Tuesday 30 November 2010

პროგრამის მიმოხილვა

PH International საქართველოს ოფისი ახორციელებს სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების სამწლიან პროგრამას. პროგრამა ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში; გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. პროგრამის მიზნების მისაღწევად -PH International საქართველოს 9 რეგიონში ითანამშრომლებს პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა ქვემო ქართლის რეგიონში.