Thursday 30 August 2012

ბლოგების კონკურსი

 „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში სიქა აცხადებს ბლოგების კონკურსს ყველაზე აქტიური სამოქალაქო კლუბის ბლოგისა და პირადი პლოგის გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროგრამის პარტნიორი სკოლების საამოქალაქო კლუბების ბლოგებს, ასევე სამოქალაქო კლუბის წევრის პირად ბლოგებს.
კონკურსი ცხადდება 2 ნომინაციაში.
„ ყველაზე აქტიური სამოქალაქო კლუბის ბლოგი“ იმარჯვებს ბლოგი, რომელშიც
  • განთავსებულია ყველაზე მეტი პოსტი 2012 წლის ივლისი-15 სექტემბრის პერიოდის განმავლობაში კლუბის სამოქალაქო აქტივობების შესახებ.
  • აქვს პოსტებზე კომენტარების ყველაზე დიდი რაოდენობა.

პრიზი - 16 გბ გარე მეხსიერება.
„აქტიური ბლოგი“ იმარჯვებს ბლოგი, რომელშიც
  • განთავსებულია ყველაზე მეტი პოსტი 2012 წლის ივლისი-15 სექტემბრის პერიოდის განმავლობაში, პრიორიტეტი -  პოსტი სამოქალაქო კლუბის აქტივობის შესახებ ;
  • განთავსებულია ინფორმაცია საზაფხულო ბანაკის  შესახებ;
  • აქვს პოსტებზე კომენტარების ყველაზე დიდი რაოდენობა.

პრიზი - ყურსასმენი.
კონკურსის დედლაინია 2012წლის 15 სექტემბერი.


Thursday 9 August 2012

გამოვლინდნენ სოც.მედიის მეორე დონის ტრენინგის მონაწილენი

გამოვლინდნენ სოც.მედიის მეორე დონის ტრენინგების მონაწილენი. ესენი არიან:

  1. ოთარ დავითაშვილი - რუსთავის №13 საჯარო სკოლა;
  2. ბექა ჩაჩანიძე - რუსთავის №20 საჯარო სკოლა;
  3. სანდრო თათელაძე - კაზრეთის №1 საჯარო სკოლა.
ვულოცავთ ქვემო ქართლელ ბლოგერებს ამ ტრენინგზე მოხვედრას, რომელიც აგვისტოს ბოლოს ბაკურიანში გაიმართება.
ტრენინგზე ბლოგერები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით: მოსწავლე სწავლობს პროგრამის პარტნიორ სკოლაში; აქვს სამოქალაქო თემატიკაზე შექმნილი ბლოგი, რომელიც ამჟამად აქტიურია; გავლილი აქვს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სოციალური მედიის პირველი დონის ტრენიგი; PH International-ის მიერ დაგეგმილ ბანაკებში არ მიუღია მონაწილეობა.
ამ კრიტერიუმების მიხედვით სიქა-ს მიერ შერჩეულ იქნა 5 მოსწავლე, რომლიდანაც PH International-მა 3 საუკეთეოს შეარჩია. 
 შერჩეულ მოსწავლეებს ვულოცავთ  და წარმატებულ ტრენინგებს ვუსურვებთ!

Wednesday 1 August 2012

ტრენინგი : ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა.

1 აგვისტოს, სიქას ოფისში რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა.
ტრენინგს გაუძღვნენ სიქას რუმინელი მოხალისეები, თარგმანი ქართულ ენაზე უზრუნველყოფილი იყო.
ტრენინგი 2 საათს გაგრძელდა. ტრენინგის მონაწილეებმა  დეტალური ინფორმაცია მიიღეს გენდერული თანასწორობის შესახებ.
ტრენინგი დატვირთული იყო როლური თამაშებით, პრეზენტაციებით, დისკუსიით, მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებით.
მონაწილეებს დაევალათ ნახატით გამოეხატათ ის უფლებები, რომლის გარეშეც ადამინის ცხოვრება წარმოუდგენელი, რის შემდეგაც ნახატების განხილვა მოეწყო.
ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საკითხზე მსჯელობაში.
შეხვედრის ბოლოს თითოეულმა მათგანმა ტრენინგი ნაყოფიერად შეაფასა, მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ის სტატისტიკა და კონკრეტული ფაქტები აღმოჩნდა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ფიქსირდება და რომლებიც არსებული ვითარების რეალურ სურათს იძლევა.
გამომდინარე იქიდან, რომ ტრენინგის ყველა მონაწილე ემხრობა გენდერულ თანასწორობას, ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია მათთის მნიშვნელოვანი და ღირებული იყო.
ტრენინგის მიზანია აამაღლოს მონაწილეთა ცოდნა გენდერულ თანასწორობაზე და სწორი წარმოდგენა შეუქმნას მოზარდებს მამაკაცისა და ქალის როლზე საზოგადოებაში.
.