8 დეკემბერს, სიქა-ს ორგანიზებით, ქ. რუსთავის #22 სკოლაში რეგიონული დებატების ტურნირი მოეწყო, ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ ქ. რუსთავისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები. დებატების ტურნირი კარლ პოპერის/ფასეულობათა ფორმატით ჩატარდა, რეზოლუციით "საქართველოში მონარქიული მმართველობა გამართლებულია". ტურნირში მონაწილე 8 გუნდი ახალგაზრდა თანასწორგანმანათლებლებმა მოამზადეს, რომლებმაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე დებატ ბანაკში მიღებული ცოდნა სიქა-ს დებატების ტრენერებთან განამტკიცეს. ტურნირში პირველი ადგილები რუსთაველმა ახალგაზრდებმა დაიკავეს! ვულოცავთ რუსთავის #20 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გამარჯვებას და გვჯერა, წინ კიდევ ბევრი წარმატებები ელით. გამარჯვებულ გუნდებს და საუკეთესო მოდებატეებს სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.
No comments:
Post a Comment