სიქა-ს ევროპელ მოხალისეებმა 3 აპრილს, "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „გენდერული თანასწორობა“. ტრენინგი ჩატარდა მარნეულის მე-5 საჯარო სკოლაში, რომელსაც დაესწრო სამოქალაქო კლუბ „ახალი თაობის“ 25 წევრი.
ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებს უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ გენდერული თანასწორობის შესახებ. ტრენინგი მიმდინარეობდა ინტერაქტიულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეები გაეცნენ უცხოელი მოხალისეების მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, სადაც მოყვანილი იყო საქართველოში გენდერული თანასწორობა-უთანასწორობის მაგალითები, სტატისტიკური მონაცემები და სხვა. ტრენინგი მიმდინარეობდა თარგმანით ინგლისურიდან ქართულ ენაზე. ღონისძიების დასასრულს კლუბის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ტრენინგის გამო და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის საკითხში. ასევე მათ მიეცათ ინგლისური ენის სმენისა და ლაპარაკის უნარების პრაქტიკაში გამოეყენებინების საშუალება.
No comments:
Post a Comment