Tuesday 4 June 2013

ვიქტორინის გამარჯვებული მარნეულის #5 სკოლის გუნდი გახდა

   3 ივნისს თბილისში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჩატარდა ვიქტორინა რელიგიები და ეთნოსები საქართველოში“, რომელშიც მონაწილეობდა 10 გუნდი  ქვემო და შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და თბილისიდან. ვიქტორინა ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, რომელმაც წელს ითანამშრომლა ორგანიზაცია PH International-თან და ვიქტორინა მოაწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პარტნიორი სკოლებისთვის.
ქვემო ქართლიდან მონაწილეობდა 3 გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იყო  რუსთავის #15, მარნეულის #5 და გარდაბნის #1 სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებისგან.
ვიქტორინის 3 ტურის შემდეგ დაწინაურდნენ და ერთნაირი ქულები დააგროვეს მუხრანისა და მარნეულის #5 სკოლების გუნდებმა. მათ შორის კონკურსში გამარჯვება მარნეულის გუნდს ხვდა წილად. გამარჯვებული გუნდის თითოეული წევრი დასაჩუქრდა Ipad-ით, ხოლო ვიქტორინაში მონაწილე გუნდების წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები და ტოლერანტობის ცენტრის მიერ გამოცემული ენციკლოპედიები. ვიქტორინის შემდეგ მონაწილეებისთვის მოეწყო ექსკურსია ძველი თბილისის ტერიტორიაზე არსებულ სომხური ეკლესია, მეჩეთსა და სინაგოგაში.
სიქა ულოცავს მარნეულის #5 სკოლის გუნდს გამარჯვებას და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს!

No comments:

Post a Comment