Tuesday 13 November 2012

ტრენინგი დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების შესახებ აზერბაიჯანელი პედაგოგებისათვის


10-11 ნოემბერს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და ბოლნისის #5 საჯარო სკოლაში აზერბაიჯანელი პედაგოგებისათვის ჩატარდა ტრენინგი სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს გამოყენების შესახებ . ტრენინგს დაესწრო  ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართული აზერბაიჯანული სკოლების 27  სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
ტრენინგი ჩატარდა აზერბაიჯანულ ენაზე, ტრენინგს უძღვებოდა ხანუმ ახმედოვა. პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში გამოცემული სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების შესახებ. აზერბაიჯანულენოვანმა პედაგოგებმა გამოხატეს დიდი მადლიერება სახელმძღვანელოების კარგად შესრულებული თარგმანის გამო.
10 ნოემბერს ტრენინგს დაესწრო სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი ქ-ნი ნინო ბესელია. პედაგოგებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა წიგნის ავტორთან შეხვედრა, რომელსაც მრავალი პრაქტიკული შეკითხვა დაუსვეს და მიიღეს კვალიფიციური პასუხი. პედაგოგები კმაყოფილნი დარჩნენ ტრენინგით, აღნიშნეს რომ დამხმარე სახელმძღვანელოებს ბევრი მათგანი აქტიურად იყენებს არა მარტო სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე. პედაგოგების მხრიდან გამოითქვა სურვილი იიგვე თემაზე დამატებითი ტრენინგების ჩატარებისა.

No comments:

Post a Comment