სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია PH International აცხადებს ტექნიკის კონკურსს სასკოლო სამოქალაქო კლუბებისათვის. კლუბების მიერ განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 24 აპრილი. კონკურსი იქნება 2 სხვადასხვა კატეგორიის კლუბებისთვის:
- იმ კლუბებისთვის,რომლებმაც 2012 წელს ვერ გაიმარჯვეს ტექნიკის კონკურსში და არ მიუღიათ ჯილდოდ დაწესებული ტექნიკა (ინფორმაცია კონკურსის შესახებ, განაცხადის ფორმა) ;
- დამატებითი ტექნიკის კონკურსი იმ კლუბებისათვის, ვინც 2012 წლის კონკურსში გამარჯვების შედეგად მოიპოვეს ტექნიკის საბაზო ან საშუალო კომპლექტი (მაგრამ არა სრული კომპლექტი. ქვემო ქართლის რეგიონში სრული კომპლექტი მოპოვებული აქვს რუსთავის #15 საჯარო სკოლას). ასეთი კლუბების მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით და მათ მიერ 2012 წლის 1 ივნისიდან დღემდე მიღწეული წარმატებული შედეგების საფუძველზე შესაძლებელია კონკურსში გამარჯვებულმა კლუბებმა მიიღონ 1 ან 2 დასახელების ისეთი ტექნიკა, რომელიც მათ არ მიუღიათ 2012 წელს. ( ქვემო ქართლის რეგიონში ასეთი სკოლებია კაზრეთის #1, რუსთავის #20, ბარეთის საჯარო სკოლები). განაცხადის ფორმა
განაცხადის წარდგენა ხდება ერთ-ერთი გზით:
ა) ელ.ფოსტით პირდაპირ PH International-ის ოფისში მისამართზე tea.mshvenieradze@ph-int.org განაცხადი წარდგენილი უნდა კონკურსის მოთხოვნების შესაბამისად.
ან
ბ) ელ.ფოსტით მისამართზე civic.siqa@gmail.com ან ამობეჭდილი სახით სიქა-ს ოფისში.
ინფორმაცია კონკურსის შესახებ ასევე განთავსებულია პროგრამის პორტალზე http://civics.ge/
გისურვებთ წარმატებებს!
No comments:
Post a Comment