Sunday 8 July 2012

ვახტანგისის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივა

7 ივლისს ვახტანგისის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "უწყვეტი ჯაჭვი"-ს წევრების ინიციატივამ - სოფლის დასუფთავების შესახებ, შედეგი გამოიღო - ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ჩარევით და გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და სოფ. ვახტანგისის ადგილობრივი რწმუნებულის დახმარებით გარდაბნის დასუფთავების სამსახურს დაევალა სოფლის დასუფთავების მასშტაბური სამუშაოს ჩატარება.
კლუბ "უწყვეტი ჯაჭვის"  წევრებმა ჯერ კიდევ 12 ივნისს მიმართეს ჯერ სოფლის რწმუნებულს, შემდეგ კი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავ-რეს სოფლის დასუფთავების თხოვნით, რაზეც მიიღეს ზეპირი თანხმობა.
ივლისის დასაწყისში დასუფთავების პრობლემის მოგვარების საკითხში აქტიურად ჩაერთო ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი ქ-ნი ნინო ბასილაშვილი,
 გამოიყო ნაგვის გასატანად მანქანა და მუშახელი, დასუფთავების სამსახურმა დაასუფთავა სოფლის მთავარი ქუჩები, გაიტანეს ნაგავი ნაგავსაყრელებიდან და ნაგვის ურნებიდან. ადგილობრივი მოსახელობა აქტიურად ჩაერთო დასუფთავების აქციაში - დასუფთავდა ქუჩები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.
ვახტანგისის #2 საჯარო სკოლა სულ რამდენიმე თვეა რაც ჩაერთო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში". მიუხედავად პროგრამაში მონაწილეობის მოკლე პერიოდისა, მათ მიიღეს და წარმატებით განახორციელეს საგრანტო პროექტი ქალთა უფლებების დაცვის შესახებ, ასევე წარმატებით ახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივებს თემის პრობელემების მოსაგვარებლად. თანამშრომლობენ ადგილობრივ სახელისუფლებო უწყებებთან.

No comments:

Post a Comment