7 ოქტომბერს ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლამ სამოქალაქო
კლუბების შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას რატევანის, ტანძიისა და ბოლნისის #1, #3, #5 სკოლების
15 წევრი დაესწრო.
პროგრამის მიზნებისა და დანიშნულების მიმოხილვის შემდეგ
კლუბებმა უშუალოდ საკლუბო აქტივობებზე მუშაობა დაიწყეს.
კლუბების მიხედვით ჯგუფებად განაწილდნენ და 2 ძირითადი
დავალება მიეცათ: მოეძებნათ თემში არსებული პრობლემა და შეედგინათ ოფიციალური წერილი
გამგებლის სახელზე, ჩამოეყალიბებინათ და დაეგეგმათ
1 აქტივობა, რომელსაც მიმდინარე კვირაში განახორციელებენ.
ნამუშევარი ყველამ ზეპირად წარმოადგინა და თანატოლებისგან
შენიშვნები და რჩევები მიიღო.
კლუბის წევრები პირველ რიგში კლუბის დანარჩენ წევრებს
გააცნობენ იდეებს და განხორციელებაზე ზრუნვას დაიწყებენ.
No comments:
Post a Comment