Tuesday 27 November 2012

სამოქალაქო კლუბის წევრები სამაშველო სამსახურის მუშაობას გაეცნენ


26 ნოემბერს სიქას ინიციტივით რუსთავის 5 სკოლის სამოქალაქო კლუბების 15-მდე წევრი ქვემო ქართლის სამაშველო სამსახურს ეწვია.
თავდაპირველად ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ კახა ალადაშვილმა მოსწავლეებს სამსახურის საქმიანობა გააცნო და სამსახურის მუშაობის სტილზე ესაუბრა.
სამაშველო ბრიგადის წევრებმა კი მოსწავლეებს ხელსაწყოები დაათვალიერებინეს, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციებში პირველადი დახმარების აღმოსაჩენად გამოიყენება და მათი მოხმარების წესები აუხსნეს.
მაშველებისგანვე მოსწავლებმა გამოძახებებისა და საინტერესო შემთხვევების შესახებ ისტორიები მოისმინეს.
მოგვიანებით ახალგაზრდების ნაწილმა მაშველების დახმარებით პრაქტიკულად ისწავლეს თოკით მაღალი სართულიდან დაშვება.
მოსწავლეების თქმით, ვიზიტი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი, განსხვავებული და საინტერესო აღმოჩნდა.
სამაშველო სამსახურის გუნდმა გამოთქვა მზაობა კვლავ უმასპინძლონ სამოქალაქო კლუბის წევრებს. 

No comments:

Post a Comment