Wednesday 14 August 2013

სემინარი მოხალისოების თემაზე

12 აგვისტოს ქ. რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რუსთავის სამოქალაქო კლუბების წევრებმა და  სიქა-ს ახალგაზრდა მოხალისეებმა ჩაატარეს სემინარი ახალგაზრდებისათვის, რომელზეც ისაუბრეს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის შესახებ. სემინარის მთავარი თემა გახლდათ მოხალისეობა. წარმოდგენილი იყოს პრეზენტაცია „რატომ უნდა გავხდე მოხალისე“, სადაც ახალგაზრდებს გააცნეს მოხალისეობის მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოხალისის პიროვნული კომპეტენციების ზრდაში, ასევე სემინარის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქართველი ახალგაზრდებისათვის ხელმისაწვდომი მოხალისეობრივი პროგრამების შესახებ - სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

ამერიკელმა და ევროპელმა მოხალისეებმა ისაუბრეს მათი მოხალისეობრივი გამოცდილების თაობაზე, ასევე სამოქალაქო კლუბების წევრებთან და რუსთაველ ახალგაზრდებთან ერთად დასახეს ერთობლივი სამოქალაქო აქტივობები.

No comments:

Post a Comment