კუმისის სამოქალაქო კლუბი "ქველი" |
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სიქა პროგრამაში ჩართულ ქვემო ქართლის სკოლებს სთავაზობს სხვადასხვა აქტივობებს თემით "გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში".
2013 წლის 11 თებერვალი-7 მარტის პერიოდში გამოცხადებული იყო რიგით #4 აქტივობა "გავაუმჯობესოთ გარემო თემში" და გაწერილი იყო აქტივობის ეტაპები. თავიდან აქტივობაში ჩართვის სურვილი გამოთქვა 15 სკოლამ, თუმცა მითითებულ ვადებში დაასრულა მხოლოდ 9 კლუბმა. წინდაწინ გაცხადებული კრიტერიუმების შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდნენ კუმისისა და გარდაბნის #1 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბები, რომლებიც დაჯილდოვდებიან პროგრამის სამახსოვრო საჩუქრებით და 16 გბ გარე მეხსიერებით, ხოლო კაზრეთის #1, რატევანის და მარნეულის #8 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებს გადაეცემათ სიგელები. აქტივობაში მონაწილე ყველა სკოლას გადაეცემა დაპირებული საკანცელარიო მასალა, მათ შორის აღმამედლოს, რუსთავის #9, #17 და #24 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებს.
გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი |
შეგახსენებთ, შეფასების მთავარი კრიტერიუმები იყო: ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა, სამუშაო არეალის ფართობი, თემის ჩართულობა.
სიქა ახლო მომავალში კიდევ შესთავაზებს სამოქალაქო კლუბებს ახალ აქტივობას "გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში" ფარგლებში.
No comments:
Post a Comment