Wednesday 14 August 2013

რუსთავის სამოქალაქო კლუბების წევრებმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა ქვემო ქართლში პარტნიორი ორგანიზაცია სიქას ამერიკელ და ევროპელ მოხალისეებთან ერთად 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მასშტაბური აქციით აღნიშნეს.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 1999 წლიდან აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

კლუბის წევრებმა წინასწარ მოამზადეს პოსტერები მოწოდებებით „იყავი ის ცვლილება, რომელიც გინდა დაინახო მსოფლიოში“, „შექმენი უკეთესი ხვალინდელი დღე“, „გაქვს სურვილი შეცვალო  - შემოგვიერთდი“ და სხვა .    ამ მოწოდებებით ახალგაზრდებმა ქ. რუსთავის მოსახლეობას მოუწოდეს სამოქალაქო აქტივობებისაკენ. აქცია გაიმართა რუსთავის ორ წერტილში ერთდროულად - ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა აქცია წამოიწყო შარტავას მოედანზე, მეორემ კი - მერიის წინ მოედანზე. ახალგაზრდებმა ასევე დაბეჭდეს ფლაერები, რომელზეც განათავსეს ინფორმაცია ახალგაზრდობის დღის შესახებ, ასევე სამოქალაქო აქტივობებში  მოხალისეობრივად ჩართულობის მოწოდებები.

No comments:

Post a Comment