Tuesday 31 May 2011

დებატების რეგიონული ტურნირი

 დებატების რეგიონული ტურნირისთვის მზადება

დებატების რეგიონული ტურნირის დაგეგმვის ეტაპზე მოხდა პროგრამაში ჩართული სკოლების ინფორმირებულობა. დაინტერსებული სკოლები დაიყო ორ  სამუშაო ჯგუფად, რის შემდეგაც დაიგეგმა კვირაში 2 სამუშაო შეხვედრა.
სამუშაო შეხვედრების ციკლი დაიწყო 9 აპრილს და გაგრძელდა 23 მაისამდე, რომლებზეც სამოქალაქო კლუბის წევრები სწავლობდნენ ფორმალური დებატების წესებსა და ტექნიკას, და პრაქტიკაში ახორციელებდნენ ანუ თამაშობდნენ; მწვრთნელისგან, ნინო ვარდიაშვილისგან,  იღებდნენ კონკრეტულ რჩევებს, შენიშვნებს, რამაც თავისთავად გაზარდა მონაწილეები, როგორც მოდებატეები. სულ შედგა 14 შეხვედრა: თითო შეხვედრა გრძელდებოდა 2-3 საათის განმავლობაში.  ტურნირისთვის მზადების პროცესი გაგრძელდა 2 თვე. 

დებატების ტურნირი

დებატების ტურნირი გაიმართა  28-29 მაისს, 11:00-18:00-მდე.
ტურნირში მონაწილეობდნენ რუსთავის : 1, 4, 5, 7, 10, 12, 15, 21, 22, 25 , გარდაბნის #1 და  ბოლნისის #5 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის  წევრები.
ღონისძიებაში ჩართული იყო: 12 საჯარო სკოლის 42 მოსწავლე და 10 მსაჯი.
ტურნირის პირველ დღეს მონაწილე 14-მა გუნდმა ითამაშა 4-4 თამაში თანაბარ პოზიციებში. თითოეულმა გუნდმა ითამაშა 2 მტკიცებითი და 2 უარმყოფელი პოზიცია. გარდა ამისა ყოველი მომხსენებელი შეფასდა ქულებით და რანგებით. მეორე დღეს კი ოლიმპიური მეთოდით, 8 ნახევარ ფინალისტმა გუნდმა ითამაშა. წაგება-გავარდნის მეთოდით შედგა ფინალური თამაში, სადაც ითამაშა ბოლნისის #5 სკოლის და რუსთავის #5 სკოლის სამოქალაქო კლუბის მოდებატეებმა. გამარჯვებული გახდა ბოლნისის #5 სკოლა. ასევე გამოვლინდა 10 საუკეთესო მომხსენებელი:
 I ადგილი დაიკავა #22 სკოლის მოსწავლემ სალომე გიგნიაშვილმა,
 II ადგილი - გარდაბნის #1 სკოლის მოსწავლე ილო ქარდავამ,
 III ადგილი -  #5 სკოლის მოსწავლემ ნანა ლობჟანიძემ.
ფინალისტი გუნდები და 10 საუკეთესო მომხსენებლი დაჯილდოვდნენ პრიზებით და სიგელებით, ხოლო დანარჩენი მოდებატეები - მონაწილის სერთიფიკატით.
ტურნირის პირველ დღეს მოდებატეებთან გაიმართა დისკუსია კითხვა- პასუხის რეჟიმში, სადაც  დასმული იყო შემდეგი შეკითხვა: “დამისახელეთ ერთი კონკრეტული რამ, რაც გასწავლათ დებატებმა და ამ ტურნირმა?” ამ კითხვაზე მოდებატეებმა შემდეგნაირად უპასუხეს (ციტირება ):
მარიამ მიროტაძე #25 სკოლა – მასწავლა ჩემი აზრის დაცვა, პოზიციის წარმოჩენა და ის, რომ დაბნევა ცუდია.
მარიამ ქვათაძე #12 სკოლა – მასწავლა სიმშვიდე და ვცდილობ გაწონასწორებული ვიყო.
თორნიკე სამხარაძე ბოლნისის#5 სკოლა- ვისწავლე სხვისი აზრის პატივისცემა.
თამუნა კობაიძე #10 სკოლა – მასწავლა გუნდურობა.
მერი ჯალიაშვილი #7 სკოლა- ვისწავლე გუნდურობა, თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის ობიექტურად შეფასება.
თაკო გოგოლაძე #22 სკოლა- ვისწავლე ჩაწერა ყველაფრის და ის, რომ უნდა იყო მოქნილი (ეშმაკობაც ვისწავლე);
სალომე გიგნიაშვილი #22სკოლა - ერთი ფაქტის სხვადასხვა კუთხით დანახვა და შესაბამისად გამოყენება.
მარი სხირტლაძე #21 სკოლა- ვისწავლე, რომ შეიძლება შევეწინააღმდეგო ჩემთვის მისაღებ ფაქტს, რადგან თამაშს ასე სჭირდება.
როგორც ამ პასუხებიდან ჩანს, მოთამაშეებისათვის დებატების ტურნირი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.  ტურნირის დასასრულს დაიგეგმა მონაწილე მსაჯებთან სამუშაო შეხვედრის თარიღი, სადაც მოხდება ტურნირის მსვლელობისა და შედეგების გაანალიზება.

2 comments:

  1. ძალიან მიხარია, რომ სიქა ცდილობს კვლავ დანერგოს და განავითაროს სამწუხაროდ მივიწყებული საგანმანათლებლო დებატების პროგრამა! დებატების უნარ-ჩვევების განვითარება ახალგაზრდებს შორის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც ახალგაზრდების ინდივიდუალური ჩამოოყალიბების, ასევე საზოგადოების სასიკეთო განვითარების საქმეში! წარმატებებს გისურვებთ და თქვენს გვერდით მიგულეთ! ;)

    ReplyDelete
  2. მადლობა იოსებ კომენტარისათვის და თანადგომისათვის! დებატების მართლაც ძალიან კარგი პროგრამაა და სიქა ცდილობს ახალ თაობასაც მისცეს საშუალება აითვისოს დებატების ხელოვნება. თავადაც იცი, რამდე უნარს უვითარებს ეს პროგრამა ახალგაზრდებს, რაც საბოლოოდ ისევ საზოგადოების სასიკეთოდ ხდება.

    ReplyDelete