
24 მაისს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ქ. მარნეულის №8 აზერბაიჯანული სკოლის სამოქალაქო კლუბ "ჩემების" მიერ ინიცირებული არჩევნების პროცესი. კლუბის წევრებმა გაინაწილეს საარჩევნო კომისიის წევრების, დამკვირვებლების და ამომრჩევლების ფუნქცია/მოვალეობები და მთელი პროცესი ქართულ ენაზე წარმოადგინეს. არჩევნების პროცესში მონაწილეობდნენ: ალი გარიბოვი - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, შამილ აზიზოვი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რუსლან გარაბაღლი - მდივანი, I რეგისტრატორი - ნურადინ მუსტაფაევი, II რეგისტრატორი - ზუმრუდ ნაბიევა და III რეგისტრატორი - რაუფ კარაევი, ყუთთან მდგომი კომისიის წევრი - ვუსალ დურსუნოვი, ნაკადის მარეგულირებელი - ილქინ ჰასანოვი, დამკვირვებელი - ორხან ჰასანოვი და წამყვანი - შაჰინ ახუნდოვი. ღონისძიება იყო დახურული და ესწრებოდნენ მხოლოდ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომლები და კლუბის წევრები.

No comments:
Post a Comment