Friday, 2 May 2014

ქვემო ქართლის რეგიონის მოსწავლეების წარმატება ბლოგების კონკურსზე

"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში 2014 წლის მარტი-აპრილში მიმდინარეობდა კონკურსი "სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისათვის". ბლოგების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 7 სხვადასხვა თემატურ ნომინაციაში დარეგისტრირდა 200-ამდე მოსწავლე საქართველოს 11 რეგიონიდან, აქედან 20 ქვემო ქართილდან. 
კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა სულ 32 გამარჯვებული მოსწავლე, მათ შორის 10 ქვემო ქართლიდანაა. ესენი არიან:

ნომინაცია: ახალგაზრდა განმანათლებელი
მეორე ადგილი: 
თინათინ კობერიძე - მარნეულის #5 საჯარო სკოლა http://koberidzetiko.wordpress.com/
ანა მახნიაშვილი - კაზრეთის #1 საჯარო სკოლა http://anamakhniashvili.wordpress.com/
მესამე ადგილი:  
ნიკა მჭედლიშვილი - რუსთავის #21 საჯარო სკოლა http://geografian.wordpress.com/ 

ნომინაცია: ახალგაზრდა ომბუდსმენი
მესამე ადგილი:
ელენე აბესაძე - მარნეულის #5 საჯარო სკოლა http://eleneabesadze.wordpress.com/ 

ნომინაცია: ბუნების დამცველი 
მეორე ადგილი:
ნინო ქველაძე -მარნეულის #5 საჯარო სკოლა http://ninikoqveladze.wordpress.com
მესამე ადგილი:
სოსო კაიშაური - რუსთავის #15 საჯარო სკოლა http://bunebisdamcveli1.blogspot.com/ 

ნომინაცია: ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი 
მეორე ადგილი:
თამაზ სირაბიძე - კაზრეთის #1 საჯარო სკოლა http://cxovrebiswesi.wordpress.com/

ნომინაცია: მოქალაქე ჟურნალისტი
მეორე ადგილი:
თამარ გელოვანი - რუსთავის #26 საჯარო სკოლა http://youngjournalisttata.wordpress.com/

ნომინაცია: სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი
მეორე ადგილი:
ანი კორინთელი - რუსთავის #20 საჯარო სკოლა http://20sclub.wordpress.com/ 
მესამე ადგილი:
 თაკო იოსელიანი - რუსთავის #17 საჯარო სკოლა http://club-temida.blogspot.com/ 

ყველა გამარჯვებულს ვულოცავთ!!!
კონკურსის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ 

Wednesday, 30 April 2014

სამოქალაქო განათლების ახალგაზრდული ბანაკს ალუდა გოგლიჩიძე ესტუმრა

29 აპრილს სამოქალაქო განათლების ბანაკს პროგრამის ფარგლებში მომზადებული სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი ალუდა გოგლიჩიძე სტუმრობდა. -მა ალუდამ ისაუბრა მოსწავლეთა თვითმმართველობის როლზე სასკოლო ცხოვრებაში, არაფორმალური განათლების გავლენის შესახებ ახალგაზრდებში სხვადასხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარების კუთხით, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, შავი ზღვის აუზის ახალგაზრდული ცენტრის შექმნის თემაზემოწვეული სტუმრის საუბარი ძალიან საინტერესო და ინფორმაციული გამოდგა ახალგაზრდებისათვის.

ბატონი ალუდაც კმაყოფილი დარჩა შეხვედრით

"დიდი მადლობა ყველაფრისათვის, კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს ძალიან სასარგებლო საქმეშიძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრით. ასეთი გონივრული კითხვები ამდენი ერთად მე მგონი არც მახსენდება" - განაცხადა მან შეხვედრის უკუკავშირისას. ფოტოები

სიქა-ს პოლონელი მოხალისეების ვორკშოპი ბანაკის მონაწილეებისთვის

29 აპრილს სიქა პოლონელმა მოხალისეებმა ეველინა კუბიცამ და მათეუშ რუტამ სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის მონაწილეებისათვის  ვორკშოპი მოაწყვეს, რომელზეც ბანაკის მონაწილეებმა შეისწავლეს პოლონური ნაციონალური ცეკვები. ბანაკის მონაწილეთა შორის ძალიან მაღალი იყო პოლონელი ახალგაზრდების მიერ შეთავაზებული აქტივობით დაინტერესება . იხილეთ ფოტოები 

Sunday, 27 April 2014

სტუმრები სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკში

27 აპრილს სიქა- მიერ ორგანიზებულ "სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკს" სტუმრობდნენ PH International-ის პიარ მენეჯერი მანანა ყუბანეიშვილი და ორგანიზაციაანიკასდირექტორი ირინა ინასარიძე. -მა მანანამ ისაუბრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზე, სამოქალაქო კლუბების აქტივობებზე, სამომავლო გეგმებზე. -ნი ირინას ორგანიზაცია შშ პირების პრობლემების მოგვარების ხელშეწყობაზე მუშაობს, საუბრის თემაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თვითრეალიზებისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა გახლდათ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სასკოლო სამოქალაქო კლუბების ლიდერებმა გაუზიარესანიკასწარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება და მათგან მიიღეს კონკრეტული რჩევები, თუ როგორ შეიძლება დაეხმარონ სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს
მოწვეული სტუმრები სამოქალაქო განათლების საგზაფხულო ბანაკის პროგრამის ნაწილია, 28 და 29 მაისს ბანაკის მონაწილეებს კიდევ ელით შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან.

სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი 2014 დაიწყო

26 აპრილს სიქამ დაიწყო სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი წყალტუბოში. ბანაკის ბენეფიციარია 300 მონაწილე საქართველოს 11 რეგიონიდან , მათ შორის 267 მოსწავლე და 33 სამოქალაქო განათლების პედაგოგი. თითეულ ნაკადზე ბენეფიციარებთან იმუშავებს ლიდერებისა და ტრენერების 14 კაციანი გუნდი, ყოველ ნაკადზე ბანაკს ეწვევა 3 მოწვეული სტუმარი, მათ შორის სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები (მწერლები, სპორტსმენები, მსახიობები), საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგნელები, რომლებიც ახალგაზრდებთან ისაუბრებენ აქტიური მოქალაქობრივი პოზიციის მნიშვნელობაზე. ბანაკის სამივე ნაკადში მონაწილეთა რაოდენობა 350- გადააჭარბებს. ბანაკი ორგანიზებულია "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს USAID. პროგრამას საქართველოში ახორციელებს ორგანიზაცია PH International. პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო ბანაკს სიქა უკვე მეოთხე წელია მასპინძლობს. გასული სეზონების განმავლობაში ბანაკში უკვე მიიღო მონაწილეობა 700-დე მონაწილემ. წელს სამოქალაქო განათლების ბანაკის ბენეფიციართა საერთო რაოდენობა უკვე 1000- მიაღწევს.

Friday, 25 April 2014

სიქას ორგანიზებით მტკვრის სანაპირო დასუფთავდა

სიქას ორგანიზებით რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა და თემის წარმომადგენლებმა დედამიწის საერთაშორის დღე აღნიშნეს და  დასუფთავების მასშტაბური აქცია მოაწყვეს.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა რუსთავის დასვენების პარკის გასწვრივ მტკვრის სანაპირო ზოლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, სანაპირო დაბინძურებული იყო  ბოთლებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.
აქტივობას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ და მისმა თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ, რომელმაც დასასუფთავებლად საჭირო ინვენტარი: ხელთათმანები და პარკები გამოყო.
აქციის დასასრულს ადგილზე მოვიდნენ რუსთავის მერის მოადგილე გიგი ტაბატაძე და ინფრასტრუქტურის  სამსახურის უფროსი გია არჩვაძე, რომლებმაც ორგანიზაციას მადლობა გადაუხადეს აქტიურობისთვის.
მერიის მხარდაჭერით აქციის დასასრულს სპეციალურმა მანქანამ შეგროვილი ნარჩენი გაიტანა.

აქციაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის კლუბების 30 წევრმა და რუსთავის მოსახლეობამ.

ვიზიტი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  ფარგლებში 24 აპრილს,  სიქა-ს ორგანიზებით, სამოქალაქო კლუბების   წევრები  ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტის  ეროვნულ ბიბლიოთეკას. მონაწილეებმა გაიგეს ბიბლიოთეკის  შექმნის, განვითარებისა და  ძველი თბილისის ისტორიები.
გიდმა, ქალბატონმა ნინო გედენიძემ მონაწილეებს დაათვალიერებინა საგამოფენო დარბაზი, რომელიც დახვეწილი გემოვნებითა და არქიტექტურის რამოდენიმე  მიმდინარეობის ნაზავითაა შექმნილი, ასევე დაათვალიერეს გერმანული, ფრანგული და ქართული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზები, სადაც თავმოყრილია ძალიან საინტერესო წიგნები. მიიღეს კონკრეტული რჩევები წიგნის გამოტანის შესახებ და ასევე ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ელექტრონულად მოძიების შესახებ.
მონაწილეებს მიეცათ უნიკალური შანსი ენახათ უძველესი ხელნაწერი და ბეჭდვითი წიგნები, რომლებიც თითო-თითო ეგზემპლიარი არის შემონახული.

          ვიზიტორი სკოლები იყვნენ: რუსთავის #1„  #9, #11, #20 და #23  საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბები.