Tuesday, 22 April 2014

„ნათელი მომავლის“ წევრებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულეს

15 აპრილს მარნეულის მე-3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ნათელი მომავლის“ წევრებმა თბილისში, „მშობელთა სახლში“ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს. კლუბის წევრებმა ბავშვებს წიგნები შეუძინეს და პროექტის „ხელმარჯვე ოსტატების“ ფარგლებში მათ მიერვე დამზადებული ხელნაკეთი აქსესუარებითაც დაასაჩუქრეს.  ამავე დღეს კლუბის წევრებმა საკვები პროდუქტები შეუძინეს „ბერი ანდრიას ფონდში“ მყოფ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს და აქსესუარებთან ერთად ფონდის ხელმძღვანელს დედა თინათინს გადასცეს. საჩუქრების შეძენა მარნეულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი     ნივთების გაყიდვის შედეგად შემოსული თანხით მოხერხდ.

შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო გამოფენები მარნეულსა და თბილისში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" მცირე გრანტების დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტს USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH International. პროგრამის პარტნიორი ქვემო ქართლშისიქაა“.

Monday, 14 April 2014

პროექტის „მე, შენ, ჩვენ“ დახურვა

რუსთავის #20 სკოლის სამოქალაქო კლუბმა Friendship club დაასრულა მცირე საგრანტო პროექტი „მე, შენ, ჩვენ“. 14 აპრილს მოეწყო პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებაზე პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს განხორციელებული აქტივობების შესახებ, წარმოადგინეს შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალა, მონაწილეებს, მათ შორის რუსთავის 6 სხვა სკოლიდან, გადაცეს სერთიფიკატები და პრიზები. პრიზებისთვის წიგნების შეძენა სრულად დააფინანსა რუსთავის ახალგაზრდულმა ცენტრმა.  

დამსწრეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პროექტში მიღებული გამოცდილება, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე. 

Thursday, 10 April 2014

რუსთავში ქვემო ქართლის სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა

10 აპრილს რუსთავში ქვემო ქართლის სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა.  ფორუმს დაესწრო ბანაკის მონაწილე 24 (მათ შორის 12 ქართული და 12 აზერბაიჯანული) სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვეები, მოსწავლეები, პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები. ბანაკის განმავლობაში მონაწილეებმა ტრენერებისა და ლიდერების ფასილიტაციით მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად 10 პროექტი შექმნეს, რომელთაგან ბანაკის ფარგლებში 1300$ ოდენობის გრანტი გაიცა 7 პროექტზე. შედეგად ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში მოსწავლეების ძალისხმევით თითო, თემისათვის მნიშვნელოვანი, პრობლემა მოგვარდა: ქ. რუსთავში მე-12 მკრ-ნთან გზაზე მოეწყო წრიული და დაიდგა 9 საგზაო ნიშანი; წალკის მთავარ ქუჩაზე, სადაც საბავშვო ბაღი და სკოლაა განთავსებული, და ბოლნისის 4 ქუჩაზე მოეწყო მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერები, დაიდგა საგზაო ნიშნები; მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე  134 შენობაზე განთავსდა  მისამართის აბრები; მარტყოფში შეკეთდა და შემოიღობა სასმელი წლის ავზი, რომლიდან მიწოდებული წყლით 3000-ზე მეტი მოსახლე სარგებლობს, დმანისის სპორტულ მოედანზე მოეწყო ორი დამხმარე ნაგებობა -  გასახდელი სპორტსმენებისათვის.
ფორუმს ესწრებოდნენ პროგრამის განმხორციელებელი ორგანზაცია PH International-ის წარმომადგენლები, ქ. რუსთავის მერი დავით  ჯიქია  და მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე,  დმანისის საკრებულოს თავჯდომარე ნოდარი ადუაშვილი. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს განხორციელებეული პროექტების ანგარიში, ნაჩვენები იქნა ფილმი ბანაკის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

ქ. რუსთავის მერმა დ. ჯიქიამ და დმანისის საკრებულოს თავჯდომარემ ნ. ადუაშვილმა აღფრთოვანება გამოთქვეს მოსწავლეების აქტიური მოქალაქობრივი პოზიციით და მომავალშიც დიდი მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადეს თემის საჭიროებების მოსაგვარებლად დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში.

Tuesday, 8 April 2014

ახალგაზრდული ფორუმის პროექტით რუსთავის სკოლების სპორტული ინვენტარით მომარაგება

2013 წლის 30 ნოემბერს სიქა-ს მიერ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში რუსთავში ორგანიზებულ ახალგაზრდულ ფორუმზე, რუსთავის სამოქალაქო კლუბების წევრებმა ქალაქში არსებული პრობლემებიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სპორტული მოედნების მოუწესრიგებლობა დაასახელეს, რის გამოც მოქალქეებს შორის ნაკლებად ხდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშწყობა. პრობლემის მოსაგვარებლად შერჩეული იქნა რუსთავის ოთხი სამიზნე სკოლა, რომლებიც გამოირჩევიან სამოქალაქო აქტიურობის სიმრავლით და ამავდროულად, მათი სპორტული მოედანი საჭიროებს გარკვეულ რეაბილიტაციას. მოხდა შერჩეული სკოლების საჭიროების კვლევა, რის საფუძველზეც მათთვის შეძენილი იქნა საკალათბურთო ფარები და ფრენბურთის ბადეები. 
3 აპრილს რუსთავის რუსთავის #4, #11, #23, #24 სკოლებს გადაეცათ სპორტული ინვენტარი, იმავე დღეს თემის წევრების, სკოლის ადმინისტრაციისა და მოსწავლეების ჩართულობით მოხდა ფარებისა და ბადეების დამონტაჟება. რუსთავის #11 სკოლაში დაიგეგმა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობი კვირეული.

Monday, 7 April 2014

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა პროექტის "ხელმარჯვე ოსტატის" ფარგლებში

7 აპრილს მარნეულის #3 სკოლამ პროექტის “ხელმარჯვე ოსტატები“ ფარგლებში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. ღონისძიებისთვის ფართი უსასყიდლოდ გამოყო მარნეულის კულტურის სახლმა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხელით დამზადებული სამკაულები და აქსესუარები. გამოფენა გაყიდვის მეორე ეტაპი, მარნეულის შემდეგ, იგეგმება თბილისში,  კავკასიურ სახლში.  გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს გადაეცემა. 

პროექტის "უსაფრთხო გარემოს" შემაჯამებელი შეხვედრა

მარნეულის #5 საჯარო სკოლამ განახორციელა პროექტი „უსაფრთხო გარემო“, რითაც სკოლას აქტუალური პრობლემა მოუგვარდა. წვიმის დროს შესასვლელში ისეთი გუბე დგებოდა, რომ სკოლაში შესვლა უსაფრთხო აღარ იყო.  პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა სკოლაში შესასვლელი, მოსწავლეების და მშობლების დახმარებით დაიგო ფილაქანი და ახლა მოსწავლეებს და უფროსებს სკოლაში შესვლა ნებისმიერ ამინდში უსაფრთხოდ შეუძლიათ.

7 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის შენობაში შედგა პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო კლუბის აქტიური წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის,  სკოლის და სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციის წარმომადგენლები. მოსწავლეებმა სტუმრებს წარუდგინეს პროექტის მიმდინარეობის ამსახველი მასალა, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. თავის მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები სამომავლოდაც დაპირდნენ თანადგომას საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობების განხორციელებისას. 

სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი იწყება

გაცნობებთ, რომ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში დაგეგმილია "სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის" 3 ნაკადი, რომელსაც ორგანიზებას გაუწევს "სიქა" "მზიან სახლთან" ერთად და ჩატარდება ქ.წყალტუბოში სასტუმრო "წყალტუბო სპა რესორტი"-ს ბაზაზე.

ბანაკის დაწყებისა და დამთავრების თარიღები შემდეგია:
1.      26 აპრილი დაწყება - 1 მაისი დამთავრება;
2.      9 მაისი დაწყება- 14 მაისი დამთავრება (9 მაისი და 12 მაისი ოფიციალური დასვენების დღეებია);
3.      22 მაისი დაწყება- 27 მაისი დამთავრება (26 მაისი დასვენების დღეა).
ქვემო ქართლის რეგიონიდან სულ მონაწილეობას მიიღებს 33 მონაწილე, თითო ნაკადზე 10 მოსწავლე და 1 პედაგოგი.

  
წელსაც, ისევერ როგორც წინა წლებში, ბანაკში მონაწილე მოსწავლეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
1.      უნდა იყვნენ აუცილებლად პროგრამის პარტნიორი სკოლებიდან;
2.      მათ კარგად უნდა იცნობდეს პარტნიორი ორგანიზაცია და უნდა ჰქონდეს მასთან მუშაობის გამოცდილება)
3.      არ უნდა ჰქონდეთ მონაწილეობა მიღებული პროგრამის ფარგლებში გამართულ არცერთ ბანაკში (არც 2011, 2012 და 2013 წლის საზაფხულო ბანაკებში, არც 2012 და 2013 წლის დებატებისა და საჯარო გამოსვლების ბანაკში და არც სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 2013 და 2014 წელს ჩატარებულ სამოქალაქო ინტეგრაციის ბანაკებში)
4.      მიმდინარე წლის ივნისში უნდა ასრულებდნენ  მე-9 და/ან მე-10 კლასს (ანუ მე-10 და მე-11 კლასებში უნდა იწყებდნენ სწავლას 2014 წლის სექტემბრიდან). თქვენს მიერ წარმოდგენილ სიებში გარკვევით უნდა ეწეროს, თუ რომელ კლასში გადადის მოსწავლე 2014 წლის სექტემბერში.
5.      უნდა იყვნენ სასკოლო სამოქალაქო კლუბების ან საინიციატივო ჯგუფების აქტიური წევრები (მონაწილეობდნენ ჯგუფურ ვიზიტებში, აქციებში, შეხვედრებში, სტაჟირებებში, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებაში და ა.შ.)
6.      უნდა იყვნენ კლუბის მონაწილეობით საზოგადოების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების ინიციატორები ან მონაწილეები
7.      უნდა იჩენდნენ აქტიურობას სოციალური მედიის კომპონენტში, სასურველია იყვნენ ბლოგების კონკურსის გამარჯვებულები ან მონაწილეები
8.      სასწავლო პროცესში გავლილი უნდა ჰქონდეთ პროგრამის დამხმარე სახელმძღვანელოები
9.      უნდა გამოირჩეოდნენ სხვა კლუბებთან თანაშრომლობის გამოცდილებით

პედაგოგის შერჩევის კრიტერიუმები:
1.      არის პარტნიორი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი;
2.      ჯერ არ ყოფილა ჩვენი პროგრამის არცერთი ბანაკის მონაწილე (2011, 2012 და 2013 წლის საზაფხულო ბანაკები, 2012 და 2013 წლის დებატებისა და საჯარო გამოსვლების ბანაკები და სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 2013 და 2014 წელს ჩატარებული სამოქალაქო ინტეგრაციის ბანაკები)
3.      არის სასკოლო სამოქალაქო კლუბის მეურვე
4.      გამოირჩევა წარმატებული საქმიანობით
5.      აცნობიერებს, რომ ბანაკი უპირველეს ყოვლისა ემსახურება შემეცნებით მიზნებს და არა დასვენებას; მზად არის ბანაკის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის;
6.      სწავლებისას იყენებს პროგრამის ფარგლებში გამოცემულ სამოქალაქო განათლების  დამხმარე სახელმძღვანელოებს
7.      გავლილი აქვს პროგრამის (სიტისის ფარგლებში ჩატარებული) ტრენინგი
8.      კარგად იცნობს პარტნიორი ორგანიზაცია და აქვს მასთან ნამუშევარი.


სკოლებიდან შეირჩევა მხოლოდ 1 მოსწავლე და 1 პედაგოგი. პროგრამის პარტნიორ ყველა სკოლას დაგზავნილი აქვს შესავსები ფორმები. შერჩეული მსწავლის და მასწავლებლის სია სკოლებმა უნდა გადმოაგზავნოn 10 აპრილს ელ.ფოსტაზე civic.siqa@gmail.com. მათ მიერ გადმოგზავნილი კანდიდატებიდან სიქა შეარჩევს ბანაკის მონაწილეებს.