Thursday 13 February 2014

ვიზიტი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში

12 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო თეთრიწყაროსა და რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ვიზიტი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. შეხვედრას გიდობა გაუწია სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის  ხელმძღვანელმა ქალბატონმა, ნატა სულთანიშვილმა. მოსწავლეები გაეცნენ სამინისტროს დეპატრამენტებს: დაცული ტერიტორიების სააგენტოს,   გარემოს ეროვნულ სააგენტოს,  სატყეო-საბაზისო სანერგე მეურნეობას, ეროვნულ სატყეო სააგენტოს.
ვიზიტის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს თითოეული დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიის შესახებ, გაეცნენ დეპარტამენტების ხელმძვანელ პირებს და უშუალოდ მათგან მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე: ხე-ტყის უკანონო მოჭრის, ნაგავსაყრელის, ნადირობა-თევზაობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ახალგაზრდებთან თანამშრომლობის სურვილი და მზაობა გამოთქვეს.
ვიზიტორი სკოლები იყვნენ: თეთრიწყაროს #1 და #2, კოდის, ასურეთის, რუსთავის #15 და #26 სამოქალაქო კლუბების წევრები, სულ 25 მონაწილე.
შეკითხვაზე, თუ რა ისწავლეს/მიიღეს ამ ვიზიტის შემდეგ, მონაწილეებმა შემდეგნაირად უპასუხეს:
- გავეცანი საინტერესო სიახლეებს/ კანონებს, რომლებიც ახლო მომავალში ამუშავდება - თამარ არჩვაძე, კოდის საჯარო სკოლა;
- გავიგე რა განსხვავებაა ნაკრძალს, ეროვნულ პარკებსა და აღკვეთილს შორის - ანა ვაზაგაშვილი, კოდის საჯარო სკოლა;
შემეცვალა აზრი სამინისტროს მუშაობის შესახებ, დავინახე რომ ბევრ ღონისძიებებს ატარებენ - ლევან აფციაური, თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლა.
აღნიშნული ვიზიტი მოეწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH International. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში'.

No comments:

Post a Comment