Ph International-მა გამოაცხადა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში რიგით მეხუთე მცირე გნატების კონკურსის შედეგები. პროგრამაში ჩართული ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების მიერ წარდგენილი პროექტებიდან დაფინანსდება 7 პროექტი. გამარჯვებული პროექტებია:
- მარნეულის #7 საჯარო სკოლა, მირანდა ლაბაძე - "ბიბლიოთეკა - დიდი საგანძურია" ;
 - მარნეულის #8 საჯარო სკოლა, სალომე ხოზრევანიძე - "ქართული სიტყვა";
 - რუსთავის #12 საჯარო სკოლა, ირინა მელქაძე-გელაშვილი - "კანონი დღეს";
 - მარტყოფის #2 საჯარო სკოლა, ქეთი შოშიაშვილი - "ჯანსაღი ცხოვრება";
 - კოდის საჯარო სკოლა, აჩიკო ეუაშვილი - "ჩვენ ვვითარდებით ერთად"
 - ლემშვენიერას #1 საჯარო სკოლა, თიკო ნიჟარაძე - "ჰარმონიული ცხოვრება, თანაბარი უფლებები";
 - ნახიდურის საჯარო სკოლა, კახა ჩუბინიძე - "ქართული ენა წარმატებული მოქალაქეობისათვის".
 
ვულოცავთ გამარჯვებულებს და პროექტის წარმატებით განხორციელებას ვუსურვებთ!
No comments:
Post a Comment