Sunday, 6 April 2014

პროექტი "სადაც დაღლა, იქ დასვენებაა!" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წარმატებით მიმდინარეობს

სიქას მიერ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის " ფარგლებში ორგანიზებულ სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან ქ. თეთრიწყაროს #1 და კოდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები იყვნენ ჩართულნი. ახალგაზრდები მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების რანჟირებისას თეთრიწყაროსა და კოდისათვის აქტუალურ საერთო პრობლემაზე შეჯერდნენ: შეექმნათ ქ.თეთრიწყაროს საზოგადოებრივი სტადიონის 1000 -მდე მომხმარებელისა და კოდის საჯარო სკოლის 500 მოსწავლის, მათ მშობლებისა და პედაგოგებისათვის დასვენებისათვის ხელსაყრელი პირობები.
ახალგაზრდებმა თანამშრომლობისათვის მიმართეს თეთრიწყაროს ადგილობრივ თვითმმართველობას, მათ მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, თემის წევრებისა და კლუბის წევრების აქტიური ჩართვით მოხერხდა ორივე სკვერის დასუფთავება და რეაბილიტაცია. თეთრიწყაროს ადგილობრივი თვითმმართველობა კლუბებს დაეხმარა სკვერების სარემონტო მასალის ტრანსპორტირებაში, ასევე იგეგმება განახლებულ სკვერებში ახალი ნარგავების გაშენება.

პროექტი "გზა გავუკვალოთ ჯანსაღ თაობას" წარმატებით განხორციელდა

დმანისის #3 და იაღუფლოს საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები და კლუბის მეურვეები დმანისის საკრებულოს თავჯდომარესთან ნოდარ ადუაშვილთან ერთად 

5 აპრილს სიქა-ს წარმომადგნელები დაესწრნენ დმანისში საფეხბურთო ტურნირს, რომელიც „სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის“ შედეგად განხორციელებული პროექტის „გზა გავუკვალოთ ჯანსაღ თაობას“ ფარგლებში მოეწყო. ტურნირში ერთმანეთს შეხვდნენ დმანისის #1 და #3, ჯავახის, იაღუფლოს, განთიადისა და ზემო ოროზმანის სკოლების საფეხბურთ გუნდები.
სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში დმანისის მუნიციპალიტეტიდან ორი სკოლა - ერთი ქართული და ერთი აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეები და კლუბის მეურვეები იღებდნენ მონაწილეობას. ბანაკის მიმდინარეობისას მონაწილეებმა დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებიდან განსაკუთრებით გამოყვეს დმანისის სპორტულ მოედანზე სპორტსმენებისათის გასახდელი ნაგებობის სავალალო მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვნად უშლიდა ხელს სპორტული აქტივობების ორგანიზებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

Friday, 4 April 2014

ტრენინგი "გენდერული თანასწორობა" სამოქალაქო კლუბ "ახალი თაობის" წევრებისთვის

სიქა- ევროპელ მოხალისეებმა 3 აპრილს, "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში ჩაატარეს ტრენინგი თემაზეგენდერული თანასწორობა“. ტრენინგი ჩატარდა მარნეულის მე-5 საჯარო სკოლაში, რომელსაც დაესწრო სამოქალაქო კლუბ „ახალი თაობის“  25 წევრი.

ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებს უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ გენდერული თანასწორობის შესახებ. ტრენინგი მიმდინარეობდა ინტერაქტიულად, ითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეები გაეცნენ უცხოელი მოხალისეების მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, სადაც მოყვანილი იყო საქართველოში გენდერული თანასწორობა-უთანასწორობის მაგალითებისტატისტიკური მონაცემები და სხვა. ტრენინგი მიმდინარეობდა თარგმანით ინგლისურიდან ქართულ ენაზე. ღონისძიების დასასრულს კლუბის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ტრენინგის გამო და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის საკითხშიასევე მათ მიეცათ ინგლისური ენის სმენისა და ლაპარაკის უნარების პრაქტიკაში გამოეყენებინების საშუალება.

ვიზიტი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში

3 აპრილს, სიქა-ს ორგანიზებით „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში შედგა მორიგი საინტერესო და ინფორმაციული ვიზიტი ინტელექტუალური საკუთრების  ეროვნულ ცენტრში,“ საქპატენტში“. სადაც ხდება ყველანაირი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგ: გამოგონებების, საავტორო უფლებების, ბრენდების სახელების და ა.შ.
ცენტრის თამანშრომელი,  ვიზიტორებს ესაუბრა ქართული გამოგონებების ბრენდების სახელების (ღვინოების, მინერალური წყლების და  სხვა) რეგისტრაციის და საავტორო უფლებების შესახებ.  ვიზიტორებმა დაათვალიერეს ცენტრში არსებული ბიბლიოთეკა, მარანი და სტუმრების მისაღები სივრცე.
ცენტრის თავმჯდომარემ ბატონმა  ირაკლი ღვალაძემ  გააცნო მონაწილეებს საქპატენტის მუშაობის სპეციფიკა და მიმართულებები.
ვიზიტის ბოლოს ცენტრის თანამშრომლები მონაწილეებს გაუმასპინძლდნენ ლანჩით.

ვიზიტორი სკოლები იყვნენ: რუსთავის #1, #9, #15 #20, #21, #23 და #26 სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები.

Thursday, 3 April 2014

მცირე საგრანტო პროექტების მონიტორინგი მარნეულში

3 აპრილს სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის წარმომადგენლები მარნეულის #3 და #5 სკოლებს ეწვივნენ. მცირე გრანტების კოორდინატორი, ცირა თავშავაძე, მონიტორინგის მიზნით დეტალურად გაეცნო ამ სკოლებში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას, შეათანხმეს სამომავლო აქტივობების დეტალები, სკოლებს გადაეცათ მცირე გრანტების ფარგლებში შეძენილი საკანცელარიო მასალა.

შეხვედრა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წარმომადგენლებთან

2 აპრილს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო კლუბების წევრები რუსთავის საჯარო სკოლებიდან.
შეხვედრის თემა იყო: როგორ დაერქვა ფოტოგრაფიას ხელოვნება და როგორ უნდა გადავიღოთ კარგი ფოტო.
ახალგაზრდებმა მოისმინეს ფოტოგრაფიის დაბადების ისტორია, მისი წინაპირობები და განვითარების პროცესები. ასევე მიიღეს პრაქტიკული რჩევები, რისი გათვალისწინებითაც შესაძლებელია კარგი ფოტოს გადაღება.  აუდიტორია აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში.

შეხვედრა გაიმართა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH international,  აფინანსებს USAID და მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისრტო.

Tuesday, 1 April 2014

მარნეულის მუნიციპალიტეტის ექვსი სკოლის მიერ სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში შემუშავებული პროექტი „ჩვენი ქუჩები“ წარმატებით ხორციელდება

სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში მარნეულის მუნიციპალიტეტიდან 4 აზერბაიჯანული და 2 ქართული სკოლა იღებდა მონაწილეობას.
ბანაკის მონაწილეები შეჯერდნენ, რომ  მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებიდან ყველაზე მწვავე ქ. მარნეულის მთავარ - რუსთაველის ქუჩაზე საჭირო მისამართით გადაადგილებაა. ქალაქის ყველაზე გრძელ  ქუჩაზე  ბოლო ათწლეულების განმავლობაში მრავალი მცირე ზომის შენობები აშენდა, რომელთაც არა აქვთ ნუმერაცია, ძველ შენობებზეც არ არის შენობის ნომრის მიმანიშნებელი აბრები - შედეგად, ქალაქის სტუმრებს, სასწრაფო და სახანძრო დახმარების სამსახურებს, ფოსტალიონებს ძალიან უჭირთ საჭირო ადრესატის მიგნება. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხევებშია - აღნიშნული მიზეზის გამო ხშირად ფერხდებოდა პაციენტის დროული სამედიცინო დახმარებია აღმოჩენა.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად  სამოქალაქო კლუბების ლიდერებმა ინიციატივით მიმართეს მარნეულის ადგილობრივ თვითმმართველობას. ქალაქის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურთან ერთად შემუშავდა რუსთაველის ქუჩაზე შენობების ნუმერაციის გეგმა, მისამართის აბრების დიზაინის შერჩევაში მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. გადაწყდა - 135 შენობაზე გაიკრას მისამართის აბრა. აბრების დამაგრების ხარჯი ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკუთარ თავზე აიღო, ხოლო ინტეგრაციის ბანაკის ფარგლებში დაფინანსდა აბრების დამზადება.

2014 წლის 31 მარტს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მოსწავლეების აქტიური ჩართულობით დაიწყო შენობებზე მისამართის აბრების განთავსება.  მარნეულელი მოსწავლეების მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტი „ჩვენი ქუჩები“ მნიშვნელოვნად გაუადვილებს მარნეულის მკვიდრთ, სტუმრებსა და სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებს ქალაქში სივრცით ორიენტაციას.