Tuesday 11 December 2012

გენდერული თანასწორობა


 10 დეკემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის  სოფ, ვახტანგისის #1 აზერბაიჯანული საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ვიქტორიას“ წევრებმა ორგანიზება გაუკეთეს სასკოლო  ღონისძიებას, რომლის მთავარი თემა გენდერული თანასწორობაა.
შეხვედრას ესწრებოდა სოფელ ვახტანგისის რწმუნებული ქ-ნი მარინა ირემაშვილი, სკოლის პედაგოგები, ადმინისტრაცია, სოფლის აზერბაიჯანული თემი.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა ქართულ და აზერბაიჯანულ   ენებზე ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, აზერბაიჯანელ გოგონებში სრული საშუალო განათლების მიღებისადმი ინტერესის ნაკლებობაზე, ქალების უფლებაზე მიიღონ მაღალი დონის განათლება, რაც საბოლოო ჯამში ისევ მათ ოჯახებს, თემს და ზოგადად საზოგადოებას წაადგება.  უკეთ განათლებული დედა ხომ უკეთესად გაზრდის შვილებსაც.
შეხვედრას წინ უსწრებდა სამოქალაქო კლუბ „ვიქტორიას“ წევრების სათემო აქცია, რომლის ფარგლებშიც მათ სოფლის მაცხოვრებელებს დაურიგეს ფლაერები მოწოდებით- ხელი შეეწყოთ უფროსკლასელი გოგონებისათვის იარონ სკოლაში და მიიღონ სრული საშუალო განათლება. „გოგოებსაც აქვთ სწავლის  უფლება“ - ეწერა მათ პოსტერზე.
სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ორგანიზება გაუკეთეს გამოფენას, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლე გოგონები, რომლებმაც საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სკოლის პედაგოგები, გამოავლინეს გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში: “ყველაზე ხელმარჯვე“, „გამოფენის ყველაზე პატარა მონაწილე“,“ საუკეთესო მქსოველი“, ქარგვის ოსტატი და ა.შ.
კლუბის ხელმძღვანელად არჩეული იქნა მე-10 კლასის მოსწავლე კლუბის წევრი აითაჯ  ხალილოვი. დაიგეგმა სამომავლო აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანელი გოგონების გააქტიურებას. 
გოგონების ინიციატივით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დაეხმარება გოგონებს, რომელთაც უჭირთ გარკვეული საგნების სწავლა, დაეხმარონ კონკრეტული საგნების უკეთ ათვისებაში.
ასევე იგეგმება სხვადასხვა სათემო აქტივობები, რომლის მიზანია  აზერბაიჯანულ თემში გოგონების განათლებისადმი დამოკიდებულების გაუმჯობესებაზე .  

No comments:

Post a Comment