Monday 7 April 2014

სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი იწყება

გაცნობებთ, რომ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში დაგეგმილია "სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის" 3 ნაკადი, რომელსაც ორგანიზებას გაუწევს "სიქა" "მზიან სახლთან" ერთად და ჩატარდება ქ.წყალტუბოში სასტუმრო "წყალტუბო სპა რესორტი"-ს ბაზაზე.

ბანაკის დაწყებისა და დამთავრების თარიღები შემდეგია:
1.      26 აპრილი დაწყება - 1 მაისი დამთავრება;
2.      9 მაისი დაწყება- 14 მაისი დამთავრება (9 მაისი და 12 მაისი ოფიციალური დასვენების დღეებია);
3.      22 მაისი დაწყება- 27 მაისი დამთავრება (26 მაისი დასვენების დღეა).
ქვემო ქართლის რეგიონიდან სულ მონაწილეობას მიიღებს 33 მონაწილე, თითო ნაკადზე 10 მოსწავლე და 1 პედაგოგი.

  
წელსაც, ისევერ როგორც წინა წლებში, ბანაკში მონაწილე მოსწავლეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
1.      უნდა იყვნენ აუცილებლად პროგრამის პარტნიორი სკოლებიდან;
2.      მათ კარგად უნდა იცნობდეს პარტნიორი ორგანიზაცია და უნდა ჰქონდეს მასთან მუშაობის გამოცდილება)
3.      არ უნდა ჰქონდეთ მონაწილეობა მიღებული პროგრამის ფარგლებში გამართულ არცერთ ბანაკში (არც 2011, 2012 და 2013 წლის საზაფხულო ბანაკებში, არც 2012 და 2013 წლის დებატებისა და საჯარო გამოსვლების ბანაკში და არც სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 2013 და 2014 წელს ჩატარებულ სამოქალაქო ინტეგრაციის ბანაკებში)
4.      მიმდინარე წლის ივნისში უნდა ასრულებდნენ  მე-9 და/ან მე-10 კლასს (ანუ მე-10 და მე-11 კლასებში უნდა იწყებდნენ სწავლას 2014 წლის სექტემბრიდან). თქვენს მიერ წარმოდგენილ სიებში გარკვევით უნდა ეწეროს, თუ რომელ კლასში გადადის მოსწავლე 2014 წლის სექტემბერში.
5.      უნდა იყვნენ სასკოლო სამოქალაქო კლუბების ან საინიციატივო ჯგუფების აქტიური წევრები (მონაწილეობდნენ ჯგუფურ ვიზიტებში, აქციებში, შეხვედრებში, სტაჟირებებში, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებაში და ა.შ.)
6.      უნდა იყვნენ კლუბის მონაწილეობით საზოგადოების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების ინიციატორები ან მონაწილეები
7.      უნდა იჩენდნენ აქტიურობას სოციალური მედიის კომპონენტში, სასურველია იყვნენ ბლოგების კონკურსის გამარჯვებულები ან მონაწილეები
8.      სასწავლო პროცესში გავლილი უნდა ჰქონდეთ პროგრამის დამხმარე სახელმძღვანელოები
9.      უნდა გამოირჩეოდნენ სხვა კლუბებთან თანაშრომლობის გამოცდილებით

პედაგოგის შერჩევის კრიტერიუმები:
1.      არის პარტნიორი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი;
2.      ჯერ არ ყოფილა ჩვენი პროგრამის არცერთი ბანაკის მონაწილე (2011, 2012 და 2013 წლის საზაფხულო ბანაკები, 2012 და 2013 წლის დებატებისა და საჯარო გამოსვლების ბანაკები და სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 2013 და 2014 წელს ჩატარებული სამოქალაქო ინტეგრაციის ბანაკები)
3.      არის სასკოლო სამოქალაქო კლუბის მეურვე
4.      გამოირჩევა წარმატებული საქმიანობით
5.      აცნობიერებს, რომ ბანაკი უპირველეს ყოვლისა ემსახურება შემეცნებით მიზნებს და არა დასვენებას; მზად არის ბანაკის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის;
6.      სწავლებისას იყენებს პროგრამის ფარგლებში გამოცემულ სამოქალაქო განათლების  დამხმარე სახელმძღვანელოებს
7.      გავლილი აქვს პროგრამის (სიტისის ფარგლებში ჩატარებული) ტრენინგი
8.      კარგად იცნობს პარტნიორი ორგანიზაცია და აქვს მასთან ნამუშევარი.


სკოლებიდან შეირჩევა მხოლოდ 1 მოსწავლე და 1 პედაგოგი. პროგრამის პარტნიორ ყველა სკოლას დაგზავნილი აქვს შესავსები ფორმები. შერჩეული მსწავლის და მასწავლებლის სია სკოლებმა უნდა გადმოაგზავნოn 10 აპრილს ელ.ფოსტაზე civic.siqa@gmail.com. მათ მიერ გადმოგზავნილი კანდიდატებიდან სიქა შეარჩევს ბანაკის მონაწილეებს.

No comments:

Post a Comment