Thursday 9 February 2012

მზადება "სიკეთის ეპიდემიისთვის" დაიწყო


9 თებერვალს რუსთავის 7 სკოლის: #2,#5,#10,#12,#14,#15,#20,#26 სამოქალაქო კლუბის მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ  „სიქა-ს“ მიერ ინიცირებული საქალაქო ღონისძიების დაგეგმვის პროცესში. ღონისძიების სახელწოდებაა “სიკეთის ეპიდემია“, ხოლო მიზანი არის სიკეთის კეთებისკენ მიმართული პროპაგანდა. საწყის ეტაპზე მოხდა სამუშაო ჯგუფის გაცნობა და პროგრამის სარგებლიანობის დანახება, მოსწავლეებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაუზიარეს სამოქალაქო კლუბების ახალ წევრებს, თუ როგორ შეიძლება  გაიზარდონ სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. შეხვედრის მეორე ნახევარი მთლიანად დაეთმო „სიკეთის ეპიდემიის“ შინაარსობლივ და ტექნიკურ მხარეს. ბავშვებთან ერთად მოხდა იდეების შემუშავება და შემდგომ საბოლოო სახის მიცემა, თუ რა, სად და როგორ უნდა გაკეთდეს. შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რადგან მოხდა როგორც მთავარ ასევე წვრილმან დეტალებზე მუშაობა და შეჯერება.

No comments:

Post a Comment