Monday 28 October 2013

ვიზიტი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  ფარგლებში სიქა-ს ორგანიზებით 28 ოქტომბერს,  სამოქალაქო კლუბების   37 წევრი და 2 პედაგოგი ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტის  ეროვნულ ბიბლიოთეკას. მონაწილეებმა გაიგეს ბიბლიოთეკის  შექმნის, განვითარებისა და  ძველი თბილისის ისტორიები. შთამბეჭდავი იყო მოკლე  დოკუმენტური ფილმი ძველი თბილისის ისტორიაზე, სადაც ნაჩვენები იყო კადრები ძველი თბილისის ქუჩებისა და მნიშვნელოვანი დაწესებულებების შესახებ.
გიდმა მონაწილეებს დაათვალიერებინა საგამოფენო დარბაზი, რომელიც დახვეწილი გემოვნებითა და არქიტექტურის რამოდენიმე  მიმდინარეობის ნაზავითაა შექმნილი, ასევე დაათვალიერეს გერმანული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზი, სადაც თავმოყრილია ძალიან საინტერესო წიგნები. მიიღეს კონკრეტული რჩევები წიგნის გამოტანის შესახებ.
მონაწილეებმა კითხვაზე : „დაასახელეთ ერთი კონკრეტული რამ, რაც მოგცათ/ გასწავლათ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვიზიტმა?„  შემდეგნაირად უპასუხეს: 
„გავიგე როგორი იყო 60-იანების თბილისი“ - სალომე მათიაშვილი, რუსთავის #4 საჯარო სკოლა;
-  „შევიტყვე, ბიბლიოთეკის დაარსების ისტორია“ =მარიამ გელაშვილი, რუსთავის #21 საჯარო სკოლა;
- „არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება გაიგო ის, რაც მანამდე  არ იცოდი და თან ეს ყველაფერი ხდება უანგაროდ“ - ანა მჭედლიშვილი, რუსთავის # 24 საჯარო სკოლა;
- „წიგნები შემიყვარდა უფრო მეტად“ - მარიამ ცქვიტავა, რუსთავის #2 საჯარო სკოლა.
 ვიზიტორი სკოლები იყვნენ: ბოლნისის #1 და #5, კაზრეთის #1 და #2, რატევანის და რუსთავის #2, #4, #10, #15, #18, #21,#24, საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბები.

No comments:

Post a Comment