Sunday 25 November 2012

მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა


"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში PH International-ის მიერ მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 8 იანვარი.

კონკურსში უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ მონაწილეებს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ დაფინანსება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში.  

საკონკურსო თემები

1. ბიზნეს სექტორის ჩართვა ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში;
2. ახალგაზრდების მედიასთან თანამშრომლობა საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების გაშუქების მიზნით;
3. სკოლის თუ თემის პრობლემების მოგვარება ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით;
4. მოსწავლეთა თვითმმართველობის და / ან სასკოლო სამოქალაქო კლუბების გაძლიერება; 
5. ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
6. ადამიანთა უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა;
7. სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია საზოგადოებაში;
8. მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა (მაგ: შეზღუდული შესაძლებლობების პირები, იძულებით გადაადგილებულნი და ა.შ.)
9. ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება/ადვოკატირება ახალგაზრდების მიერ;
10. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და
11. ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია (უპირატესობა მიენიჭება იმ მოსწავლეთა განაცხადებს, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში 2012 წელს მონაწილეობა მიიღეს "საქართველოს ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირის" მიერ ჩატარებულ ტრენინგებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ).

ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 4 საათზე სიქა-ს ოფისში ტარდება საკონულტაციო შეხვედრები მცირე გრანტების განაცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით. მალე დაიდება რეგიონებში საკონსულტაციო შეხვედრების განრიგიც.

მიიღეთ მონაწილეობა მცირე გრანტების კონკურსში და გაიმარჯვეთ!
გისურვებთ წარმატებებს!

No comments:

Post a Comment