"ეკობორბალის" მონაწილე მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბებმა გამოფინეს მათ მიერ ჯანსაღ ცხოვრების წესისა და გარემოსდაცვის თემების შესახებ შექმნილი პოსტერები, დაასუფთავეს რუსთავის კულტურისა და დასევენების პარკი, მოაწყვეს მხიარული შეჯიბრებები სხვადასხვა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის სახეობებით რბოლაში. მოწვეულმა ველომრბოლელთა კლუბის წევრებმა ახალგაზრდებს გაუზიარეს ველოსიპედებით გადაადგილების უპირატესობები, მისი დადებით გავლენა ადამიანისა და გარემოს სიჯანსაღეზე. ორგანიზება გაუკეთეს "მასტერკლასს" ველოტრანსპორტით სარგებლობაზე – სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად მოაწყვეს ველორბოლა პარკის ტერიტორიაზე.
რუსთაველმა მოსწავლეებმა, რომლებიც თავისუფალ დროს პარკურის ხელოვნების დაუფლებას უთმობენ, სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის წარმოადგინეს პარკურის სახეობით წინააღმდეგობების დაძლევის ხერხების დემონსტრირება. ჩვენების მიზანი იყო პარკურის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ინსტრუმენტის დემონსტრირება.

"ეკობორბალის" აქციას მთლიანობაშ დაესწრო 120–დე სამოქალაქო კლუბის წევრი და მოწვეული სტუმარი. ღონისძიებას ჰქონდა დადებითი გამოხმაურება მონაწილეთა მხრიდან.
"ეკობორბალის" აქციას არ ექნება ერთჯერადი სახე და მსგავსი აქტივობები დაგეგმილია ქვემო ქართლის სხვადასხვა რეგიონებში. ასევე იგეგმება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენების უპირატესობებზე ბუკლეტებისა და პოსტერების დამზადება/გავრცელება. ადგილობრივ თვითმმართველობებისათვის პეტიციების მომზადება ადგილებზე ველო–ბილიკებისა და სკოლებში ველოსადგომების მოწყობის თხოვნით.
იხილეთ "ეკობორბალის" ამსახველი ფოტომასალა

No comments:
Post a Comment