სიქამ  დაიწყო მოსწავლეთა სტაჟირების პროგრამა. ამ
ეტაპისთვის სტაჟირებისთვის შერჩეულია 10 მოსწავლე, მათგან  3 მოსწავლე სტაჟირებას გადის იუსტიციის სახლში,
ასრულებენ     Meeter greeter - შემხვედრების მოვალეობას, სტაჟიორი ეხმარება სახლში
შემოსულ მოქალაქეებს საჭირო სივრცის პოვნაში, თვითმომსახურების სივრცეში მომხმარებლებს უწევს კონსულტაციას და  დამატებით სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების
სივრცეში სხვადასხვა ტიპის საქმეს ასრულებენ.
2 მოსწავლე სტაჟირებას გადის დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში, მონაწილეები ჩართული არიან სხვადასხვა საორგანიზაციო პროცესში და
უშუალოდ მონაწლეობენ  შეხვედრებისა და
ღონიძიებების დაგეგმვაში.  
3 მოსწავლე სტაჟირებას გადის სიქაში,
ასრულებენ ოფის-მენეჯერის ასისტენტის მოვალეობას და ინაწილებენ იმ საქმეს, რასაც
ოფის მენეჯერი  ყოველდღიურად ასრულებს.
უახლოეს დღეებში 2 მოსწავლე სტაჟირებას დაიწყებს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სტაჟიორები დაესწრებიან იურიდიული
კონსულტაციების პროცესს და დეტალურად გაეცნობიან მუშაობის სტილს.
აღნიშნული სტაჟირებების დასრულების შემდეგ  ახალი ეტაპი დაიწყება.

No comments:
Post a Comment