სიქა-მ შეიმუშავა სასკოლო სამოქალაქო კლუბების მუშაობის შეფასების რუბრიკა. კრიტერიუმები და შესაბამისი ქულები შემდეგია:
- საკლუბო (სამოქალაქო) აქტივობის რაოდენობა: თითო აქტივობა - 2 ქულა;
 - საკლუბო აქტივობების მედიით გაშუქება (ბეჭდვითი პუბლიკაცია ან სიუჟეტი) : თითო გამოქვეყნება - 4 ქულა;
 - საგრანტო განაცხადების რაოდენობა: 1 განაცხადი - 4 ქულა;
 - თვითმმართველობასთან ან გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურასთან ინიციატივით მიმართვის რაოდენობა: 1 ინიციატივა - 4 ქულა;
 - გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურის/პირის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება: 1 გადაწყვეტილება - 5 ქულა;
 - თემის ჩართულობა საკლუბო ღონისძიებებში: თითო ჩართულობა - 2 ქულა;
 - ბლოგზე სამოქალაქო/საკლუბო აქტივობის ამსახველი ინფორმაცია: 1 პოსტი-1 ქულა, დასურათებული +1 ქულა;
 - სამოქალაქო აქტივობის ამსახველი ვიდეორგოლი - 1 ვიდეო - 3 ქულა.
 
ყოველი თვის ბოლოს სიქა გამოაქვეყნებს კლუბების სტატისტიკას, ხოლო კვარტლის დასასრულს მოწინავე კლუბი დაჯილდოვდება.
სასკოლო სამოქალაქო კლუბებს მოვუწოდებთ აქტიურობისაკენ!
No comments:
Post a Comment