გამოვლინდნენ სოც.მედიის მეორე დონის ტრენინგების მონაწილენი. ესენი არიან:
- ოთარ დავითაშვილი - რუსთავის №13 საჯარო სკოლა;
- ბექა ჩაჩანიძე - რუსთავის №20 საჯარო სკოლა;
- სანდრო თათელაძე - კაზრეთის №1 საჯარო სკოლა.
ვულოცავთ ქვემო ქართლელ ბლოგერებს ამ ტრენინგზე მოხვედრას, რომელიც აგვისტოს ბოლოს ბაკურიანში გაიმართება.
ტრენინგზე ბლოგერები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით: მოსწავლე სწავლობს პროგრამის პარტნიორ სკოლაში; აქვს სამოქალაქო თემატიკაზე შექმნილი ბლოგი, რომელიც ამჟამად აქტიურია; გავლილი აქვს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სოციალური მედიის პირველი დონის ტრენიგი; PH International-ის მიერ დაგეგმილ ბანაკებში არ მიუღია მონაწილეობა.
ამ კრიტერიუმების მიხედვით სიქა-ს მიერ შერჩეულ იქნა 5 მოსწავლე, რომლიდანაც PH International-მა 3 საუკეთეოს შეარჩია.
შერჩეულ მოსწავლეებს ვულოცავთ და წარმატებულ ტრენინგებს ვუსურვებთ!
No comments:
Post a Comment