Wednesday 30 January 2013

პროგრამის შუალედური შემაჯამებელი შეხვედრა მარნეულში

30 იანვარს მარნეულის საკრებულოს შენობის დიდ სააქტო დარბაზში სიქა-ს ორგანიზებით გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონის აქტიური სამოქალაქო კლუბების წევრები.პროგრამის კოორდინატორმა ქვემო ქართლის რეგიონში ინგა პაიჭაძემ გააკეთა ანალიზი პროგრამის მესამე წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მიღწეული შედეგების შესახებ. რეგიონის ხუთმა აქტიურმა კლუბმა გააკეთო საკლუბო მუშაობის პრეზენტაცია.  PH International-ის მცირე გრანტების პროგრამის მენეჯერმა ინგა ქიბროწაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა რეგიონში პროგრამის მიმდინარეობით. ღონისძიების დასასრულს აქტიური სამოქალაქო კლუბები დაჯილდოვდნენ სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით. შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდა კლუბების 120-ზე მეტი წევრი და მეურვე.

1 comment:

  1. ძალზედ საინტერესო და სასიამოვნო შემაჯამებელი გამოვიდა, განსაკუთრებით ჩვენი კლუბისათვის "Bridge",რადგან მოგვეცა შესაძლებლობა ფართედ გაგვეცნო რეგიონისათვის ჩვენი მიღწევების შესახებ და დაგვემსახურებინა პოზიტიური უკუკავშირი! დიდი მადლობა პროგრამას და პარტიორ ორგანიზაციებს!

    ReplyDelete