Sunday 13 May 2012

გამოვლინდნენ ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულნი

გამოვლინდნენ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში მიმდინარე ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულნი, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით დაჯილდივდებიან. ბლოგერების კონკურსი 7 ნომინაციაში PH-International-მა თებერვლის ბოლოს გამოაცხადა და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს 11 რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებს შეეძლოთ. გამარჯვებულთა შორის ქვემო ქართლის რეგიონიდან არის სსიპ ქ.რუსთავის №15 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "მე-აქტიური მოქალაქე" ერთ-ერთი ლიდერი მარიამ მხეიძე, რომელმაც ნომინაციაში "სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი" მეორე ადგილი დაიკავა. ვულოცავთ მარიამს ამ წარმატებას!

1 comment:

  1. ვულოცავ გამარჯვებას! იმედია, შემდეგშიც არანაკლებ საინტერესო ბლოგები შეიქმნება!

    ReplyDelete