სიქას ორგანიზებით რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა და თემის წარმომადგენლებმა
დედამიწის საერთაშორის დღე აღნიშნეს და დასუფთავების
მასშტაბური აქცია მოაწყვეს.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა რუსთავის დასვენების პარკის
გასწვრივ მტკვრის სანაპირო ზოლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, სანაპირო დაბინძურებული
იყო ბოთლებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო
ნარჩენებით.
აქტივობას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მწვანეთა
მოძრაობამ და მისმა თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ, რომელმაც დასასუფთავებლად
საჭირო ინვენტარი: ხელთათმანები და პარკები გამოყო.
აქციის დასასრულს ადგილზე მოვიდნენ რუსთავის მერის მოადგილე
გიგი ტაბატაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის
უფროსი გია არჩვაძე, რომლებმაც ორგანიზაციას მადლობა გადაუხადეს აქტიურობისთვის.
მერიის მხარდაჭერით აქციის დასასრულს სპეციალურმა მანქანამ
შეგროვილი ნარჩენი გაიტანა.
აქციაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის კლუბების 30 წევრმა
და რუსთავის მოსახლეობამ.
No comments:
Post a Comment