბლოგერებს გადაეცათ ფოტოაპარატები და სერტიფიკატები.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო რიგით მეხუთე კონკურსი, გამოცხადებული PH International-ის მიერ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში. ქვემო ქართლის რეგიონიდან სულ 31 გამარჯვებულია, მათ შორის I ადგილი მოიპოვა 6 მოსწავლემ,  II - 14 მოსწავლემ, III - 11 მოსწავლემ.
ყველას ვულოცავთ ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!

No comments:

Post a Comment