„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში“ სიქას ორგანიზებით მარნეულისა და რუსთავის იუსტიციის სახლებში გრძელდება მოსწავლეთა სტაჟირება. ამ ეტაპზე 4 მოსწავლე იმაღლებს კომპეტენციებს იუსტიციის სახლში
სტაჟირებისას. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია კიდევ 5 მოსწავლის სტაჟირება.
ამ ეტაპზე სტაჟირებას გადიან: რუსთავში #20 საჯარო სკოლის სამოქალაქო
კლუბის წევრები: ხატია შატბერაშვილი და ნათია ხვედელიძე, ხოლო მარნეულში - მარნეულის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის
წევრები: ანა ჭკადუა და დეა ხერგიანი.
სტაჟირების პროგრამაში შეუძლია ჩაერთოს სასკოლო სამოქალაქო კლუბის ნებისმიერ წევრს.
No comments:
Post a Comment