Sunday 8 July 2012

ვახტანგისის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივა

7 ივლისს ვახტანგისის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "უწყვეტი ჯაჭვი"-ს წევრების ინიციატივამ - სოფლის დასუფთავების შესახებ, შედეგი გამოიღო - ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ჩარევით და გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და სოფ. ვახტანგისის ადგილობრივი რწმუნებულის დახმარებით გარდაბნის დასუფთავების სამსახურს დაევალა სოფლის დასუფთავების მასშტაბური სამუშაოს ჩატარება.
კლუბ "უწყვეტი ჯაჭვის"  წევრებმა ჯერ კიდევ 12 ივნისს მიმართეს ჯერ სოფლის რწმუნებულს, შემდეგ კი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავ-რეს სოფლის დასუფთავების თხოვნით, რაზეც მიიღეს ზეპირი თანხმობა.
ივლისის დასაწყისში დასუფთავების პრობლემის მოგვარების საკითხში აქტიურად ჩაერთო ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი ქ-ნი ნინო ბასილაშვილი,
 გამოიყო ნაგვის გასატანად მანქანა და მუშახელი, დასუფთავების სამსახურმა დაასუფთავა სოფლის მთავარი ქუჩები, გაიტანეს ნაგავი ნაგავსაყრელებიდან და ნაგვის ურნებიდან. ადგილობრივი მოსახელობა აქტიურად ჩაერთო დასუფთავების აქციაში - დასუფთავდა ქუჩები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.
ვახტანგისის #2 საჯარო სკოლა სულ რამდენიმე თვეა რაც ჩაერთო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში". მიუხედავად პროგრამაში მონაწილეობის მოკლე პერიოდისა, მათ მიიღეს და წარმატებით განახორციელეს საგრანტო პროექტი ქალთა უფლებების დაცვის შესახებ, ასევე წარმატებით ახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივებს თემის პრობელემების მოსაგვარებლად. თანამშრომლობენ ადგილობრივ სახელისუფლებო უწყებებთან.

Sunday 1 July 2012

საზაფხულო ბანაკი დაიწყო

სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი - 2012 , რომელსაც ახორციელებს სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, იმართება ბაზალეთში თავისუფალი უნუვერსიტეტის ტრენინგ ცენტრში. ბანაკი ხორციელდება "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს USAID და ახორციელებს PH-International. ბანაკის განმავლობაში ჩატარებული ტრენინგის მოდულის ავტორი და ტრენერები არიან "მზიანი სახლი" -დან.
30 ივნისი-5 ივლისს ბანაკის პირველი ნაკადში მონაწილეობს 87 მოსწავლე და 3 პედაგოგი საქართველოს 11 რეგიონიდან, მათ შორის ქვემო ქართლიდან 11 მოსწავლე. 

პროგრამის შუალედური შემაჯამებელი შეხვედრა


ვიზიტი კაზრეთის #1 საჯარო სკოლაში


22 ივნისს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „საფიხვნოს“ წევრები მეზობელი მუნიციპალიტეტების საჯარო  სამოქალაქო კლუბების წევრებსა და მეურვეებს მასპინძლობდნენ.
„საფიხვნოს“ წევრებმა სტუმრებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ, გააცვნეს ის წარმატებები, რის გამოც კლუბმა საჩუქრად მიიღო ტექნიკა -  როგორც რეგიონის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა.
„საფიხვნოს“ წევრებმა სამოქალაქო კლუბის არსებობის წელიწადის განმავლობაში მრავალ წარმატებას მიაღწიეს - მიიღეს და განახორციელეს გრანტი, დაგეგმეს და განახორციელეს არაერთი საკლუბო აქტივობა, ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს თემში არსებული პრობლემების მოგვარების საინტერესო ინიციატივებით, ხელისუფლების დახმარებით განახორციელე მრავალი, თემისათვის სასარგებლო აქტივობა. კლუბის მეურვე დასახელდა წლის საუკეთესო პედაგოგად რეგიონიდან, კლუბმა პროგრამის ხელმძღვანელებისაგან მიიღო ტექნიკა საჩუქრად და მრავალი სხვა..
თუმცა კლუბის მთავარ მიღწევად მათი ინიციატივის საფუძველზე დაბა კაზრეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ თემის პრობრლემების მოგვარებისათვის გადადგმული ნაბიჯები და კონკრეტული შედეგებია: კლუბის ინიციატივით ადგილობრივმა ხელისუფლებმა ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი რესურსებით შეაკეთა კიბე, რომელიც სკოლის ეზოში გადიოდა და აკავშირებდა დაბის პირველი და მეორე მიკრორაიონების  მოსახლეობას ცენტრალურ გზასთან.   იმავე კიბესთან დამონტაჟდა გარე განათებაც, რათა მოსახლეობას საღამოსაც უსაფრთხოდ შეძლებოდა აღნიშნული კიბით სარგებლობა..
შეხვედრას ესწრებოდა დაბა კაზრეთის მუნიციპალიტეტის რწმუნებული ბ-ნი ნუგზარ ყალიჩეიშვილი, რომელმაც ისაუბრა სამოქალაქო კლუბთან თანამშრომლობის შესახებ, მოსწავლეების მიერ ინიცირებულ აქტივობებზე და სხვა.
შეხვედრაზე ასევე მოწვეული იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული 5 მეზობელი სკოლის სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლები, მათ შორის აზერბაიჯანული და სომხური სკოლებიდან.
მოწვეული სტუმრები დაინტერესდნენ „საფიხვნოს“ წევრების მიერ განხორციელებული აქტივობებით, მიიღეს კონკრეტული რჩევები მომავალი საკლუბო საქმიანობის უკეთ წარმართვისათვის, დაისახა ერთობლივი აქტივობების გეგმებიც.