Saturday 22 December 2012

ტრენინგი საგრანტო პროექტების აპლიკაციის შევსებასთან დაკავშირებით

21 დეკემბერს სიქა-ს ორგანიზებით გარდაბნის #1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი მცირე გრანტების კონკურსის პროექტების აპლიკაციის შევსების შესახებ. ტრენინგს დაესწრო 12 მოსწავლე და კლუბის მეურვე. გარდაბნის #1 საჯარო სკოლის კლუბ "ერთსულოვნების" წევრები დარეგისტრირდნენ მცირე გრანტების კონკურსის საიტზე http://initiatives.ge/index.php?m=7 და დაიწყეს საგრანტო პროექტებზე მუშობა. ტრენინგზე ისწავლე, თუ როგორ უნდა შეივსოს აპლიკაცია,  გაიწეროს პროექტის განხორციელების გეგმა, შედგეს ბიუჯეტი, თანამონაწილეობის წერილები, მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. უახლოეს დღეებში მოსწავლეები დაასრულებენ საკუთარი პროექტების წერას და თანდართულ ფაილებთან ერთად გადააგზავნიან კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
მცირე გრანტების კონკურსის დედლაინი 2013 წლის 8 იანვარია. 

საკონსულტაციო შეხვედრა სართიჭალის #2 საჯარო სკოლაში

ხუთშაბათს, 20 ნოემბერს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის კოორდინატორმა ორგანიზაციამ- სიქა ორგანიზება გაუწია კიდევ ერთ საკონსულტაციო შეხვედრას საგრანტო პროექტების წერასთან დაკავშირებით, ამჯერად სართიჭალას #2 საჯარო სკოლაში.  შეხვედრას ესწრებოდა 22 მოსწავლე და 1 პედაგოგი. მონაწილეებს მიეცათ საშუალება დეტალურად გაცნობოდნენ საკლუბო მუშაობის სტრუქტურას, შესაძლებლობებს და გავაცანით სხვა კლუბების გამოცდილებაც, ასევე მონაწილეებმა გაიგეს რა სახით უნდა წარადგინონ საკონკურსო პროექტი, როგორ უნდა შეადგინონ ბიუჯეტი, დაწერონ სამოქმედო გეგმა და თანამონაწილეობის წერილები. საგრანტო პროექტების დედლაინი უკვე ახლოვდება.

Friday 14 December 2012

კონკურსი: წლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის ჯილდო

საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აცხადებს კონკურსს სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდოს მოსაპოვებლად. ჯილდო ფორუმის წლიურ ეროვნულ კონფერენციაზე, 2013 წლის 11 მაისს გაიცემა.

ჯილდოს სახით გამარჯვებულ პედაგოგს ფორუმი გადასცემს მადლობის სიგელსა და ფორუმის ლოგოს გამოსახულებით სპეციალურად დამზადებულ სახელობით პრიზს  წარწერით “სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი - 2012”.

2012 წელს საუკეთესო პედაგოგები გამოვლინდებიან საქართველოს 11 რეგიონში: კახეთი, თბილისი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო ზემო სვანეთი, გურია, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი და მცხეთა-მთიანეთი.
გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს.

Wednesday 12 December 2012

სოც.მედიის ტრენინგები აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის

8-9 დეკემბერს სიქა-ს ოფისში ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგები აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის. ტრენინგს დაესწრნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ.ვახტანგისის #1 საჯარო სკოლისა და მარნეულის #7,#8 საჯარო სკოლების მოსწავლეები. ტრენინგი მიმდინარეობდა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე.  მოსწავლეები გაეცვნენ სოც.მედიის დანიშნულებასა და შესაძლებლობებს, შექმნეს საკუთარი ბლოგები და მიიღეს დავალებები ბლოგების გააქტიურებასთან დაკავშირებით.

Tuesday 11 December 2012

გენდერული თანასწორობა


 10 დეკემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის  სოფ, ვახტანგისის #1 აზერბაიჯანული საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ვიქტორიას“ წევრებმა ორგანიზება გაუკეთეს სასკოლო  ღონისძიებას, რომლის მთავარი თემა გენდერული თანასწორობაა.
შეხვედრას ესწრებოდა სოფელ ვახტანგისის რწმუნებული ქ-ნი მარინა ირემაშვილი, სკოლის პედაგოგები, ადმინისტრაცია, სოფლის აზერბაიჯანული თემი.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა ქართულ და აზერბაიჯანულ   ენებზე ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, აზერბაიჯანელ გოგონებში სრული საშუალო განათლების მიღებისადმი ინტერესის ნაკლებობაზე, ქალების უფლებაზე მიიღონ მაღალი დონის განათლება, რაც საბოლოო ჯამში ისევ მათ ოჯახებს, თემს და ზოგადად საზოგადოებას წაადგება.  უკეთ განათლებული დედა ხომ უკეთესად გაზრდის შვილებსაც.
შეხვედრას წინ უსწრებდა სამოქალაქო კლუბ „ვიქტორიას“ წევრების სათემო აქცია, რომლის ფარგლებშიც მათ სოფლის მაცხოვრებელებს დაურიგეს ფლაერები მოწოდებით- ხელი შეეწყოთ უფროსკლასელი გოგონებისათვის იარონ სკოლაში და მიიღონ სრული საშუალო განათლება. „გოგოებსაც აქვთ სწავლის  უფლება“ - ეწერა მათ პოსტერზე.
სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ორგანიზება გაუკეთეს გამოფენას, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლე გოგონები, რომლებმაც საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სკოლის პედაგოგები, გამოავლინეს გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში: “ყველაზე ხელმარჯვე“, „გამოფენის ყველაზე პატარა მონაწილე“,“ საუკეთესო მქსოველი“, ქარგვის ოსტატი და ა.შ.
კლუბის ხელმძღვანელად არჩეული იქნა მე-10 კლასის მოსწავლე კლუბის წევრი აითაჯ  ხალილოვი. დაიგეგმა სამომავლო აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანელი გოგონების გააქტიურებას. 
გოგონების ინიციატივით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დაეხმარება გოგონებს, რომელთაც უჭირთ გარკვეული საგნების სწავლა, დაეხმარონ კონკრეტული საგნების უკეთ ათვისებაში.
ასევე იგეგმება სხვადასხვა სათემო აქტივობები, რომლის მიზანია  აზერბაიჯანულ თემში გოგონების განათლებისადმი დამოკიდებულების გაუმჯობესებაზე .  

Monday 10 December 2012

ვიზიტი კუმისის სკოლაში

7 დეკემბერს სიქა-ს გუნდი ეწვია კუმისის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს "ქველი". შეხვედრაზე განიხილეს კლუბის მუშაობის სტრატეგია, სამომავლო გეგმები. კლუბის წევრებმა დაიწყეს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგტა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში საგრანტო კონკურსისთვის პროექტის წერა. 

Wednesday 5 December 2012

4 დეკემბერს სიქა-ს გუნდი ეწვია ლემშვენიერას საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ქიმერიონს". შეხვედრას კლუბის აქტიური წევრები, სკოლის ადმინისტრაცია  და კლუბის მეურვე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს კლუბი საგრანტო პროექტის მიმდინარეობა, დასახეს საგრანტო პროექტისა და საკლუბო მუშაობის სამომავლო გეგმები და ღონისძიებები.

Tuesday 4 December 2012

სოც.მედიის ტრენინგები

1-2 დეკემბერს სიქა-ს ოფისში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი სოც.მედიაში. ლემშვენიერას, კოდას, მარტყოფის, ბოლნისისა და რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში შეისწავლეს ბლოგის შექმნა, სოც.მედიის სხვადასხვა ინსტრუმენტების აქტიური გამოყენება.

Monday 3 December 2012

ტრენინგი თეთრიწყაროს სკოლებისთვის

30 ნოემბერს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში პროგრამის კოორდინატორმა ორგანიზაციამ - სიქა ორგანიზება გაუწია კიდევ ერთ საკონსულტაციო შეხვედრას საკლუბო მუშაობასა და საგრანტო პროექტების წერასთან დაკავშირებით, ამჯერად თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლაში. შეხვედრას ესწრებოდა 29 მოსწავლე და 3 პედაგოგი თეთრიწყაროს #1, #2 და ასურეთის საჯარო სკოლებიდან. მონაწილეებს მიეცათ საშუალება დეტალურად გაცნობოდნენ საკლუბო მუშაობის სტრუქტურას, შესაძლებლობებს და ასევე სხვა კლუბების გამოცდილებასაც. მონაწილეებმა ასევე გაგიგეს რა სახით უნდა წარადგინონ საკონკურსო პროექტი, როგორ უნდა შეადგინონ ბიუჯეტი, დაწერონ სამოქმედო გეგმა და თანამონაწილეობის წერილები. საგრანტო პროექტების კონკურსი 1 კვირაა რაც დაიწყო და პროექტების მიღების დედლაინი 8 იანვარია.

Saturday 1 December 2012

შეხვედრა სართიჭალის სკოლების სამოქალაქო კლუბებთან

სიქა-ს ორგანიზებით 28 ნოემბერს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში სართიჭალის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებთან სამუშაო შეხვედრა მოეწყო. 
შეხვედრაზე მოსწავლეებმა ერთამნეთს საკუთარი კლუბების საქმიანობები გააცნეს, რის შემდეგაც კლუბების მიხედვით გადანაწილდნენ და კლუბის მუშაობის სამომავლო გეგმები დასახეს. 
მოსწავლეებმა დაგეგმილი აქტივობები ერთად განიხილეს და ერთმანეთისგან რჩევები მიიღეს. შეხვედრის მეორე ნაწილში მცირე გრანტების საკონსულტაციო შეხვედრა შედგა. მოსწავლეები გაეცნენ კონკურსის თემებსა და განაცხადის შევსების პროცედურას.
ორივე კლუბმა დაიწყო იდეებზე მუშაობა.
შეხვედრას სართიჭალის ორი სკოლის 15 მოსწავლე დაესწრო.

შეხვედრა სოციალურ მუშაკთან

28 ნოემბერს სიქა-ს ორგანიზებით სართიჭალის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბები შეხვდნენ ფსიქოლოგსა და სოციალურ მუშაკს მადონა დუდაშვილს. მოწვეული სტუმარი მოსწავლეებს ესაუბრა ძალადობის სხვადასხვა ფორმებსა და მის პრევენციების ღონისძიებებზე, იმ სამსახურების შესახებ, რომელსაც ძალადობის მსხვერპლმა შეიძლება მიმართოს დახმარებისა და კონსულტაციისათვის.

Tuesday 27 November 2012

სამოქალაქო კლუბის წევრები სამაშველო სამსახურის მუშაობას გაეცნენ


26 ნოემბერს სიქას ინიციტივით რუსთავის 5 სკოლის სამოქალაქო კლუბების 15-მდე წევრი ქვემო ქართლის სამაშველო სამსახურს ეწვია.
თავდაპირველად ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ კახა ალადაშვილმა მოსწავლეებს სამსახურის საქმიანობა გააცნო და სამსახურის მუშაობის სტილზე ესაუბრა.
სამაშველო ბრიგადის წევრებმა კი მოსწავლეებს ხელსაწყოები დაათვალიერებინეს, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციებში პირველადი დახმარების აღმოსაჩენად გამოიყენება და მათი მოხმარების წესები აუხსნეს.
მაშველებისგანვე მოსწავლებმა გამოძახებებისა და საინტერესო შემთხვევების შესახებ ისტორიები მოისმინეს.
მოგვიანებით ახალგაზრდების ნაწილმა მაშველების დახმარებით პრაქტიკულად ისწავლეს თოკით მაღალი სართულიდან დაშვება.
მოსწავლეების თქმით, ვიზიტი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი, განსხვავებული და საინტერესო აღმოჩნდა.
სამაშველო სამსახურის გუნდმა გამოთქვა მზაობა კვლავ უმასპინძლონ სამოქალაქო კლუბის წევრებს. 

მოსწავლეებმა სტაჟირება დაიწყეს


სიქამ  დაიწყო მოსწავლეთა სტაჟირების პროგრამა. ამ ეტაპისთვის სტაჟირებისთვის შერჩეულია 10 მოსწავლე, მათგან  3 მოსწავლე სტაჟირებას გადის იუსტიციის სახლში, ასრულებენ     Meeter greeter - შემხვედრების მოვალეობას, სტაჟიორი ეხმარება სახლში შემოსულ მოქალაქეებს საჭირო სივრცის პოვნაში, თვითმომსახურების სივრცეში მომხმარებლებს უწევს კონსულტაციას და  დამატებით სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში სხვადასხვა ტიპის საქმეს ასრულებენ.
2 მოსწავლე სტაჟირებას გადის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მონაწილეები ჩართული არიან სხვადასხვა საორგანიზაციო პროცესში და უშუალოდ მონაწლეობენ  შეხვედრებისა და ღონიძიებების დაგეგმვაში. 
3 მოსწავლე სტაჟირებას გადის სიქაში, ასრულებენ ოფის-მენეჯერის ასისტენტის მოვალეობას და ინაწილებენ იმ საქმეს, რასაც ოფის მენეჯერი  ყოველდღიურად ასრულებს.
უახლოეს დღეებში 2 მოსწავლე სტაჟირებას დაიწყებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სტაჟიორები დაესწრებიან იურიდიული კონსულტაციების პროცესს და დეტალურად გაეცნობიან მუშაობის სტილს.
აღნიშნული სტაჟირებების დასრულების შემდეგ  ახალი ეტაპი დაიწყება.

Sunday 25 November 2012

მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა


"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში PH International-ის მიერ მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 8 იანვარი.

კონკურსში უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ მონაწილეებს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ დაფინანსება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში.  

საკონკურსო თემები

1. ბიზნეს სექტორის ჩართვა ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში;
2. ახალგაზრდების მედიასთან თანამშრომლობა საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების გაშუქების მიზნით;
3. სკოლის თუ თემის პრობლემების მოგვარება ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით;
4. მოსწავლეთა თვითმმართველობის და / ან სასკოლო სამოქალაქო კლუბების გაძლიერება; 
5. ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
6. ადამიანთა უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა;
7. სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია საზოგადოებაში;
8. მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა (მაგ: შეზღუდული შესაძლებლობების პირები, იძულებით გადაადგილებულნი და ა.შ.)
9. ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება/ადვოკატირება ახალგაზრდების მიერ;
10. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და
11. ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია (უპირატესობა მიენიჭება იმ მოსწავლეთა განაცხადებს, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში 2012 წელს მონაწილეობა მიიღეს "საქართველოს ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირის" მიერ ჩატარებულ ტრენინგებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ).

ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 4 საათზე სიქა-ს ოფისში ტარდება საკონულტაციო შეხვედრები მცირე გრანტების განაცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით. მალე დაიდება რეგიონებში საკონსულტაციო შეხვედრების განრიგიც.

მიიღეთ მონაწილეობა მცირე გრანტების კონკურსში და გაიმარჯვეთ!
გისურვებთ წარმატებებს!

Tuesday 20 November 2012

ქვემო ქართლში საგრანტო პროექტების განხორციელება დაიწყო


ოქტომბრის თვეში დასრულებულ საგრანტო კონკურსში ქვემო ქართლის რეგიონში 7 პროექტი დაფინანსდა.  რეგიონში უკვე აქტიურად დაიწყო საგრანტო პროექტების განხორციელება. 20 ნოემბერს მარტყოფის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ლაშა ახობაძის ხელმძღვანელობით განახორციელა საგრანტო პროექტის „ჯანსაღი ცხოვრება“ პირველი აქტივობა - სკოლის პედაგოგმა მარიკა სოლღაშვილმა მარტყოფის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარა ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ტრენინგზე, რომელსაც ორივე სკოლიდან 34 მოსწავლე ესწრებოდა, განხილული იქნა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობა, ინფეციური დაავადებები და მათი გადადების გზები, ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის მავნე გავლენა ორგანიზმზე. ტრენინგი ინტერაქტიულად მიმდინარეობდა, მოსწავლეების მხრიდან დიდი იყო ინტერესი განხილული საკითხებისადმი, გაიმართა დისკუსია მავნე ჩვევების შესახებ.
            ტრენინგს დაესწრო ქვემო ქართლში „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ პარტნიორი ორგანიზაციის სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის  წარმომადგენლები, რომლებმაც სამოქალაქო კლუბების წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში მიმდინარე აქტივობებისა და ქვემო ქართლის რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

„გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში - შიდსთან ბრძოლის დღე“


1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სასკოლო სამოქალაქო კლუბებს გთავაზობთ განახორციელოთ შემდეგი აქტივობები:

  • სემინარი აივ ინფექცია/შიდსთან ბრძოლის თემაზე;
  • ფოტოების გადაღება შიდსთან ბრძოლის თემაზე;
  • პოსტერები - შიდსთან ბრძოლის თემაზე;
  • სლოგანების შემუშავება;
  • აქცია თემში;
  • ფილმის ჩვენება შიდსთან ბრძოლის თემაზე (მოკლემეტრაჟიანი ფილმი "სტიგმა" შეგვიძლია მოგაწოდოთ).
 გთხოვთ, 27 ნოემბრამდე მოგვაწოდოთ ინფორმაცია ელ.ფოსტაზეcivic.siqa@gmail.com, თუ რომელი აქტივობის განხორციელებას აპირებთ, აქტივობის გეგმა და რა რესურსები გჭირდებათ ამ აქტივობისათვის.
გისურვებთ წარმატებებს!

Monday 19 November 2012

გამარჯვების სკოლა სტუმრად დამეგობრებულ კარაბულახის სკოლასთან

2012 წლის 6 ნოემბერს, გამარჯვების საჯარო სკოლის 20-მდე მოსწავლე  სტუმრობდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაბულახის საჯარო სკოლას. ეს სკოლები ჩართულნი არიან დამეგობრების პროგრამაში და სტუმრობის მიზანი გახლდათ ეროვნული უმცირესობების ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაცია, ურთიერთ ტრადიციებისა და კულტურის გაცნობა.  სოფლის მართლმადიდებლურ ტაძარში შესრულდა საგალობლები. ტაძარი და მისი მიმდებარე ტერიტორია აზერბაიჯანელმა და ქართველმა მოსწაავლეებმა ერთად დაასუფთავეს. 

ამ ღონისძიების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩაატარა გამარჯვების საჯარო სკოლის პედაგოგმა ნარგიზა ჯაჭვაძემ, რომელიც ასევე მუშაობს კარაბულახის საჯარო სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის "ქართული, როგორც მეორე ენა'' ფარგლებში. 
ღია გაკვეთილის დასრულების შემდეგ მოეწყო ექსკურსია დმანისის ნაქალაქარზე. სულ ამ ღონისძიებაში ორივე სკოლიდან 60-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 
 2012 წლის მაისში, კარაბულახის სკოლამ  მსგავსი ვიზიტი განახორციელა გამარჯვების სკოლაში. 

Wednesday 14 November 2012

არაქართული სკოლის მოსწავლეები იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის იუსტიციის სახლს ეწვივნენ

13 ნოემბერს, ქესალოს, ვახტანგისისა და გარდაბნის არაქართული სკოლების 20 მოსწავლე და 3 მასწავლებელი იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის იუსტიციის სახლს ეწვივნენ.
ნოტარიატისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა დავით მაისურაძემ სტუმრებს სამინისტროს დეპარტამენტები და  სასწავლო ცენტრი დაათვალიერებინა.  მოსწავლეები გაეცნენ სამინისტროს ახალგაზრდულ პროექტებს, დასაქმების პერსპექტივას. ყველაზე მეტად კი სტაჟირების სისტემით დაინტერესდნენ, რომელსაც სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტი ახორციელებს.  მათმა უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა სამომავლოდ ჩაერთონ სხვადასხვა პროგრამებში.
სამინისტროს დათვალიერების შემდგეგ მოსწავლეებმა თბილისის იუსტიციის სახლში გადაინაცვლეს, სადაც მასპიმძლობა მენეჯერის თანაშემწემ ნათია ლატარიამ გაუწია.
 მოსწავლეები გაეცნენ  250-ზე მეტ სერვის, რომელიც ერთ სივრცეშია გაერთიანებული. მოეწყო სპეციალური ტური, რომლის  დროსაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ სერვისცენტრის ფუნქციონირებას, თავისი თვალით ენახათ ჯასტ-კაფესა და ჯასტ-დრაივის ნოვაციური მომსახურებები.
მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
სამინისტროს პროექტს „ჩვენი საზოგადოება“, რომლის ფარგლებშიც ეწყობა მსგავსი ტიპის ვიზიტები,  1 წელი შეუსრულდა და სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად სამინისტრომ უმასპინძლა ქვემო ქართლის საჯარო სკოლებს.

ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ

11 ნოემბერს სიქა-ს ოფისში RTI International-ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ტრენინგზე მოწვეულნი იყვნენ  ბოლნისის, გარდაბნის  მუნიციპალიტეტებისა და რუსთავის საჯარო სკოლების სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები, კერძოდ დაბა კაზრეთის #1, #2, ბოლნისის #3, #5, რატევანის, გარდაბნის #1, რუსთავის #1, #2, #4, #5,#7, #12, #13, #14, #15, #20, 324, #25, #28  სკოლების 56 მოსწავლე. ტრენინგის მონაწილეებმა ინფორმაცია მიღეს ალკოჰოლის მოხმარების რისკების შესახებ, ასევე ნარკოტიკების ზემოქმედებაზე, მოწევის უარყოფით ზეგავლენაზე მწეველსა და არამწეველზე, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკაზე. ყოველ თემაზე აქტიური დისკუსია მიმდინარეობდა. ტრენინგის დასასრულს ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი "სტიგმა", რომელიც აივ ინფექციით დაავადებულ ადამიანს ეხება. მოსწავლეებს დაურიგდათ USAID-ის მიერ დაფინანსებული "საქართველოში აივ პრევენციის პროექტის" ფარგლებში გამოცემული ბუკლეტები. ტრენინგის შედეგად მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

Tuesday 13 November 2012

ტრენინგი დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების შესახებ აზერბაიჯანელი პედაგოგებისათვის


10-11 ნოემბერს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და ბოლნისის #5 საჯარო სკოლაში აზერბაიჯანელი პედაგოგებისათვის ჩატარდა ტრენინგი სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს გამოყენების შესახებ . ტრენინგს დაესწრო  ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართული აზერბაიჯანული სკოლების 27  სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
ტრენინგი ჩატარდა აზერბაიჯანულ ენაზე, ტრენინგს უძღვებოდა ხანუმ ახმედოვა. პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში გამოცემული სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების შესახებ. აზერბაიჯანულენოვანმა პედაგოგებმა გამოხატეს დიდი მადლიერება სახელმძღვანელოების კარგად შესრულებული თარგმანის გამო.
10 ნოემბერს ტრენინგს დაესწრო სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი ქ-ნი ნინო ბესელია. პედაგოგებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა წიგნის ავტორთან შეხვედრა, რომელსაც მრავალი პრაქტიკული შეკითხვა დაუსვეს და მიიღეს კვალიფიციური პასუხი. პედაგოგები კმაყოფილნი დარჩნენ ტრენინგით, აღნიშნეს რომ დამხმარე სახელმძღვანელოებს ბევრი მათგანი აქტიურად იყენებს არა მარტო სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე. პედაგოგების მხრიდან გამოითქვა სურვილი იიგვე თემაზე დამატებითი ტრენინგების ჩატარებისა.

Monday 12 November 2012

ქვემო ქართლის აზერბაიჯანული სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ქვემო ქართლში


2012 წლის 8 ნოემბერს ქვემო ქართლის აზერბაიჯანული სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გაიმართა შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ქვემო ქართლში მანსურ იუზბაშოვთან და მის ასისტენტთან ხალიდა კარიმოვასთან.
შეხვედრას დაესწრნენ  ჯანდარის, მარნეულის #1,3,8,7, კაფანახჩი, , ნახიდური, თაზაქენდი, ჭაპალა, ალგეთის სკოლების  (სულ 10 აზერბაიჯანული სკოლის) 68 წარმომადგენელი. შეხვედრა აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობდა. განხილული იქნა ადამიანის ძირითადი უფლებები, მდგომარეობა საქართველოში და კონკრეტულად ქვემო ქართლის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. წარიმართა აქტიური დისკუსია სახალხო დამცველის წარმომადგნელებსა და მოწვეულ სამოქალაქო კლუბების წევრებსა და მეურვეებს შორის. მონაწილეები კმაყოფილნი დარჩნენ შეხვედრით, გამოთქვეს სურვილი მსგავსი დისკუსიებისა და სემინარების მეტი სიხშირით ჩატარებისა.

Sunday 11 November 2012

ვიზიტი ბარეთის სკოლაში

9 ნოემბერს სიქა-ს გუნდი ბარეთის საჯარო სკოლას ეწვია. სკოლის სამოქალაქო გუნდი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და წარმატებული კლუბია ქვემო ქართლის რეგიონში. კლუბმა მიმდინარე წელს ტექნიკის ნაკრები მიიღო საჩუქრად, როგორც საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა კლუბმა. კლუბის წარმატებული საქმიანობა კლუბის მეურვის, ქ-ნ ინეზა კორძაიას  უდავო დამსახურებაა, რომელიც თავის გამოცდილებას, ენთუზიაზმს, შემართებას აქტიურად უზიარებს კლუბის წევრებს. კლუბის წევრებს საკუთარი მიღწევების სხვებისთვის გაზიარებაში ხელს უშლის სკოლაში ინტერნეტ კავშირის არქონა. შეხვედრაზე დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები კლუბის მუშაობის შედეგების პუბლიკაციის გაუმჯობესების კუთხით.

Friday 9 November 2012

გამოცხადდნენ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულნი

Ph International-მა გამოაცხადა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში რიგით მეხუთე მცირე გნატების კონკურსის შედეგები. პროგრამაში ჩართული ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების მიერ წარდგენილი პროექტებიდან დაფინანსდება 7 პროექტი. გამარჯვებული პროექტებია:

  1.  მარნეულის #7 საჯარო სკოლა, მირანდა ლაბაძე - "ბიბლიოთეკა - დიდი საგანძურია" ;
  2. მარნეულის #8 საჯარო სკოლა, სალომე ხოზრევანიძე - "ქართული სიტყვა";
  3. რუსთავის #12 საჯარო სკოლა, ირინა მელქაძე-გელაშვილი - "კანონი დღეს";
  4. მარტყოფის #2 საჯარო სკოლა, ქეთი შოშიაშვილი - "ჯანსაღი ცხოვრება";
  5. კოდის საჯარო სკოლა, აჩიკო ეუაშვილი - "ჩვენ ვვითარდებით ერთად"
  6. ლემშვენიერას #1 საჯარო სკოლა, თიკო ნიჟარაძე - "ჰარმონიული ცხოვრება, თანაბარი უფლებები";
  7. ნახიდურის საჯარო სკოლა, კახა ჩუბინიძე - "ქართული ენა წარმატებული მოქალაქეობისათვის".
ვულოცავთ გამარჯვებულებს და პროექტის წარმატებით განხორციელებას ვუსურვებთ!


Thursday 8 November 2012

საქართველოს უნივერსიტეტის free ug club აცხადებს სამოქალაქო განათლების თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურს.

საქართველოს უნივერსიტეტის თვითმართველი კლუბი "free ug club"  ph internationali-ის ნებართვით  აცხადებს  სამოქალაქო განათლების თემაზე შექმნილ ბლოგების კონკურს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:
1. კონკურსში მონაწილოების მიღება შეუძლიათ მხოლოდ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მონაწილე სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს 
2. კონკურსში მონაწილე ბლოგში ყველაზე ძველი პოსტი არ უნდა იყოს განთავსებული 2012 წლის სექტემბერზე უფრო ადრე.
3. ავტორის მიერ განთავსებული ჩანაწერები გაკეთებული უნდა იყოს ქართული შრიფტით.
4. ბლოგზე აუცილებლად უნდა იყოს გააქტიურებული ვიზიტორების მრიცხველი.
5. ბლოგზე უნდა არსებობდეს ცალკე სექცია (ჩვენს შესახებ) რომელშიც განმარტებული იქნება ბლოგის მიზნები და მითითებული იქნება იმ ადამიანის ან ადამიანების სახელები და გვარები ვინც ბლოგზე მუშაობს.

კონკურსის ნომინაციები:

1) ახალგაზრდა ომბუდსმენი (ადამიანის უფლებათა დამცველი)
2) ახალგაზრდა მოხალისე
3) მოქალაქე ჟურნალისტი
4) ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი
5) ბუნების დამცველი
6) სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი
7) ახალგაზრდა განმანათლებელი

ჟიურის მიერ გაკეთებული ყოველთვიური შეფასებები საბოლოოდ შეჯერდება დეკემბრის თვეში და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. გამარჯვებულების დაჯიდლოება მოხდება  საქართველოს უნივერსიტეტში, თბილისში.დამატებითი ინფორმაციისთვის და კონკურსში რეგისტრაციისთვის იხილეთ ვებ გვერდი:http://freeugclub.com/?page_id=115
საკონტაქტო პირი: ბესიკ ექსეულიძე. საქართველოს უნივერსიტეტის "freeugclub"-ის პრეზიდენტი, ელ-ფოსტა: besiki.ekseulidze@gmail.comტელ: 598546115

პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა


ბათუმისა და რუსთავის სკოლების დამეგობრება

2 ნოემბერს სიქა-ს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სტუმრად ეწვია აჭარის დელეგაცია. ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონების აქტიურმა სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა ერთმანეთს გაუზირეს საკლუბო მუშაობისა ად წარმატე
ბების გამოცდილება. რუსთავის #12, #15 და #20 სკოლებსა და ბათუმის ელიტარულ სკოლა "გორდას", #2 და #9 სკოლებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობისა და მეგობრობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც რეგიონების სკოლები გააგრძელებენ თანაშრომლობას, დაგეგმავენ და ერთობლივად განახორციელებენ სამოქალაქო აქტივობებს.

Monday 5 November 2012

ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა (ACETT), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) სამოალაქო განათლების პედაგოგებს იწვევს სამოქალაქო განათლების ორდღიან ტრენინგზე: “ადამიანის უფლებები და დემოკრატიული სახელმწიფო”.
ტრენინგი გაიმართება 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში. ტრენერი: სამოქალაქო განათლების ექსპერტი, ქ-ნი ნინო ბესელია.
ტრენინგის თემატიკა ესადაგება სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომლის სიღრმისეული ცოდნა ევალებათ მასწავლებლებს.
ტრენინგის თემატიკა მოიცავს:

I. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები:
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საფუძვლები;
მათი განვითარების ძირითადი ისტორიული ეტაპები;
უფლებებისა და თავისუფლებების არსი;
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კლასიფიკაცია;
ადამიანის უფლებების და თავისუფლებების განმსაზღვრელი ფუძემდებლური დოკუმენტები.
 II. დემოკრატიის არსი და მისი ძირითადი ინსტიტუტები:
დემოკრატიის საფუძვლები და პრინციპები;
დემოკრატიის განვითარების ძირითადი ისტორიული ეტაპები;
დემოკრატიული ინსტიტუტები და მათი მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებაში.
 III. მოქალაქეობა და მისი ასპექტები.
 IV. საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობა (საქართველოს კონსტიტუცია) და მისი კავშირი ადამიანის უფლებათა დეკლარაციასთან.
 V. ინტერაქტიული სწავლების პედაგოგიური და ფსიქოლოგიური საფუძვლები;
სამოქალაქო განათლების სწავლების მეთოდები და ფორმები:
დისკუსიის, მსჯელობის, კამათის წარმართვის მეთოდები;
მოსწავლეებში სოციალური წიგნიერების განვითარების საშუალებები;
თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები: მოზაიკა;
სიტუაციის მოდელირება.

დაინტერესებულ პედაგოგებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა, მათი მიღება ელ-ფოსტის მისამართზე: civics@ctc.org.ge გასტანს 2012 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით. განაცხადი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
 ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. უპირატესობა მიენიჭებათ პედაგოგებს, რომლებსაც გავლილი აქვთ ტრენინგი: “დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება” და ასევე მათ, ვინც არ დასწრებია ამერიკელი ექსპერტების მიერ ივნისის თვეში ჩატარებულ მასტერ კლასებს. თბილისის გარეთ მაცხოვრებელ პედაგოგებს აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და ღამისთევის ხარჯი.

გისურვებთ წარმატებებს!

Tuesday 30 October 2012

ბლოგერების კონკურსი

„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში სიქა აცხადებს ბლოგების კონკურსს ყველაზე აქტიური სამოქალაქო კლუბის ბლოგისა და პირადი პლოგის გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროგრამის პარტნიორი სკოლების საამოქალაქო კლუბების ბლოგებს, ასევე სამოქალაქო კლუბის წევრის პირად ბლოგებს.
კონკურსი ცხადდება 2 ნომინაციაში.
„ყველაზე აქტიური სამოქალაქო კლუბის ბლოგი“ იმარჯვებს ბლოგი, რომელშიც
  • განთავსებულია ყველაზე მეტი პოსტი 2012 წლის ოქტომბერი-ნოემბერი პერიოდის განმავლობაში კლუბის სამოქალაქო აქტივობების შესახებ.
  • აქვს პოსტებზე კომენტარების ყველაზე დიდი რაოდენობა.
პრიზი - 16 გბ გარე მეხსიერება.


„აქტიური ბლოგი“ იმარჯვებს ბლოგი, რომელშიც
  • განთავსებულია ყველაზე მეტი პოსტი 2012 წლის ოქტომბერი-ნოემბერი პერიოდის განმავლობაში, პრიორიტეტი -  პოსტი სამოქალაქო კლუბის აქტივობის შესახებ ;
  • აქვს პოსტებზე კომენტარების ყველაზე დიდი რაოდენობა.
პრიზი - ყურსასმენი.


კონკურსის დედლაინია 2012წლის 30 ნოემბერი.

სასკოლო სამოქალაქო კლუბების ფოტოები 2013 წლის კალენდრისთვის

"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში სიქა გეგმავს 2013 წლის კალენდრის გამოშვებას, რომელზეც განთავსდება სამოქალაქო კლუბების აქტივობების ამსახველი ფოტოები. ამ ფოტოების შესარჩევად პროგრამაში ჩართულ სკოლებს შეუძლიათ 15 ნოემბრამდე გამოაგზავნონ სასკოლო სამოქალაქო კლუბების აქტივობის ამსახველი 3 საუკეთესო ფოტო ელ.ფოსტაზე civic.siqa@gmail.com . თითოეული სკოლის 3 სურათიდან შეირჩევა 1 სუკეთესო, რომელიც 15 ნოემბერს განთავსდება Facebook-ის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ფოტოალბომში. ხმის მიცემა Like-ით გაგრძელდება 30 ნოემბრამდე. 12 ფოტო, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, განთავსდება პროგრამის 2013 წლის კალენდარში. 
იაქტიურეთ და დროულად მოგვაწოდეთ სამოქალაქო კლუბების სურათები!
P.S. ფოტოებს მოაყოლეთ აღწერა, რა აქტივობას ასახავს და თარიღი, როდის არის გადაღებული.

Monday 29 October 2012

„გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში - ტოლერანტობის დღე“

16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სასკოლო სამოქალაქო კლუბებს გთავაზობთ განახორციელოთ შემდეგი აქტივობები:
  • სემინარი ტოლერანტობის თემაზე;
  • ფოტოების გადაღება ტოლერანტობის თემაზე;
  • პოსტერები - ტოლერანტობაზე;
  • სლოგანების შემუშავება;
  • ინტერკულტურული საღამო;
  • აქცია თემში;
  • ფილმის ჩვენება ტოლერანტობის შესახებ.

 გთხოვთ, 7 ნოემბრამდე მოგვაწოდოთ ინფორმაცია ელ.ფოსტაზე civic.siqa@gmail.com, თუ რომელი აქტივობის განხორციელებას აპირებთ, აქტივობის გეგმა და რა რესურსები გჭირდებათ ამ აქტივობისათვის.
გისურვებთ წარმატებებს!

Friday 26 October 2012

ვიზიტი იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის იუსტიციის სახლში


25 ოქტომბერს   გარდაბნის #1, რუსთავის #11, #21, #26 და #28  საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების  19 აქტიური წევრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის იუსტიციის სახლს ესტუმრნენ.  
თავდაპირველად  მოსწავლეებმა დაათვალიერეს იუსტიციის სამინისტროს კანცელარია, ანალიტიკური და ეკონომიკური დეპარტამენტები. მოსწავლეები ადგილზევე გაეცნენ მუშაობის პროცესს და ამომწურავი პასუხი მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.  სამოქალაქო კლუბის წევრებს იუსტიციის სამინისტროში მასპინძლობა გაუწია ნოტარიატისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა დავით მაისურაძემ.                
იუსტიციის სამინისტროს დათვალიერების შემდეგ მოსწავლეთა გუნდს თბილისის იუსტიციის სახლმა უმასპინძლა. მენეჯერის მოადგილემ ნათია ლატარიამ ბავშვებს  მომსახურების ყველა სევრცე გააცნო.
ვიზიტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დღე ნაყოფიერად შეაფასეს. მიღებული უამრავი ინფორმაციიდან  მათ რანჟირება მოახდინეს სარგებლიანობის მიხედვით  და რამდენიმე მათგანისთვის მიღებული ინფორმაცია:
  • სტუდენტური სტაჟირების შესახებ;
  • იუსტიციის თანამშრომლების პროფესიული გადამზადების შესახებ;
  • სახემწიფოს პოლიტიკის შესახებ  სამინისტროს მიმართ
მნიშვნელოვანი გახდა სამომავლოდ პროფესიის არჩევაში.
მოსწავლეებს გაეზარდათ მოტივაცია, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო კლუბების საქმიანობაში, რათა მომავალში მსგავს ვიზიტებსა თუ აქტივობებში მონაწილეობის მეტი შანსი მიეცეთ . 

Thursday 25 October 2012

აზერბაიჯანულ სკოლაში საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფუძნებული ქართული ბიბლიოთეკა წარმატებით ფუნქციონირებს


სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საგრანტო პროექტით  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ძველ ქვეშის აზერბაიჯანულ სკოლაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. სკოლის ადმინისტრაციამ კლუბის წევრებს  მოთხოვნის საფუძველზე დაუთმო ორი ოთახი სკოლის ფართიდან. კლუბის მეურვესთან ერთად მოსწავლეებმა დაასუფთავეს და კეთილმოაწყვეს ბიბლიოთეკისა და სამკითხველოს ოთახები, საგრანტო პროექტის ფარგლებში შეიძინეს წიგნების კარადა და ქართული წიგნები.
აზერბაიჯანული სკოლის ქართული ბიბლიოთეკა არსებობის 4 თვის მანძილზე აქტიურად ფუნქციონირებს, აზრბაიჯანელმა მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაიწყეს ქართული პოეზიისა და პროზის ნიმუშების გაცნობა, გაიზარდა თემის წევრების ინტერესი ზოგადად ქართული ენის შესწავლისადმი , შესაბამისად ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზმა ქართული ენის გაკვეთილების ჩასატარებელი დარბაზის ფუნქციაც შეითავსა. სკოლის ადმინისტრაციამ, პროექტის წარმატებითა და სკოლის მოსწავლეებისა და თემის ინტერესით გამხნევებულმა, დამატებით შეიძინა საინტერესო ქართული წიგნები და გაამდიდრა სკოლის ქართული ბიბლიოთეკის წიგნსაცავი.
23 ოქტომბერს ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა ფართო აუდიტორიისათვის. ბიბლიოთეკას ეწვივნენ მეზობელი აზერბაიჯანული სკოლების, გეტასა და ნახიდურის მოსწავლეები და პედაგოგები, რომლებმაც გაიზიარეს თანატოლთა გამოცდილება. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, პროგრამა ჰარმონიის წარმომადგენელი - სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის გრანტების მენეჯერი,  სოფლის დეპუტატი ბოლნისის საკრებულოში და სხვა თანამდებობის პირნი, სულ 60-ზე მეტი ადამიანი. შეხვედრაზე ძველი ქვეშის მოსწავლეებმა სტუმრებს მოუთხრეს ქართული ბიბლიოთეკის შექმნის საჭიროების შესახებ, იმ საქმიანობების შესახებ, რაც მათ გასწიეს ბიბლიოთეკის მოსაწყობად. კლუბის მეურვემ და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა  ისაუბრეს ბიბლიოთეკის დაარსების შედეგებზე, მოსწავლეების მიერ ბიბლიოთეკის აქტიურ გამოყენებაზე, მათ მზარდ დაინტერესებაზე ქართული ლიტერატურისადმი, ბიბლიოთეკის ოთახის კეთილმოწყობის აუცილებლობაზე და სხვა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. აკაურთის თემის (რომელშიც სოფ. ძველი ქვეშია გაერთიანებული)  ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გოდერძი მიქელაძემ შეხვედრის ბოლოს განაცხადა:
-         მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტში შემავალ ორ სოფელში , ძველი ქვეში და გეტა, ხორციელდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა. სასიხარულია ამ აზერბაიჯანულ სკოლაში მსგავსი პროექტის განხორციელება და სოფელში პირველი ქართული ბიბლიოთეკის მოქმედება. იმედს ვიტოვებთ, მსგავსი სამოქალაქო აქტივობები გაგრძელდება მომავლშიც. სოფლის ტერიტორიული ორგანო არსებული რესურსების ფარგლებში მზადაა გვერდით ამოუდგეს სამოქალაქო კლუბებს თემისათვის სასარგებლო აქტივობების გახორციელებაში.

Tuesday 23 October 2012

სამოქალაქო კლუბების წევრთა საყურადღებოდ!


გეძლევათ  უნიკალური  შანსი, გაიაროთ  2-3 კვირიანი სტაჟირება (დღეში 2-3 საათი) შემდეგ დაწესებულებებში:
1.    რუსთავის იუსტიციის სახლი ( არის 4 ვაკანსია)
  Meeter greeter - შემხვედრი, მონაწილე ეხმარება სახლში შემოსულ მოქალაქეებს საჭირო სივრცის პოვნაში (გადამისამართება).
                   ფოტო ჯიხურთან დახმარება.
           თვითმომსახურების სივრცეში მომხმარებლებისათვის დახმარების გაწევა.
           სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში სხვადასხვა ტიპის საქმის გაკეთება.

2.    სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულია ასოციაცია (2 ვაკანსია)
ოფის-მენეჯერის ასისტენტი, ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი.

3.     ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/რუსთავის ფილიალი ( 2 ვაკანსია)
იურიდიული კონსულტაციების პროცესზე დასწრება, მუშაობის სტილის გაცნობა.

4.    USAID დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი/ რუსთავი
სხვადასხვა ღონიძიებების დაგეგმვის სწავლება, ორგანიზების პროცესში ჩართულობა.
 დაინტერესებული პირებმა უნდა გამოაგზავნოთ მოტივაციის წერილი (არაუმეტეს ნახევარი გვერდისა) თუ რატომ გინდათ გაიაროთ სტაჟირება თქვენთვის სასურველ დაწესებულებაში და შემდგომ როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნასა და უნარებს. სამოტივაციო გამოაგზავნეთ შემდეგ მეილებზე: ninivardiashvili@gmail.com: civic.siqa@gmail.com  არაუგვიანეს  1 ნოემბრისა.
მსურველთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორთა შერჩევა, სამოქალაქო კლუბებში მათი აქტიურობის მიხედვით.