8 ნოემბერს ბოლნისის #1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში სიქას ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ღონისძიების
დაგეგმვა“.
ტრენინგს ესწრებოდა ბოლნისის #1, #5 და რატევანის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების 28 წევრი.
ტრენინგის მიზანი იყო, მოსწავლეებს მიეღოთ ინფორმაცია
ღონისძიების დაგეგმვის, მომზადების, წარდგენის და შეფასების ეტაპებზე.
ინფორმაციული ნაწილის გაცნობის შემდეგ მონაწილეებმა
დაგეგმეს 3 ღონისძიება, რომელსაც დეკემბრის ბოლომდე ჩაატარებენ. თითო სკოლამ დაგეგმა
თითო ღონისძიება:
- ბოლნისის #1 საჯარო სკოლა - ღონისძიების თემა : ტოლერანტობა (16 ნოემბერი);
- რატევანის საჯარო სკოლა - ღონისძიების თემა : აივ–შიდსი (1 დეკემბერი);
- ბოლნისის #5 საჯარო სკოლა - ღონისძიების თემა : ტრეფიკინგი (2 დეკემბერი);
სიქა მომავალშიც გეგმავს მსგავს ტრენინგებს სასკოლო სამოქალაქო კლუბებისთვის.
No comments:
Post a Comment