Monday 5 November 2012

ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა (ACETT), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) სამოალაქო განათლების პედაგოგებს იწვევს სამოქალაქო განათლების ორდღიან ტრენინგზე: “ადამიანის უფლებები და დემოკრატიული სახელმწიფო”.
ტრენინგი გაიმართება 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში. ტრენერი: სამოქალაქო განათლების ექსპერტი, ქ-ნი ნინო ბესელია.
ტრენინგის თემატიკა ესადაგება სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომლის სიღრმისეული ცოდნა ევალებათ მასწავლებლებს.
ტრენინგის თემატიკა მოიცავს:

I. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები:
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საფუძვლები;
მათი განვითარების ძირითადი ისტორიული ეტაპები;
უფლებებისა და თავისუფლებების არსი;
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კლასიფიკაცია;
ადამიანის უფლებების და თავისუფლებების განმსაზღვრელი ფუძემდებლური დოკუმენტები.
 II. დემოკრატიის არსი და მისი ძირითადი ინსტიტუტები:
დემოკრატიის საფუძვლები და პრინციპები;
დემოკრატიის განვითარების ძირითადი ისტორიული ეტაპები;
დემოკრატიული ინსტიტუტები და მათი მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებაში.
 III. მოქალაქეობა და მისი ასპექტები.
 IV. საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობა (საქართველოს კონსტიტუცია) და მისი კავშირი ადამიანის უფლებათა დეკლარაციასთან.
 V. ინტერაქტიული სწავლების პედაგოგიური და ფსიქოლოგიური საფუძვლები;
სამოქალაქო განათლების სწავლების მეთოდები და ფორმები:
დისკუსიის, მსჯელობის, კამათის წარმართვის მეთოდები;
მოსწავლეებში სოციალური წიგნიერების განვითარების საშუალებები;
თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები: მოზაიკა;
სიტუაციის მოდელირება.

დაინტერესებულ პედაგოგებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა, მათი მიღება ელ-ფოსტის მისამართზე: civics@ctc.org.ge გასტანს 2012 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით. განაცხადი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
 ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. უპირატესობა მიენიჭებათ პედაგოგებს, რომლებსაც გავლილი აქვთ ტრენინგი: “დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება” და ასევე მათ, ვინც არ დასწრებია ამერიკელი ექსპერტების მიერ ივნისის თვეში ჩატარებულ მასტერ კლასებს. თბილისის გარეთ მაცხოვრებელ პედაგოგებს აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და ღამისთევის ხარჯი.

გისურვებთ წარმატებებს!

No comments:

Post a Comment